გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

Share

The committee determines national policy on environmental protection.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
კომიტეტის თავმჯდომარე -მაია ბითაძე https://www.facebook.com/MBitadze

Committee on Environmental Protection and Natural Resources Parliament of Georgia. Chairman of the Committee - Maia Bitadze.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა გარემოს დაცვის სფეროშ

01/06/2026
Photos from გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი's post 31/05/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში გამართულ „ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

📣„ბავშვები ქმნიან ეკომეგობრულ მომავალს. მათ კარგად ესმით, რომ ნარჩენი არ უნდა გადაიყაროს, არამედ შესაძლებელია მისი გადამუშავებით ახალი პროდუქტის შექმნა. მოხარული ვარ, რომ კახეთი პირველი რეგიონია, სადაც ასეთი მასშტაბური ღონისძიება ხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომლებსაც დღეს ეყრება საფუძველი. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვაში“.

🔷კახეთის რეგიონში ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა პროექტი გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და პასუხისმგებლიანი გარემოსდაცვითი ქცევის ხელშეწყობის მიზნით. პროექტის ფარგლებში კახეთის რვა მუნიციპალიტეტის სკოლებში გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები მოსწავლეებთან, რომლებიც ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას ემსახურებოდა.

🌱📌„ეკომეგობრული კახეთი 2026“ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ - „ვეისთლესის“ ინიციატივით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ასევე კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობითა და ჩართულობით განხორციელდა.

✅ლაგოდეხის ეროვნულ პარკში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დააჯილდოვეს.

Photos from გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი's post 28/05/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

📌მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარუდგინა.

🔷ცვლილებების ძირითადი მიზანია, ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად და დასაცავად რიონის აღკვეთილის შექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდინარე რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და ისინი ბუნებრივ გარემოში მრავლდებიან. აღკვეთილის ტერიტორია ფარავს 554 ჰექტარს და მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა.

Photos from გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი's post 27/05/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”კანონპროექტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და კენჭი უყარა.

📌მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარუდგინა.

🔷ცვლილებების ძირითადი მიზანია ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად და დასაცავად რიონის აღკვეთილის შექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდინარე რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და ისინი ბუნებრივ გარემოში მრავლდებიან. აღკვეთილის ტერიტორია ფარავს 554 ჰექტარს და მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა.

Photos from გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი's post 26/05/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

📌ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

✅საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 600-მდე წვევამდელმა ფიცი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას, უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან დადო.

Photos from გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი's post 25/05/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები თანმდევ პროექტებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა.

📌საკითხები კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.

🔶„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია ტყის დეგრადაციის შეჩერება და ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხეტყის დამზადებისა და რეალიზაციის ახალი მოდელის დანერგვას, ასევე ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულაციების დახვეწას.

🔷„ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ცივ-გომბორის ეროვნული პარკი 21 761 ჰა-ზე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში ასევე, სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰა-ზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი 17 562 ჰა-ზე.

🔷 „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი წლით გადავადებას 2026 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2027 წლის 1 სექტემბრამდე.

🔶„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით მცირდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ვადები. ასევე წესრიგდება ხარვეზის დადგენისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინების შეჩერების პროცედურები.

🔷„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, იცვლება ცალკეულ სამართალდარღვევათა შემადგენლობები, ზუსტდება პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები და წესდება ახალი ადმინისტრაციული სანქციები გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის.

📌კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამეგრელოში, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, 37 074 ჰექტარზე ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას.

📌ასევე კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონპროექტებს. მესამე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტმა განიცადა მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Shota Rustaveli Avenue 8
Tbilisi
0114