01/12/2025
✨ ახალი მოქალაქეობრივი კლუბი №81 საჯარო სკოლაში! ✨
თბილისის №81 საჯარო სკოლაში გაიხსნა მოქალაქეობის კლუბი „სამოქალაქო ლიგა“!
კლუბის გახსნის ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო კლუბის პირველი გაზეთი, რომელიც ჩვენი აქტიური და შემოქმედებითი მოსწავლეების მიერ შეიქმნა. 📰💡
მოსწავლეებმა გააზიარეს სტატიები და მოსაზრებები მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ადამიანის უფლებების, სოციალური აქტივობისა და ახალგაზრდების საზოგადოების ცხოვრებაში როლის შესახებ.
ეს გაზეთი გახდა კლუბის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კრიტიკული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების გაძლიერებისკენ. 🙌
ℹ️ ღონისძიება მეგობრულ და სამუშაო გარემოში ჩატარდა, კლუბის წევრებმა კი ახალი იდეები და მომავალ პროექტებზე წინადადებები წარადგინეს.
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში!
14/06/2025
Kupatadze
მე-4ბ კლასის ღონისძიება🎉🎉.კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩემს პატარებთან❤️💙
11/06/2025
Tsalugelashvili
2024 წლის ოქტომბერში ახალი თაობის კავშირმა „ინიციატორი“ ჩაატარა კონკურსი ისნის რაიონის სკოლებს შორის. მოსწავლეებმა დაწერეს ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში. ეს ღონისძიება დააფინანსა სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემებმა. პირველადგილოსნების პრიზი ბარსელონის ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკის საგზური გახლდათ. საუკეთესო სამეულში მოხვდა 81-ე საჯარო სკოლის 11ბ კლასის ორი მოსწავლე ნინო ჯალაღონია - პირველი ადგილი და თამარ სოსელია - მესამე ადგილი. თამარს დაუყონებლივ გადასცეს საჩუქრად ელექტროსკუტერი, ხოლო ნინო მალე, ბარსელონაში მიემგზავრება. ჩვენი სკოლის პედაგოგების და მოსწავლეების ერთობლივი შრომით, სიბეჯითით, ნიჭიერებითა და მიზანსწრაფულობით ვამაყობ. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა.
08/06/2025
Diana Suxishvili
6 ბ კლასის საახალწლო- საშობაო ღონისძიება.
მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს მხარდაჭერისათვის.
დიდი მადლობა მშობლებს დახმარებისა და თანადგომისათვის
06/06/2025
Diana Suxishvili
11 აპრილს გაიმართა შეხვედრა 6 ბ კლასის და 6 გ კლასის მოსწავლეებთან, თემაზე: პატრიოტიზმი, სამშობლო და სამშობლოსათვის თავგანწირვა.
გაკვეთილი წარმართა მოწვეულმა ომის ვეტერანმა ცოცხალმა გმირმა, პოლკოვნიკმა ბატონმა დავით ხომასურიძემ, რომელიც იბრძოდა, რათა ამ პატარებს ლაჟვარდოვანი და მშვიდობიანი ცა ჰქონოდათ.
ბავშვები გატაცებით უსვამდნენ კითხვებს სამშობლოზე, ომის მიზეზებზე, მებრძოლთა განცდაზე, ბრძოლაში შიშის დაძლევაზე, გმირობაზე, შეიარაღებაზე, ტექნიკაზე. ბატონი დავითი დიდი სიამოვნებით პასუხობდა მათ შეკითხვებს.
და ბოლოს ბავშვებმა ბატონ დავითს აჩუქეს თავიანთი ნახატები სამშობლოს თემაზე.
შეხვედრას ესწრებოდა: დირექტორის მოადგილე ლელა ფერაძე,
6გ კლასის დამრიგებელი თამუნა გოგოხია,
6 ბ კლასის დამრიგებელი მარინე-დიანა სუხიშვილი