11/11/2016
EA (European Accreditation) - ს შემფასებლები საქართველოს აკრედიტაციის ცენტრში 2016 წლის 7 ნოემრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო"-აკრედიტაციის ცენტრმა უმასპინძლა EA (European Accreditation) - ს შემფასებლებს. ერკვირიანი თანამშრომლობის შედეგად ექსპერტებმა შეაფასეს აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობა და მოგვცეს დადებითი რეკომენდაცია, აკრედიტაციის ევროპულ თანამშრომლობასთან (EA) ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერისათვის. იხილეთ მიმაგრებული ფაილი
11/11/2016
EA (European Accreditation) - ს შემფასებლები საქართველოს აკრედიტაციის ცენტრში 2016 წლის 7 ნოემრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო"-აკრედიტაციის ცენტრმა უმასპინძლა EA (European Accreditation) - ს შემფასებლებს. ერკვირიანი თანამშრომლობის შედეგად ექსპერტებმა შეაფასეს აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობა და მოგვცეს დადებითი რეკომენდაცია, აკრედიტაციის ევროპულ თანამშრომლობასთან (EA) ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერისათვის.
28/09/2016
აკრედიტაციის ცენტრმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა და დაჯილდოვდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის
2016 წლის 28 სექტემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) გამართა ანგარიშის - „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში" პრეზენტაცია და საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
პრეზენტაციაზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. დასახელდა საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული უწყებები.
IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გადაეცა აკრედიტაციის ცენტრს, რომელმაც პროექტის დაარსებიდან ზედიზედ მეხუთედ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა.
19/08/2016
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ‘’აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი’’-ს ორგანიზებით 2016 წლის 17,18 და 19 აგვისტოს ჩატარდა ტრეინინგები აკრედიტაციის ცენტრის ახალი ტექნიკური შემფასებლების კანდიდატებისათვის . 17-18 აგვისტოს ჩატარდა ტრეინინგი აკრედიტაციის ცენტრის გენერალურის დირექტორის პაატა გოგოლიძის ხელმძღვანელობით თემაზე ‘’ISO IEC 17020 შესაბამისობის შეფასება - საერთო მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების აკრედიტაციისათვის“ . 19 აგვისტოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მალხაზ ხარებავამ განახორციელა ძირითადი სასწავლო კურსი აკრედიტაციის შემფასებლების კანდიდატებისათვის . ტრენინგებს ესწრებოდნენ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები . ისინი წარმოადგენდნენ როგორც სამშენებლო სფეროს ასევე მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების ორგანოებს . ISO IEC 17020 ტრენინგის მონაწილეთა უმრავლესობამ წარმატებით შეასრულა პრაქტიკული სავარჯიშოები.
21/07/2016
ქალაქ მადრიდში, ესპანეთის სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის ასოციაციაში 2016 წლის 13,14 და 15 ივლისს სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს დელეგაცია. დელეგაციის წევრები იყვნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორი პაატა გოგოლიძე და მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი შიოლაშვილი. ვიზიტის მიზანი იყო, ესპანეთის აკრედიტაციის პროცედურების გაცნობა, კერძოდ აკრედიტაციის სქემების, მენეჯმენტის სისტემისა და სხვა საკითხების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის ასოციაციამ დელეგაციის წევრებს გაუზიარა გამოცდილება ISO 17065-ის მოთხოვნებისა და სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის პროცესის თაობაზე. ესპანური გამოცდილების გაცნობა მნიშვნელოვანია აკრედიტაციის ცენტრისათვის და დაეხმარება მას შემდგომი საქმიანობის გაუმჯობესებაში.
07/07/2016
სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის პაატა გოგოლიძის კომენტარი
გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება სავალდებულო გახდა {VIDEO}
თუ თქვენ 24 ან მეტი წლის, აირბალონით მომუშავე ავტომობილი გყავთ, შესაბამისი შემოწმება 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა გაიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებით. შესაბამისი რეგულაცია აპრილიდან მოქმედებს, თუმცა საკითხზე ინფორმაცია არც მძღოლებს აქვთ და არც დარგის სპეციალისტებს. რა პერიოდულობით შემოწმდება...
07/07/2016
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი პროცენტულობის გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღების თაობაზე. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 2017 წლის 31 დეკემბრამდე ნებაყოფლობითია. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლა სავალდებულო ხდება 2017 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში. შეგახსენებთ, რომ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლა დღევანდელი მდგომარეობით სავალდებულოა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა სრული მასა 3 500 კგ-ს აღემატება, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებითაც გადაიზიდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთი.დეტალები შეგიძლიათ იხილოთ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
06/07/2016
სსიპ ''აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი''-ს გენერალურ დირექტორს პაატა გოგოლიძეს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადასცა მადლობის სიგელი.