საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი / GIDG

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი / GIDG

Share

ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ინდუსტრიულ დივერსიფიკაციას.

ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში 2014 წლის ოქტომბერში. ამ ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის ზრდას სტრატეგიული ინდუსტრიული პროექტების აღმოჩენის და დანერგვის გზით.
ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ფუნქციაა საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირება საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

რას მოგვიტანს ახალი ეკონომიკური სტრატეგია 08/12/2016

რას მოგვიტანს ახალი ეკონომიკური სტრატეგია ტერმინები „ინდუსტრიული პოლიტიკა“, „ინდუსტრიალიზაცია“ ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა პოლიტიკური პარტიის სტრატეგიაში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებით, ეს იდეოლოგიური გარდატეხის პერიოდია, რომელსაც ბაზრის დერეგულაციის, პრივატიზაციისა და ლიბერალიზაციის პრინციპების სანაცვლოდ სთავ...

თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა – სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის - European.ge 06/12/2016

Michael Adeishvili

თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა – სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის - European.ge მთავრობამ ღიად და ნათლად უნდა განაცხადოს სურვილი და მზადყოფნა გაატაროს თანმიმდევრული, გრძელვადიანი ინდუსტრიული პოლიტიკა.

პარლამენტმა გიორგი გახარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 28/11/2016

საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა

თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა – სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის 16/11/2016

http://bfm.ge/ekonomika/tanamedrove-industriuli-politika-swrafi-da-mdgradi/

თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა – სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის ხედვა სტრატეგიისთვის დავით ადეიშვილი ეკონომიკის დოქტორი სწრაფი განვითარება, როგორც კეთილდღეობის...

Photos from საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი / GIDG's post 19/10/2016

12 ოქტომბერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციამ“ გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს ფისტის ასოციაციასთან". გათვალისწინებით. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ღონისძიების მონაწილებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოში ფისტის წარმოების პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი.

Dani Rodrik's Presentation: Economic Transformation and Growth in Georgia 13/10/2016

► დანი როდრიკისა და ჩარლზ სეიბლის პრეზენტაცია "საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე"

პრეზენტაციის სალიდები ხელმისაწვდომია -http://gidg.ge/images/pdf/11_Growth_and_Transformationin_Georgia_by_DaniRodrik_TBS_2016_08_04.pdf

Dani Rodrik's Presentation: Economic Transformation and Growth in Georgia დანი როდრიკის პრეზენტაცია: ეკონომიკური ზრდა და ტრასფორმაცია საქართველოში Slides for the presentation available at - http://gidg.ge/images/pdf/11_Growth_and_T...

ჩანგი - ინდუსტრიული პოლიტიკა: შეგვიძლია თუ არა გავცდეთ არაპროდუქტიულ კონფრონტაციას? - European.ge 29/09/2016

ჩანგი - ინდუსტრიული პოლიტიკა: შეგვიძლია თუ არა გავცდეთ არაპროდუქტიულ კონფრონტაციას? - European.ge 35000თარგმანი შეასრულა და განმარტებები დაურთო გოჩა გუნავამ Industrial Policy: Can We Go Beyond an Unproductive Confrontation? ინდუსტრიული პოლიტიკა: შეგვიძლია თუ …

შოთა გულბანი – ინდუსტრიალიზაციის კუთხით საქართველო ნელი ტემპით, თუმცა სტაბილურად პროგრესირ 29/09/2016

►სტატია საქართველოს ინდუსტიული განვითარების შესახებ:

„ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შეიქმნა 2014 წელს და ამჟამად ეკონომიკის სამნისტროს დაქვემდებარებაშია. მის მიზნებს წარმოადგენს ინდუსტრიული განვითარების პროექტების შემქნა, ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაცია და ბიზნეს გეგმების მომზადება.“

შოთა გულბანი – ინდუსტრიალიზაციის კუთხით საქართველო ნელი ტემპით, თუმცა სტაბილურად პროგრესირ შოთა გულბანი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ პრეზიდენტი არჩევნების მოახ...

20/09/2016
Photos 06/08/2016

ქართული ეკონომიკის განვითარების ორდღიანი ფორუმის შედეგები ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დანი როდრიკმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში შეაჯამა:
„საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ გამეცა რეკომენდაციები, გამემართა დისკუსია ეკონომიკური და სტრუქტურული ტრანსფორმაციის შესახებ. გვქონდა ნაყოფიერი დისკუსია ეკონომიკის გლობალურ გამოწვევებზე, ასევე იმაზე, რა გამოწვევების წინაშეც ქართული ეკონომიკა დგას. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ექსპორტზე, საქართველოს ეკონომიკაზე, განვიხილეთ, რა დაბრკოლებებს აწყდება საქართველოს მთავრობა და როგორ უნდა გავუმკლავდეს მათ. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ სპეციფიკური რეკომენდაციები მთავრობისთვის, ჩვენ ვისაუბრეთ ახალი ეკონომიკური შინაგანაწესის შესახებ და განვიხილეთ, როგორ იმართება ინდუსტრიული ეკონომიკა“ - აღნიშნა ტელეკომპანიასთან საუბარში დანი როდრიკმა.
მისი თქმით, იყო დრო, როდესაც ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოს წინა ხელისუფლება, ეკონომიკურ რეფორმებს, ძირითადად, უყურებდა, როგორც ეკონომიკის ლიბერალიზაციას და სტაბილიზაციას. დანი როდრიკის შეფასებით, ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და მოლოდინი იმისა, რომ ინდუსტრია თავისით განვითარდებოდა. „მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა, ისევე როგორც სხვა ქვეყნის მთავრობები, ფიქრობს, რომ გჭირდებათ ეკონომიკური შინაგანაწესი, რომელიც უფრო მეტად აქტიური იქნება. მთავრობა კომუნიკაციაშია კერძო სექტორთან, ისმენს მათ პოზიციას და ცდილობს, უპასუხოს არსებულ საჭიროებებსაც. ცხადია, მთავრობამ კერძო სექტორისგან წამოსული მოსაზრებები უნდა მოისმინოს და გაითვალისწინოს“ - განაცხადა როდრიკმა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის აზრით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ფიქრობს და აანალიზებს, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებს. „მოხარული ვარ, რომ, საქართველოს მთავრობა, პრაქტიკულად, ნერგავს საუკეთესო გამოცდილებას ეკონომიკის შინაგანაწესის შეცვლის პროცესში“ - აღნიშნა დანი როდრიკმა.

Photos from საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი / GIDG's post 06/08/2016

ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით თბილისში მყოფი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნა.
ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავებას. როგორც ფორუმზე აღინიშნა, საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, როგორც ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ინიციატორი, გახსნილია მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებთან მსჯელობებისთვის და განიხილავს სხვადასხვა მოდელებს ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, დანი როდრიკის შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს.
„სამწუხაროა, რომ ჩემი საქართველოში სტუმრობა ასე ხანმოკლეა. მხოლოდ 2 დღეა რაც ჩამოვედი. თუმცა, ძალიან შედეგიანი შეხვედრები გვქონდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრთან, ისე ბიზნესის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ჩვენ განვიხილავდით ისეთ საკითხებს, სადაც საქართველოს მთავრობას უკვე არაერთი ნაბიჯი აქვს გადადგმული იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს“ - განაცხადა დანი როდრიკმა.
მისივე თქმით, საქართველო, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, დგას გამოწვევის წინაშე, თუ როგორ მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, როგორ ჩართოს მოსახლეობა უფრო მეტად პროდუქტიულ საქმიანობაში, როგორც მრეწველობისა და წარმოების კუთხით, ისე თანამედროვე, არატრადიციულ სოფლის მეურნეობაში. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთავრობის მონდომებამ და ძალისხმევამ. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები დადებით შედეგებს მოუტანს ქვეყანას“ - აღნიშნა როდრიკმა.
„შეხვედრები იყო ძალიან შედეგიანი. მოხდა ინფორმაციისა და აზრების გაცვლა კერძო სექტორთან ერთად, გაჟღერდა ბევრი საინტერესო და ახალი იდეა, რომლებიც, ვთლით, რომ დაედება საფუძვლად მთავრობის ახალ ხედვებს, ახალ რეფორმებს. საქართველოში მოწვეული ეკონომისტების მთავარი რეკომენდაციები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, რომელზეც უნდა დაშენდეს სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებები. ამ მხრივ გაზიარებული იქნა საერთაშორისო გამოცდილება სხვადასხვა სექტორების მიხედვით“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
ფორუმის ფარგლებში დანი როდრიკმა და ჩარლზ სეიბელმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამრეწველო პალატებთან. ცნობილმა ეკონომისტებმა საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მზადყოფნას გამოთქვამს უცხოელ, გამოჩენილ ეკონომისტებთან, ჩვენი ქვეყნის მწარმოებლებთან, მსხვი, მცირე და საშუალო ბიზნესთან, ბიზნესასოციაციებთან, ექსპერტებთან ერთად იმსჯელოს ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ მოდელებზე იმისთვის, რომ შემდგომ პერიოდში ქვეყანამ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს“ - აღნიშნა საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენელმა ლევან კვერნაძემ.
დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელის მიერ დღეს გამართულ შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ გაგუა, ასევე სამინისტროსთან არსებული ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი ნუგზარ კაჩუხაშვილი ესწრებოდნენ.

Photos from საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი / GIDG's post 25/07/2016

საქართველო გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტს გააფორმებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა UNIDO-სთან თანამშრომლობის განვითარება დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის, მათ შორის, ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. „UNIDO-სგან შემოთავაზებულია ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიეხმარება როგორც ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასვეე არაერთი ინდუსტრიული დარგის განვითარებას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ევროკავშირთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში წახალისებული იქნას ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობები, რასაც აღნიშნული შეთანხმებები იძლევიან საქართველოსთვის.

საქართველოს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტი ერთი კვირა გასტანს, რომლის დროსაც გაიმართება შეხვედრები საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტრორის წარმომადგენლებთან.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


G. Chanturia Street 12
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00