GITA • Tech Park

GITA • Tech Park

Share

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა. Georgia's Innovation and Technology

Photos from GITA • Tech Park's post 05/06/2026

🚀“საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც საქართველოსა და სილიკონ ველის ინოვაციურ ეკოსისტემებს დააკავშირებს”. – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

📌GITA-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანია, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართველი მეწარმეებს, მკვლევარებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ისინი წარმატებით ინტეგრირდნენ გლობალურ ეკონომიკაში.

🚀BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

👉იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/dXl9W

#იდეაქმნისმომავალს🚀

02/06/2026

🌍საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა.

🚀Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე.

პლატფორმა აქტიურად გამოიყენება:
🔹 ეკოსისტემების წარმოჩენისა და ვიზუალიზაციისთვის;
🔹 სტარტაპებისა და მასშტაბირებადი კომპანიების მონაცემთა ეფექტური მართვისთვის;
🔹 საერთაშორისო ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდების იდენტიფიცირებისთვის;🔍💰
🔹 ბაზრის უახლესი ტენდენციების დეტალური ანალიზისა და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის საერთაშორისო ხილვადობის გასაზრდელად.📈✨

🤝აღნიშნული პარტნიორობა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შექმნას სტარტაპ ეკოსისტემის ერთიანი, გამჭვირვალე და სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. ინიციატიცა მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული სტარტაპების საერთაშორისო ცნობადობას, გაამარტივებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესს და დაეხმარება, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

#იდეაქმნისმომავალს🚀

01/06/2026

📢 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით Web Summit 2026-ში მონაწილეობის მისაღებად ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

🌍გსურს წარადგინო შენი სტარტაპი მსოფლიოს უმსხვილეს ტექნოლოგიურ პლატფორმაზე და გახდე გლობალური ეკოსისტემის ნაწილი?

🚀საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 6 ქართულ სტარტაპს დააფინანსებს, რომლებიც Web Summit - ში მონაწილეობას მისაღებად მიმდინარე რეგისტრაციის შედეგად შეირჩევიან.

🌍Web Summit მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება. სამიტი, რომელიც ყოველწლიურად 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ათასობით სტარტაპს, წამყვან ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას 160-ზე მეტი ქვეყნიდან აერთიანებს, გლობალური პლატფორმაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და მსოფლიოს ტექნოლოგიური ეკოსისტემების გასაერთიანებლად.

გამოიყენე უნიკალური შანსი, დაამყარო პარტნიორული ურთიერთობები და მოიზიდო ინვესტიციები!

⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 ივნისი

👉დაინტერესებულ სტარტაპებს განაცხადის შევსება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/gzDBjk

01/06/2026
Photos from GITA • Tech Park's post 29/05/2026

🚀იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების საერთაშორისო ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მედია ხელოვნების ქვეჯგუფის დელეგაციის წევრები თბილისის ტექნოპარკს ეწვივნენ. სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე შეხვდა. თორნიკე ჯობავამ დამსწრე საზოგადოებას ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, გააცნო ინფორმაცია სააგენტოს პროგრამებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ და ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

📌იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი 2004 წელს შეიქმნა და აერთიანებს ქალაქებს, რომლებიც შემოქმედებას მდგრადი ურბანული განვითარების საფუძვლად მიიჩნევენ. მედია ხელოვნების ქვეჯგუფი კი აერთიანებს იმ ქალაქებს, რომლებიც ციფრული კრეატიულობის, ახალი ტექნოლოგიებისა და მხატვრული ექსპერიმენტების მეშვეობით მომავლის ქალაქებს ქმნიან.

#იდეაქმნისმომავალს🚀

Photos from GITA • Tech Park's post 29/05/2026

🚀ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა.

📌შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კორეის რესპუბლიკის საელჩოს მნიშვნელოვან როლზე საქართველოსა და კორეის ინოვაციურ ეკოსისტემებს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარებაში.

📌საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, კერძოდ, სტარტაპების მხარდაჭერასა და აქსელერაციას, რაც მოიცავს ქართული კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობას კორეულ პროგრამებში. ასევე, განხილულ იქნა ინოვაციური ინფრასტრუქტურის მართვის, თანაინვესტირების, კვლევებისა და განვითარების (R&D) დაფინანსებისა და კორეული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის საკითხები.

👉 იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/aSSCs

#იდეაქმნისმომავალს🚀

Photos from GITA • Tech Park's post 28/05/2026

🚀ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უნარებისა და ინოვაციების ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ქვეყანაში ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

📌“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება გლობალური მასშტაბით კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად და აუცილებელია საჭირო და სწორი ცოდნა იმისათვის, რომ გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში წარმატებას მიაღწიო. სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და შესაბამისად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და გაჯანსაღებას”,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

📌უნარებისა და ინოვაციების ფორუმმა პროფესიული განათლების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების გარშემო სახელმწიფოს, ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანა. ღონისძიებას Skillwill Swiss College-ის კამპუსმა უმასპინძლა.

👉იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/MCqtx

#იდეაქმნისმომავალს🚀

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


7, Innovation Str • ინოვაციების ქ. #7
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00