🌐 შეიქმნა ახალი ინტერაქტიული რუკის პლატფორმა, სადაც გაერთიანდა საქართველოს მუნიციპალიტეტების გეოგრაფიული მონაცემები.
ინტერაქტიულ რუკას დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე:
🔹შემუშავდა 11 თემატური ჯგუფი;
🔹ძირითად კატეგორიბში დაინერგა სასურველი ფენის ძებნის ფუნქციონალი;
🔹 მომხმარებლისთვის ხშირად გამოყენებადი ფენების საფუძველზე, შეიქმნა შეთავაზებული რუკები;
🔹საფუძველი რუკების ასარჩევი გაიყო ორ ნაწილად - ორთო და ტოპო რუკებად;
🔹დაინერგა მინი რუკის ფუნქციონალიც, რომლის საშუალებითაც ხდება აღქმა, თუ საქართველოს ტერიტორიის რა ნაწილში ხდება შესაბამისი მანიპულაცია;
🔹 რუკას დაემატა ფენების მართვის ინსტრუმენტები:
გადაადგილება და პრიორეტიზაცია;
ფენის გამჭირვალობა;
ფენის ჩართვა/გამორთვა.
ინტერაქტიულ რუკას დაემატა ისეთი ახალი ფუნქციებიც, რომელთა სარგებლობისთვისაც აუცილებელია მოქალაქემ მუნიციპალური სერვისების გარე პორტალზე საკუთარი მომხმარებლის სახელითა და პაროლით გაიაროს ავტორიზაცია, რის შემდეგაც რუკის სრული ფუნქციონალით სარგებლობას შეძლებს ✅
ავტორიზებულ მომხარებელს დამატებით საშუალება ექნებათ გამოიყენონ:
🗺️ ჩემი რუკის შედგენა - არჩეული ფენების შენახვა პირად გვერდზე.
📐 გეოგრაფიული ობიექტების ხაზვა - რუკის სამართავი ხელსაწყოებით სხვადასხვა სასურველი მანიპულაციის ჩატარება: მიწის ნაკვეთის მოხაზვა, ფართობის დათვლა და ა.შ.
მოქალაქეებს განახლებული სისტემა საჭირო ინფორმაციაზე უფრო სწრაფ და კომფორტულ წვდომას სთავაზობს 🧑💻
მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, Government Organization, ა.მიცკევიჩი ქუჩა 29/29ა, Tbilisi.
03/06/2025
განახლდა მოქალაქეთა ონლაინ დახმარების სისტემა 𝐌𝐒 𝐇𝐄𝐋𝐏 🔻
ონლაინ განცხადებების პორტალის letters.ms.gov.ge-ს საშუალებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ონლაინ დახმარების სერვისით და მათთვის სასურველ ან პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გაიარონ კონსულტაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან 💻
დიალოგის დაწყება შეუძლია როგორც ავტორიზებულ, ისე არაავტორიზებულ მოქალაქეს, რომელმაც აუცილებელია აირჩიოს კატეგორია, რა თემაზეც სურს კონსულტაციის გავლა ოპერატორთან;
არავტორიზირებულმა მომხმარებელმა კი, უნდა მიუთითოს სახელი, ტელეფონის ნომერი და სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტა.
ვფიქრობთ, აღნიშნული სისტემა კომუნიკაციას მოქალაქესა და მუნიციპალიტეტის თანამშრომელს შორის უფრო მეტად კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის ✅
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
ა.მიცკევიჩი ქუჩა 29/29ა
Tbilisi
0194
Opening Hours
| Monday | 09:00 - 19:00 |
| Tuesday | 09:00 - 19:00 |
| Wednesday | 09:00 - 19:00 |
| Thursday | 09:00 - 19:00 |
| Friday | 09:00 - 19:00 |
