გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gurjaani City Assembly

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gurjaani City Assembly

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gurjaani City Assembly, Government Organization, Tbilisi.

Photos from გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gurjaani City Assembly's post 01/06/2026

🔹ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი, მერი გიორგი მაჭავარიანი და დელეგატის ბიუროს უფროსი ზაზა შოშიაშვილი ქალაქ გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.

🔹საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანი - ველისციხის ეპარქიაში შემავალი ქალაქი და სოფლები იკურთხება, ამიტომ წირვის დასრულების შემდეგ ქ.გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების კურთხევა გაიმართა.

01/06/2026
Photos from გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gurjaani City Assembly's post 29/05/2026

🔹გურჯაანის სპორტული გაერთიანების სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო გურჯაანის ძალოსანთა გუნდმა გუნდურ ჩათვლაში III ადგილი დაიკავა.

🔹გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი და მერი, გიორგი მაჭავარიანი ჩემპიონატის გამარჯვებულებს მწვრთნელებთან ერთად შეხვდნენ, მიღწეული გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

28/05/2026

1 ივნისს, ქალაქ გურჯაანში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ღონისძიებები “პაპას ბაღში”, 15:00 საათზე, ფერების ფესტივალით და ანიმაციური გმირების მონაწილეობით დაიწყება. გაიმართება სხვადასხვა სახალისო საბავშვო აქტივობა.

16:30 საათზე გაიმართება კონცერტი ა(ა)იპ სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით.

ბავშვთა დაცვის დღე, 18:00 საათზე “ბასტი-ბუბუს” კონცერტით დასრულდება.

გელით, თქვენს პატარებთან ერთად!

Photos from გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gurjaani City Assembly's post 26/05/2026

🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გურჯაანში, კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა თემაზე - „ძველი გურჯაანი“, „გურჯაანელი გენერლები“ და „დამოუკიდებელი საქართველო“.

🔹პარკში ასევე მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა და საქართველოს დროშის ხატვის მასტერკლასი.

🔹ა(ა)იპ სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა თეატრალური მსვლელობა და კონცერტი.

🔹ა(ა)იპ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების მიერ, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის პირადი ნივთები და საინტერესო, ინფორმაციული ვიზუალური მასალა პირველი რესპუბლიკის შესახებ.

🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი “ხარება”, "თბილისური კვარტეტი" , მომღერლები - ანიტა აბგარიანი, ანდრია ფუტკარაძე, ლიზა დარასელია, ბენდი “პოზიტივი” და ბენდი “Visioners” მონაწილეობდნენ.

🔹ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის მოადგილეები - კონსტანტინე ბერიძიშვილი, ვაჟა ბენაშვილი და დელეგატის ბიუროს უფროსი ზაზა შოშიაშვილი დაესწრნენ.

Photos from საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო's post 25/05/2026
Photos from კახეთის მხარე's post 25/05/2026
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00