სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132

სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132

Share

სსიპ ქალაქ თბილისის №132 საჯარო სკოლის ოფიციალური გვერდი

Photos from სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132's post 03/04/2026

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღის ფარგლებში, 2 აპრილს ჩვენს სკოლაში ნაშრომთა გამოფენა გაიმართა

▪️ღონისძიების მიზანია ინკლუზიური გარემოს მხარდაჭერა და საზოგადოებაში ცნობადობის გაზრდა.

🧩 ამ დღის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ჩვენს სკოლაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, სადაც II-ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, შემოქმედებითი ნამუშევარი წარმოადგინეს.

👩‍🏫 საგანმანათლებლო აქტივობა II-ა კლასის დამრიგებლის, ნანა ყარაჯაშვილის ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა.

03/04/2026

ᲘᲜᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ ᲐᲠᲐ ᲛᲝᲚᲝᲓ ᲣᲤᲚᲔᲑᲐ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲣᲙᲔᲗᲔᲡᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲐ

• ერთი პატარა ისტორია ჩვენი სკოლის ფანჯრებიდან: საგაკვეთილო პროცესი და თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის.

🧩 მოდით, ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა სიტყვების გარეშეც.

Photos from სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132's post 31/03/2026

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში გრძელდება

დღეს ჩვენს სკოლას გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი / LEPL Cadets Military Lyceum წარმომადგენლები ესტუმრნენ.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას საქართველოს საჯარო სკოლებში.

📑 შეხვედრების მიზანია მოსწავლეებისთვის ლიცეუმის სასწავლო პროგრამის, მიღების პირობებისა და კადეტური ცხოვრების დეტალურად გაცნობა.

🗓️ დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და საინტერესო დღე იყო – საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, ჩვენს მოსწავლეებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ეწვივნენ.

🗞️ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო კადეტი, რა პრივილეგიებით სარგებლობენ ლიცეუმის მოსწავლეები და როგორია მათი ყოველდღიური სასწავლო თუ წვრთნის პროცესი.

▪️ჩვენმა მოსწავლეებმა დასვეს კითხვები მიღების პირობებზე, სპორტულ აქტივობებსა და კარიერულ პერსპექტივებზე. მსგავსი შეხვედრები ეხმარება მათ, სწორად დაგეგმონ მომავალი და გააკეთონ გააზრებული არჩევანი ქვეყნის სამსახურში დგომის სასარგებლოდ.
_

Photos from სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132's post 30/03/2026

იცნობდე ადამიანს, რომლის სახელსაც ატარებს შენი ქუჩა — „კლდის ვეფხვის“ კვალდაკვალ!

წარმატებით დასრულდა საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანი ჩვენი ქალაქის ისტორიის გაცოცხლება და იმ პიროვნებების დაფასება იყო, რომელთა სახელებიც ყოველდღიურად გვესმის, თუმცა ხშირად მათი ღვაწლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

📅 პროექტის ფარგლებში:
• გავიხსენეთ მიხეილ ხერგიანის ისტორიული ასვლები და მისი საოცარი ოსტატობა;
• სასკოლო საზოგადოებას გავაცანით საინტერესო ფაქტები „კლდის ვეფხვის“ ცხოვრებიდან;
•ხაზი გავუსვით იმ ღირებულებებს — სიმამაცეს, ადამიანობასა და მთის სიყვარულს, რასაც ხერგიანის სახელი ატარებს.

მნიშვნელოვანია, რომ ქუჩის დასახელების მიღმა ყველამ დავინახოთ ის დიდი ისტორია, რომელიც ჩვენს ეროვნულ სიამაყეს ქმნის.

📍 ჩვენი ქუჩები მხოლოდ მისამართები არ არის – ეს ჩვენი საერთო მეხსიერებაა. მადლობა ყველას, ვინც ჩაერთო და დაგვეხმარა წარსულისა და აწმყოს ერთმანეთთან დაკავშირებაში.
#მიხეილხერგიანი #კლდისვეფხვი

Photos from სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132's post 26/03/2026

ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲐ ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ, ᲗᲔᲛᲐᲖᲔ: „ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲥᲛᲜᲔᲡ ᲛᲝᲜᲦᲝᲚᲔᲑᲛᲐ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲐ“.

👩🏻‍🏫კლასი-ქართული სექტორი VIIIა

▪️პრეზენტაციების მიზანი იყო ისტორიული პარალელების გავლება და იმ ფაქტორების შესწავლა, რამაც განაპირობა მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის ჩამოყალიბება. მოსწავლეებმა გამოავლინეს კვლევისა და საჯარო გამოსვლის შესანიშნავი უნარები.

📑 მოსწავლეებმა სიღრმისეულად გააანალიზეს და შეადარეს ორი ერის:
მეურნეობისა და საცხოვრებელი სახლების ტიპები;
რელიგიური რწმენები და ქორწინების ტრადიციები;
სახელმწიფოსა და დამწერლობის შექმნის ისტორიული პერიოდები;
სახელმწიფო წყობილება და მმართველობის სტილი.

Photos from სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132's post 24/03/2026

ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲘᲗᲘ ᲡᲐᲤᲔᲮᲣᲠᲘᲡ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲛᲐ ᲛᲐᲧᲣᲠᲔᲑᲔᲚᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲣᲓᲒᲘᲜᲔᲡ ᲡᲞᲔᲥᲢᲐᲙᲚᲘ „ᲡᲐᲗᲐᲒᲣᲠᲘ“, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲕᲐᲟᲐ-ᲤᲨᲐᲕᲔᲚᲐᲡ ᲪᲜᲝᲑᲘᲚᲘ ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲓᲐᲘᲓᲒᲐ

▪️წარმოდგენამ, რომელიც ესტატე პაპას სხვენზე მცხოვრები წრუწუნების თავგადასავალზე მოგვითხრობს, დიდი მოწონება დაიმსახურა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის.

🎭 პატარა მსახიობებმა ოსტატურად გადმოსცეს პერსონაჟების — ფიცხელას, ცქმუნასა და სხვების — ემოციები, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მეგობრობისა და ერთგულების მნიშვნელობას.

📑 საგანმანათლებლო მიზანი: პროექტის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, იმუშავეს მეტყველებაზე, სცენურ მოძრაობასა და გუნდურ პრინციპებზე.

🗞️ სპეკტაკლი დაიგეგმა და განხორციელდა IIIგ კლასის დამრიგებლის თამარი ნათაძე / Tamari Natadze მიერ.

🎬 ღონისძიება დასრულდა საზეიმო ოვაციებით. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და მშობელს მხარდაჭერისთვის.



Photos from სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132's post 22/03/2026

ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲐᲗᲝᲚᲘᲙᲝᲡ-ᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲘᲡ, ᲘᲚᲘᲐ II-ᲘᲡ ᲣᲙᲐᲜᲐᲡᲙᲜᲔᲚᲘ ᲛᲘᲬᲘᲔᲠᲘ ᲒᲖᲐ

▪️მარადიული ხსოვნა ჩვენს პატრიარქს. ვგლოვობთ მთელ საქართველოსთან ერთად.🌺

გვიყვარხარ პატრიარქო....💔

Photos from სსიპ-ქალაქ თბილისის 132 საჯარო სკოლა / LEPL Tbilisi Public School 132's post 20/03/2026

ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲣᲨᲐᲙᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲞᲔᲓᲐᲒᲝᲒᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲡᲐᲭᲔᲠᲐᲓ

🗓️ დღეს 20 მარტს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სკოლის სოციალურ მუშაკებსა და კლასის დამრიგებლებს/მასწავლებლებს შორის. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმების დახვეწა.

📑 შეხვედრის ფარგლებში განხილული ძირითადი საკითხები:
• პრევენციული მუშაობა: როგორ ამოვიცნოთ ადრეულ ეტაპზე მოსწავლის ქცევითი ან ემოციური სირთულეები.
• რეფერირების პროცედურები: სოციალურ მუშაკსა და მასწავლებელს შორის ინფორმაციის დროული და კონფიდენციალური გაცვლის მნიშვნელობა.

20/03/2026

ᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲘᲡ ᲦᲕᲐᲬᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲨᲘ ᲨᲔᲣᲤᲐᲡᲔᲑᲔᲚᲘᲐ

▪️ᲛᲘᲡᲘ ᲚᲝᲪᲕᲐ-ᲙᲣᲠᲗᲮᲔᲕᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲠᲘᲒᲔᲑᲔᲑᲘ ᲛᲣᲓᲐᲛ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲙᲝᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲗᲐᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲖᲐᲛᲙᲕᲚᲔᲕᲘ.

,, დარიგება პედაგოგებს " — ეს სიტყვები მუდამ გვემახსოვრება.

ნათელში იყოს თქვენი სული, ჩვენო პატრიარქო.🌺

18/03/2026

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲢᲙᲘᲕᲘᲚᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲜᲐᲙᲚᲘᲡᲘ | ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ ᲔᲠᲗᲘ ᲔᲞᲝᲥᲐ

🗞️ ქალაქ თბილისის N 132 საჯარო სკოლის სასკოლო თემის სამძიმრის წერილი: ვუსამძიმრებთ ქართველ ერს ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.

▪️ აგრეთვე გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს.

ᲣᲤᲐᲚᲛᲐ ᲜᲐᲗᲔᲚᲨᲘ ᲐᲛᲧᲝᲤᲝᲡ ᲣᲬᲛᲘᲜᲓᲔᲡᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲣᲜᲔᲢᲐᲠᲔᲡᲘ ᲘᲚᲘᲐ II-ᲘᲡ ᲡᲣᲚᲘ.🌺

17/03/2026

ᲓᲦᲔᲡ ᲘᲜᲒᲐ ᲐᲛᲘᲠᲯᲐᲜᲝᲕᲐᲡ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲐᲚᲔᲑᲘᲓᲐᲜ ᲝᲠᲘ წᲔᲚᲘ ᲒᲐᲕᲘᲓᲐ

💐 ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის ინგა ამირჯანოვას სულს. მისი ხსოვნა — მარადიულია.

▪️სასკოლო საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გარდაცვლილი მასწავლებლის ინგა ამირჯანოვას ხსოვნას.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


გლდანის მე-6 მ/რ, ხერგიანის ქ. N16/Gldani 6th M/d, Khergiani Street N16
Tbilisi
0167

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00