27/05/2026
👉 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აპრილის შესრულების მიმოხილვა
🔷სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 10,023.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 66.2%-ს და წლიური გეგმის 32.6%-ს შეადგენს;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 74.7%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 9,488.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 62.1%-ს და წლიური გეგმის 30.7%-ს შეადგენს;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 74.3%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 535.0 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი მაისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,000.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
🔗დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-aprilis-shesrulebis-mimokhilva-1hxj48m0xwdv52v
🔗 დოკუმენტის ბმული PDF ფორმატში იხილეთ კომენტარში
27/05/2026
👉2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აპრილის
შესრულების ინფოგრაფიკები
🔗ინფოგრაფიკების ბმული იხილეთ კომენტარში
13/05/2026
For English Scroll Down 👇
👉 2026 წლის აპრილის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
🔷სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 10.7% შეადგინა;
🔷2026 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 5.9%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე და აირზე;
🔷2026 წლის მარტში*, წინა წლის მარტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 9.9%-ით, ხოლო ხარჯები 7.8%-ით გაიზრდა;
🔷2026 წლის მარტში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.0%-ით გაიზარდა და 70,203.7 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
🔷2026 წლის იანვარ-მარტში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 23.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7.1%-ით შემცირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 0.2%-ით გაიზარდა და 5,867.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
🔷2026 წლის მარტში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 9.8%-ით გაიზარდა და 320.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.4%), აშშ (19.0%) და რუსეთი (11.9%) წარმოადგენდნენ;
🔷2026 წლის აპრილში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6,471 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 43.2%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2.4%-ით შემცირდა;
🔷2026 წლის მარტში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, როგორც დეპოზიტებზე (1.05 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.25 პპ-ით) გაიზარდა;
🔷2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.9%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 2.1%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა;
🔷2026 წლის აპრილის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
🔗 დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/aprilis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1hnq41oydmjqk23
🔗 დოკუმენტის ბმული PDF ფორმატში იხილეთ კომენტარში
👉 Monthly Macroeconomic Review - April, 2026
🔗Find the document in interactive format at the following link:
https://infogram.com/monthly-macroeconomic-review-april-2026-1h984wvwm53kd2p
🔗English version - follow the link in comment
13/05/2026
For English Scroll Down 👇
👉2026 წლის აპრილის თვის მაკროეკონომიკური გარემოს ინტერაქტიული სტატისტიკა
🔗 ინფოგრაფიკების ბმული იხილეთ კომენტარში
👉 Interactive Statistics of Monthly Macroeconomic Indicators, April 2026
🔗 English version - follow the link in comment
13/05/2026
👉 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 7,804.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 25.4%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 100.6%-ს შეადგენს;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ძირითადი წილი, 71.7%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 7,238.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 23.4%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 91.6%-ს შეადგენს;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 73.1%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 566.7 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი აპრილისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,032.4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ 690.7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სალდომ - 231.9 მლნ ლარი.
🔗 დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-3-tvis-shesrulebis-mimokhilva-1h0n25o0vnpml4p
🔗 დოკუმენტის ბმული PDF ფორმატში იხილეთ კომენტარში
13/05/2026
👉2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ინტერაქტიული ინფოგრაფიკები
🔗ინფოგრაფიკების ბმული იხილეთ კომენტარში
08/05/2026
For English Scroll Down 👇
👉 მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - I კვარტალი, 2026
🔹2026 წლის I კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.1%-ით გაიზარდა;
🔹2026 წლის I კვარტალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე მეტია;
🔹2026 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 273.9 მლნ ლარი შეადგინა;
🔹მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილიც მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2026 წლის I კვარტალში საგარეო ვალის წილმა 67.7% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 69.4% იყო;
🔹2025 წლის IV* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ 487.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითი 713.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა);
🔹2026 წლის I კვარტლის ბოლოსათვისსაერთაშორისო რეზერვებმა 6,316.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46.5%-ით მეტია;
🔹2026 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 23.9%-დან 29.4%-მდე გაიზარდა;
🔹წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 14.2%-ით გაიზარდა და 898.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
🔹მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2026 წლის I კვარტლის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა;
🔹ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.3%-ით, ხოლო 2025 წლის I კვარტალთან მიმართებით 4.2%-ით გამყარდა;
🔹წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე (4.86 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.59 პპ-ით) შემცირდა.
🔗დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/i-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1h9j6q7on78554g
🔗დოკუმენტის ბმული PDF ფორმატში იხილეთ კომენტარში
👉Quarterly Macroeconomic Review - I Q, 2026
🔗Find the document in interactive format at the following link:
https://infogram.com/quarterlymacroeconomicreview1q2026-1hmr6g8m0eowz2n
🔗English version - follow the link in comment
08/05/2026
For English Scroll Down👇
👉კვარტალური მაკროეკონომიკური მიმოხილვა - I კვარტალი, 2026
🔗ინფოგრაფიკების ბმული იხილეთ კომენტარში
👉Quarterly Macroeconomic Indicators - I quarter, 2026
🔗English version - follow the link in comment
05/05/2026
👉 ოპერატიული ინფორმაცია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-აპრილი)
🔷 2026 წლის იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 10,003.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,759.4 მლნ ლარი) 32.5%-ს და 6 თვის გეგმის (15,132.0 მლნ ლარი) 66.1%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,310.0 მლნ ლარით (15.1%-ით) აღემატება (ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისა და შემოსავლების მატების გავლენით).
🔷 2026 წლის 4 თვეში გადასახდელები 9,468.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,881.4 მლნ ლარი) 30.7%-ს და 6 თვის გეგმის (15,278.2 მლნ ლარი) 62.0%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 4 თვის მაჩვენებელს 1,008.1 მლნ ლარით (11.9%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელების მატების გავლენით).
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,465.7 მლნ ლარს გაუტოლდა. 4 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 535.0 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი მაისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,000.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
🔷 რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2026 წლის იანვარ-აპრილში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 922.4 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ 380.2 მლნ ლარი შეადგინა.
🔗 დოკუმენტის ბმული PDF ფორმატში იხილეთ კომენტარში
24/04/2026
👉 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მარტის შესრულების მიმოხილვა
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 7,804.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 100.6%-ს და წლიური გეგმის 25.4%-ს შეადგენს;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 71.7%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 7,238.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 91.6%-ს და წლიური გეგმის 23.4%-ს შეადგენს;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 73.1%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
🔷 სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 566.7 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი აპრილისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,032.4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
🔗 დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-martis-shesrulebis-mimokhilva-1h9j6q7oejvmv4g
🔗 დოკუმენტის ბმული PDF ფორმატში იხილეთ კომენტარში