დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ს

Share

დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

Photos from დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო's post 04/06/2026

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

🔺დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, მათი კავშირი განრიდება-მედიაციის პროცესთან და მედიაციის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტების ეფექტიანად მოგვარებაში.

🔺მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იმართება და განრიდება-მედიაციის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამართლებრივი კულტურის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

🔺ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მედიატორები, რომლებმაც პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სტუდენტებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

01/06/2026

🔺იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

Photos from დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო's post 01/06/2026

🔺იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

🔺გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები თბილისსა და ბათუმში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ბავშვებმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია გიდის თანხლებით დაათვალიერეს და ანიმატორთა მონაწილეობით გამართულ სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ.

🔺ღონისძიების დასასრულს სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა არასრულწლოვნებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სააგენტოს სახელით სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

🔺არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და მოზარდთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია. ამ მიზნით, მსგავს აქტივობებს უწყება მომავალშიც გამართავს.

31/05/2026
Photos from საქართველოს იუსტიციის სამინისტრო's post 26/05/2026
26/05/2026

26 მაისი - ეს დღე ჩვენია !

Photos from საქართველოს იუსტიციის სამინისტრო's post 26/05/2026

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს

ზუგდიდის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებები:

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ:
🔹 თავდაცვის ძალების შეიარაღება და ტექნიკა;
🔹 სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენა;
🔹 ეროვნული არქივის ინსტალაციები: „1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებიდან“; „საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა“; „სამეგრელო“;
🔹 გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები გიგანტურ პასპორტთან, ID ბარათისა და ქორწინების სივრცეებში;
🔹 მიიღონ სიმბოლური პასპორტი; დაბადებისა და ქორწინების მოწმობები.
🔹 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა, „რე-მარკეტის” პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
🔹 განსაკუთრებული სანახაობა, გასართობი პროგრამები, აქტივობები, ვიქტორინები და სხვადასხვა სიურპრიზი ელის ბავშვებს.
🔹 მოეწყობა კულინარიის მასტერკლასები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; აგრეთვე, კონცერტი საბავშვო ანსამბლის მონაწილეობით.
🔹 17:10 სთ-ზე აჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიებას კი, გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს.

🇬🇪 ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი!
1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!
ეს დღე ჩვენია!

26/05/2026

26 მაისი - ეს დღე ჩვენია !

25/05/2026

🇬🇪 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქ. ზუგდიდში გიმასპინძლებთ.

ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე სტუმრები შეძლებენ ⤵

🔹 იხილონ საქართველოს ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი, ასევე, ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ;
🔹 შეავსონ საპასპორტო მონაცემები, ადგილზე გადაიღონ სურათი, რის შემდეგაც დაუმზადდებათ 26 მაისის ლოგოთი დაბრენდილი, იმიტირებული სამახსოვრო პასპორტები;
🔹 მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო სანოტარო სერვისების შესახებ;
🔹 დაათვალიერონ და შეიძინონ მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები: ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ნამუშევრები;
🔹 ისარგებლონ გიფერით და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები;
🔹 ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩაერთონ სხვადასხვა თამაშში;
🔹 პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც შეძლებენ სახის მოხატვას, ფაზლების აწყობას; ჩაუტარდებათ ძერწვის ვორქშოფი; დახვდებათ მხიარული ჰულა-ჰუპები; მონაწილეობას მიიღებენ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებში; ასევე, დახვდებათ ჯამბაზები, ოჩოფეხები და მოსიარულე ორკესტრი, ფერადი ბამბის ნაყინი და ბატიბუტი;
🔹 ბავშვები ხატვისა და ანიმაციის მასტერკლასშიც მიიღებენ მონაწილეობას – საკუთარი ფანტაზიით დახატავენ ნახატებს, რომელთაც შემდეგ მოძრავ ანიმაციად გარდაქმნიან;
🔹 მოეწყობა ციფრული ტექნოლოგიების სივრცე – კიბერთამაშები და შემეცნებითი ქვიზები;
🔹 ღონისძიება დასრულდება კონცერტით და ლამაზი სანახაობით.

მაშ, ასე: 26 მაისს შევხვდებით ქალაქ ზუგდიდში.
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ალ. ყაზბეგის გამზ. #42
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00