Creative Europe Georgia

Creative Europe Georgia

Share

ევროკავშირის პროგრამის: Creative Europe 2021 -2027 საქართველოს დესკი

"შემოქმედებითი ევროპა საქართველოს დესკი" არის ევროკავშირის 2014-2020 წლების პროგრამის შესახებ ინფორმაციის და რჩევების გამცემი ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება.

ჩვენი ამოცანებია
• Creative Europe კულტურის და მედია ქვეპროგრამების განხორციელება ეროვნულ დონეზე
• ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში ქართული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტ

Photos from Creative Europe Georgia's post 02/06/2026

💥ხელოვანების საყურადღებოდ!!

🔖გსურთ მიიღოთ ინფორმაცია და გაიგოთ მეტი რეზიდენტული მასპინძელი ორგანიზაციების შესახებ?

📯გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ მონაწილეობა Culture Moves Europe 2026 წლის ივნისის თვის Match-Making სესიებში, რომლის ფარგლებშიც მასპინძელი ორგანიზაციები მოგიყვებიან საკუთარი ორგანიზაციის და პროექტების შესახებ

5 ივნისი- 10:00 -12:00 სთ (ცენტრალური ევროპის დროით)
10 ივნისი - 10:00 -12:00 სთ (ცენტ.ევროპის დროით)

📍რეგისტრაციის ფორმა:
https://goetheinstitut.typeform.com/to/15cYGm5d

Culture Moves Europe

Info Session | European Film Business & Law LL.M. | MBA - EPI 29/05/2026

📯🎬ყურადღება!!!

Erich Pommer Institut/ ერიხ პომერის ინსტიტუტის, პოტსდამის უნივერსიტეტისა და ბებელსბერგის კონფრად ვოლფის კინო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის Online საინფორმაციო ღონისძიება:
European Film Business and Law (LL.M/MBA
პროდიუსერებისა და კინო ინდუსტრიის სამართლებრივი პრობლემებით დაინტერესებული პროფესიონალებისათვის

⏱️2026 წლის 10 ივნისი 17.00 სთ. (ცენტრალური ევროპის დროით)

📌რეგისტრაციის ბმული:
https://www.epi.media/filmmaster_info/

Erich Pommer Institut

Info Session | European Film Business & Law LL.M. | MBA - EPI Info Session

28/05/2026

💻🎥პროდიუსერების საყურადღებოდ!!!

ტრენინგების პლატფორმა EAVE (European Audiovisual Entrepreneurs) ღიაა პლატფორმის ახალ, ინტენსიურ Online ვორქშოფში - Inclusive Production Practices 2026 - მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მისაღებად.
🟢Online ინკლუზიური ვორქშოფი განკუთვნილია პროდიუსერებისათვის და სთავაზობს მათ თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს გადამღები ჯგუფის დინამიკის მექანიზმების, ბიუჯეტირების, დაფინანსებისა და დისტრიბუციის სტრატეგიების შესახებ.

🔖ვორქშოფი Online რეჟიმში გაიმართება 2026 წლის 7-10 სექტემბერს 14:30-18:00 სთ. (ცენტრალური ევროპის დროით)

⏰ვორქშოფზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2026 წლის 17 ივნისამდე

👉სრული ინფორმაცია ვორქშოფის შესახებ და რეგისტრაციის ბმული:
https://eave.org/.../eave-inclusive-production-practices

EAVE (European Audiovisual Entrepreneurs)

Ji.hlava IDFF | Ji.hlava Academy 27/05/2026

📯🎥Ji.hlava Academy 2026
იჰლავას დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის საგანამათლებლო, ქსელური და შემოქმედებითი პროგრამა Ji.hlava Academy ღიაა 2026 წლის გამოშვებაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მისაღებად
🔖პროგრამა შექმნილია დოკუმენტური კინოს დამწყები რეჟისორების, სტუდენტებისა და დოკუმენტური კინოს ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის, რომელთაც სურთ დოკუმენტური ფილმის ვიზუალური სტილის და დოკუმენტური კინოსადმი საავტორო მიდგომის საზღვრების გაფართოება.
🟩მონაწილეებთან იმუშავებენ გამოცდილი ტუტორები ორი მიმართულებით: პრაქტიკული კინორეჟისორა, რომლის ფარგლებში მოხდება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება და დამონტაჟება
და კურატორული მასტეტკლასები, ლექციები, დისკუსიები და შეხვედრები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

🎥📗Ji.hlava Academy 2026 გაიმართება 2026 წლის 27-31 ოქტომბერს დოკუმენტური კინოს იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში

⏳განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 14 ივნისამდე

👉აპლიკაციის ფორმის შესავსებად ეწვიეთ:
https://www.ji-hlava.com/ji-hlava-academy

Ji.hlava International Documentary Film Festival

Ji.hlava IDFF | Ji.hlava Academy Ji.hlava Academy

25/05/2026

📯📗🖥️სცენარის ავტორების საყურადღებოდ!!!
🔖European Showrunner Programme ღიაა ვორქშოფში, Headwriting Intensive 2026, მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მისაღებად.
🔷ვორქშოფი გამიზნულია სატელევიზიო სერიალების სცენარისტებისათვის, რომლებსაც სურთ ჩაუღრმავდნენ სატელევიზიო სერიალის სიუჟეტური პროცესის წარმართვას, ხელმძღვანელობა გაუწიონ სატელევიზიო სერიალის სიუჟეტის განვითარების პროცესს მთავარი სცენარისტის პოზიციის დასაკავებლად. გაიმრჯობესონ სერიალის სიუჯეტური პროცესის წარმართვის უნარები.

🔶რეზიდენტული ვორქშოფის განმავლობაში შეისწავლება სერიალის სიუჟეტის განვითარების, თხრობის პროცესის არქიტექტურა და სცენარისტთა ჯგუფის ხელმძვანელობისათვის საჭირო უნარები, როგორებიცაა:
სერიალის საერთო სიუჟეტური ენა,ასევე ლოჟისტიკური უნარები, ცოდნა როგორ შეინარჩუნო მთელიან სერიალში დრამატურგიული და ემოციური მთლიანობა.

👉განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 7 ივნისის ჩათვლით

✨ვორქშოფი 2026 წლის 12-13 ივნისს კიოლნში გაიმართება

📍რეგისტრაციის ფორმა და სრული ინფორმაცია:
www.showrunner.eu
filmschule.de/en/professional-training/headwriting-intensive

22/05/2026

⏳👉ანიმაციური კინოს პროფესიონალების საყურადღებოდ!!!
🔖კინორეჟისორისა და ანიმატორის ზანე ობერენკოს მასტერკლასი - The Art of Sand Animation - ქვიშის, როგორც თხრობის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ თანამედროვე კინოში
📍Online

⏱️2026 წლის 27 მაისი
10:00 -11.00 საათი (ცენტრალური ევროპის დროით)

11/05/2026

📯🎥🎞️ახალგაზრდა პროდიუსერებისა და გაყიდვის აგენტების საყურადღებოდ!!!
✨ლუდვიგსბურგ-პარიზის კინოსაკადემიის ერთწლიანი საკვალიფიკაციო საგანამათლებლო პროგრამა, ლუდვიგსბურგ-პარიზის ატელიე/ Atelier Ludwigsburg-Paris იწყებს 2026-2027 წლების სასწავლო კურსისათვის განაცხადების მიღებას

🔖 პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის პროდიუსერებსა და გაყიდვის აგენტებს, რომლებთაც მიღებული აქვთ სათანადო განათლება და კინოს ინდუსტრიაში პროდიუსერად ან გაყიდვის აგენტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება აქვთ.

🟥თეორიული და პრაქტიკული მოდელებისაგან შემდგარი სასწავლო კურსი მოიცავს პროდიუსერისა და გაყიდვის აგენტის პროფესიისათვის საჭირო ყველა უნარის განვითარებას - ფილმის სცენარისა და პროექტის იდეიდან მისი ფინანსირების, გაყიდვების, საფესტივალი სტრატეგიების ჩათვლით

🟩სასწავლო კურსის ძირითადი ენა ინგლისურია, მაგრამ ამასთან ერთად სასურველია გერმანული ან ფრანგული ენის საბაზისო ცოდნა

👉კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეები 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის აგვისტოს ჩათვლიათ გაივლიან სასწავლო კურსს, რომელიც ლუდვიგბურგსა და პარიზთან ერთად მოიცავს ლექციების კურსს ლონდონსა და სტრასბურგში, ასევე მონაწილეობას ბერლინისა და კანის საერთაშორისო კინოფესტივალებზე

🎥გერმანულ-ფრანგული კულტურის არხთან ARTE კოლაბორაციით მონაწილეები სასწავლო კურსს დაასრულებენ მოკლემეტრაჟიანი ფილმით

⏰განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 1 ივნისის ჩათვლით

📌სრული ინფორმაცია მონაწილეობის პირობების შესახებ, ასევე განაცხადის ფორმა:
https://www.atelier-ludwigsburg-paris.com

Atelier Ludwigsburg-Paris

07/05/2026

⏳👉შეგახსენებთ, განაცხადების წარდგენის ვადა-Young Horizons Industry 2026- შესაძლებელია 2026 წლის 12 მაისამდე!!!

📯🎥🎞️ სცენარის ავტორების, რეჟისორებისა და პროდიუსერების საყურადღებოდ!!!

🔖Young Horizons Industry ღიაა ახალგაზრდა აუდიტორიისათვის გამიზნული ფილმების სცენარებისა და პროექტების მისაღებად საერთაშორისო კო-პროდუქციის ფორუმზე.
🟩 ფორუმი Young Horizons International Film Festival -ის ფარგლებში 2026 წლის 28-30 სექტემბერს გაიმართება ვარშავაში

👉 ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სცენარის ავტორებსა და რეჟისორებს, რომლებიც მუშაობენ სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმის ან სატელევიზიო სერიალის სცენარსა და პროექტზე სცენარის განვითარების ან ფილმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე

⏳განაცხადები მიიღება 2026 წლის 12 მაისამდე

📌სრული ინფორმაცია და განაცხადის ფორმა:
https://industry.younghorizons.pl/here-we-go-again-call-for-projects-is-open/

Young Horizons Industry

MIDPOINT Institute 05/05/2026

📢🎥სცენარის ავტორების, რეჟისორების, პროდიუსერების საყურადღებოდ!!!
🔖MIDPOINT Institute იწყებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარისა და პროექტის განვითარების რეზიდენტულ ვორკშოფში MIDPOINT Shorts მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას

📍ONLINE შეხვედრებისა და ორი რეზიდენტული ვოქშოფისაგან შემდგარი გტრენინგების სერია 2026 წლის ივლისსა და 2027 წლის ინვრის შუალედში გაიმართება
მონაწილეები
🟩მონაწილეები ტრენინგების დასასრულს საკუთარ პროექტებს წარადგენენ ტრიესტის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე

⏱️განაცხადები წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 15 ივნისამდე

📌სრული ინფორმაციის და განაცხადის ფორმის შესავსებად ეწვიეთ: https://www.midpoint-institute.eu

MIDPOINT Institute

MIDPOINT Institute MIDPOINT Institute helps audiovisual professionals at the beginning or turn of their careers improve their projects and craft.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


V. Dolidze Street 28
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00