ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ქართული უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, Library, Tbilisi.

18/03/2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა იყო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და მისი სულიერი მისიის შთამაგონებელი. მისი ხედვა განათლების, სულიერებისა და ეროვნული ფასეულობების ერთიანობაზე დღემდე განსაზღვრავს სანგუს განვითარებას და თითოეული სტუდენტის, თანამშრომლისა და კურსდამთავრებულის გზას.

ქართული ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე მისი ღვაწლი განუზომელია.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს დანაკლისს.

26/12/2025

🎄🎄🎄

29/04/2025

🔔 სანგუს ბიბლიოთეკა IATUL-ის წევრი გახდა!

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შეუერთდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციას (IATUL) - ქსელს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებს. 🌍📚

✨ სანგუს ბიბლიოთეკისთვის IATUL-ის წევრობა ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს:
✅ საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორქშოპებში აქტიურ მონაწილეობას;
✅ კვლევით პროექტებში ჩართულობას;
✅ ახალი თანამშრომლობის პლატფორმების განვითარებას;
✅ უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის კიდევ უფრო გაძლიერებას!

📖 ბიბლიოთეკა სტუდენტებს და პერსონალს სთავაზობს თანამედროვე სასწავლო სივრცეს, მდიდარ ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებს.

24/02/2025

28 თებერვალს 18:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარებს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას შედეგ საკითხებზე:

• ელექტრონული კატალოგი Pluteus Librorum ;
• მასწავლებლის პროგრამის სასწავლო ლიტერატურა და მისი მოძიება;
• საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები;
• პლაგიატის ამომცნობი სისტემა.

შეხვედრის ლინკი: https://meet.google.com/tdb-edsz-iij
სამუშაო ენა: ქართული

Photos from ქართული უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკა's post 14/11/2024

ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა შეხვედრა SANGU-ს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან. ვისაუბრეთ პლაგიატზე, პლაგიატის თავიდან აცილების გზებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების მნიშვნელობაზე.

მადლობა თითოეულ მონაწილეს!

12/11/2024

მაგისტრანტებისა და დოქტორანტების საყურადღებოდ, ხუთშაბათს, 14 ნოემბერს, 21:00 საათზე, ზუმის პლატფორმაზე გვექნება შეხვედრა პლაგიტის, პლაგიატის არიდებისა და მისი ამომცნობი სისტემის შესახებ; შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებს.
შეხვედრის ბმული:
https://us04web.zoom.us/j/72641771491?pwd=hN6BSWhn3rNxpCoJxXm3ZmgMbyjj07.1

12/11/2024

საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში - Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები შემდეგი მიმართულებებით:

✅ჰუმანიტარული;
✅ეკონომიკური;
✅ საჯარო და სოციალური მმართველობა;
✅კორპორაციული მართვა;
✅ ინფრასტრუქტურის განვითარება;
✅ინტელექტუალური საკუთრების კვლევა.

შეგახსენებთ, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ უფასოდ ისარგებლონ საერთაშორიშო სამეცნიერო ბაზებით.
იხ. გაიდი: https://drive.google.com/file/d/1OuKuosg3INNYVtj02hD_LDmQUZhfoS9v/view

12/11/2024

ძვირფასო სტუდენტებო, ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმატებულ შუალედურ გამოცდებს გისურვებთ! 🤞

08/11/2024

ძვირფასო სტუდენტებო,

გიზიარებთ ლინკს, სადაც შეგიძლიათ მოგვწეროთ რომელ წიგნს ისურვებდით ბიბლიოთეკაში, ჩვენ მოკლე პერიოდში შევიძენთ და შეგეძლებათ ისარგებლოთ!
https://forms.gle/qkJ8okRyMJDpa5iv8

01/11/2024

ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ თავისუფალ წვდომას e-Duke Journals Scholarly Collection - ის სამეცნიერო ბაზაზე.

მასში წარმოდგენილია ჟურალები შემდეგი მიმართულებით: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.
https://read.dukeupress.edu/

იხილეთ სამეც. ბაზების გამოყენების გაიდი:
https://drive.google.com/file/d/1OuKuosg3INNYVtj02hD_LDmQUZhfoS9v/view

დამატებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SANGU-ს ბიბლიოთეკას.

Photos from წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU's post 01/11/2024
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


Tbilisi