01/06/2026
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია Sports and Youth
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია.
01/06/2026
01/06/2026
საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაცია - Georgian Mini Football Association -ს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პოლონეთი დაამარცხა
სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მერვედფინალში საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1, დასრულდა. პენალტების სერიაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა პოლონელები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კონსტანტინე სეფიაშვილი დასახელდა.
საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას 2 ივნისს უკრაინის ნაკრებთან გამართავს.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.
📷 საქართველოს სპორტის სამინისტრო
01/06/2026
#1ივნისი
#ბავშვთადაცვისდღე
29/05/2026
თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly-ში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მუკათარიძე • Aleksandre Mukataridze უძღვებოდა.
✅კომისიის სხდომაზე, თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა, რომლის თანახმად 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 45 023,9 ათასი ლარით იზრდება და 2 636 851,6 ათას ლარს შეადგენს.
✅წარმოდგენილი ცვლილებით, იზრდება გრანტების ნაწილში თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით, კაპიტალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 35 მილიონი ლარით, იზრდება დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაფინანსება.
✅ასევე იზრდება სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქციის ქვეპროგრამა, რაც ვარკეთილში მდებარე სპორტული მოედნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას მოხმარდება.
✅წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
#თბილისი2026
28/05/2026
თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly-ს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე • Levan Japaridze, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი • Shalva Sutiashvili და საკრებულოს წევრი მამუკა ხაბარელი / Mamuka Khabareli სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, 28 მაისს საკრებულოს წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ქალაქ ბრატისლავას მერის მოადგილესთან ლენკა ანტალოვა პლავუხოვასთან და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მიროსლავ ხმელართან. შეხვედრას ესწრებოდა ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაციის (EMF) პრეზიდენტი პიტერ კრალიკი.
თბილისის საკრებულოს და ბრატისლავას მერიის წარმომადგენლებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე იმსჯელეს მოქმედი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების მართვის გამოცდილების გაზიარებაზე. თბილისის საკრებულოს დელეგაციისა და ბრატისლავას ვიცე-მერის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/
28/05/2026
საქართველოს დელეგაცია მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი • Shalva Sutiashvili, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე • Levan Japaridze და საკრებულოს წევრი მამუკა ხაბარელი / Mamuka Khabareli დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. დელეგაციის წევრები EMF Euro - 2026-ზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების შეხვედრას დაესწრო.
EMF Euro - 2026-ზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ასპარეზობს; ჯგუფში მისი მეტოქეები ინგლისი, ესპანეთი და რუმინეთი არიან.
მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ინგლისის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 28 მაისს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.
მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ აბულაძე.
წყარო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
27/05/2026
გილოცავთ!
🇬🇪 ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა!
📷 საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაცია - Georgian Mini Football Association
#სპორტი2026
თბილისის მთავრობის სხდომა
#თბილისი2026
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Telephone
Website
Address
Tbilisi
0114
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
| Saturday | 09:00 - 14:00 |
