29/05/2026
GEO/ENG👇
2026 წლის 27 მაისს, დიასპორის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის დიასპორული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და 2026 წლისთვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.
„დიასპორის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება სწორედ პარლამენტმა განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციით და 2018 წლიდან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ ამოცანად იქცა.” - განაცხადა საგარეო მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ დიასპორულ პროგრამებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებული პროგრამები მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მიმართულებით, თუმცა დიასპორასთან ურთიერთობა საჭიროებს უფრო სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების როლის გაძლიერებაზე, როგორც დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ძირითად დამაკავშირებელ ხიდზე.
On 27 May 2026, at a session of the Diaspora Committee, the Georgian Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs, Maka Botchorishvili, highlighted the principal priorities of the country’s diaspora policy and the state support programmes envisaged for 2026.
“The Georgian state’s approach toward its diaspora has been defined by the Parliament through the Constitution of Georgia. Since 2018, the maintenance and development of ties with our compatriots residing abroad has been enshrined as a constitutional objective of the state,” stated the Minister.
Maka Botchorishvili reviewed the diaspora programmes implemented by the Ministry of Foreign Affairs and discussed the results achieved through these initiatives. According to her, the existing programmes have yielded significant outcomes in preserving the Georgian language, culture and national identity; however, engagement with the diaspora requires a more systematic and results-oriented approach. In this context, the Minister placed particular emphasis on strengthening the role of Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, viewing them as the principal institutional bridge between the diaspora and the Georgian state.
🌐ვრცლად იხილეთ : https://mfa.gov.ge/ka/news/677178-maka-botchorishvilma-qveknis-diasporuli-politikis-prioritetebsa-da-2026-tslistvis-mkhardatcheris-sak
29/05/2026
GEO/ENG👇
🇬🇪🇺🇳საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებში თემაზე: „ გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა და გაერო-ზე ორიენტირებული საერთაშორისო სისტემის გაძლიერება“.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას გაეროს წესდების მიმართ. აღნიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მულტილატერალიზმის გაძლიერების აუცილებლობა.
გიორგი ზურაბაშვილმა ვრცლად ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული.
🇬🇪🇺🇳The First Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia, George Zurabashvili, participated in the United Nations Security Council high-level open debate entitled: “Upholding the Purposes and Principles of the United Nations Charter and Strengthening the UN-Centered Multilateral System.”
In his address, the First Deputy Minister underscored Georgia’s steadfast commitment to the Charter of the United Nations, highlighting the importance of the principles of sovereignty and territorial integrity, as well as the necessity of strengthening multilateralism in maintaining international peace and security.
George Zurabashvili also spoke extensively about existing security challenges, drawing particular attention to Russia’s occupation of Georgian territories and underscoring the grave humanitarian situation in the Abkhazia and Tskhinvali regions. The First Deputy Minister reaffirmed that Georgia remains firmly committed to the peaceful resolution of the conflict.
🌐ვრცლად იხილეთ : https://mfa.gov.ge/news/025917-giorgi-zurabashvilma-monatsileoba-miigho-gaeros-ushishroebis-sabtchos-maghali-donis-ghia-debatebshi
28/05/2026
📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola
27/05/2026
GEO/ENG👇
2026 წლის 27 მაისს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიის აკადემიის შექმნას.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აერთიანებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტებს, პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
On 27 May 2026, the Parliament of Georgia adopted in the first reading a legislative package providing for the establishment of the Diplomatic Academy.
The legislative package, which comprises the draft laws of Georgia “On Amendments to the Law of Georgia on Diplomatic Service” and “On Amendments to the Law of Georgia on Higher Education,” was presented at the plenary session by the Deputy Minister of Foreign Affairs, Khatuna Totladze.
🌐ვრცლად იხილეთ : https://mfa.gov.ge/ka/news/590948-saqartvelos-parlamentma-pirveli-mosmenit-miigho-sakanonmdeblo-paketi-romelits-itvalistsinebs-diploma
27/05/2026
GEO/ENG👇
🇬🇪🇺🇸 2026 წლის 27 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.
ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას.
ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
🇬🇪🇺🇸 On 27 May 2026, the Vice Prime Minister and Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, held a meeting with representatives of the United States Department of State, Charles Yockey and Peter Andreoli.
During the meeting, the parties discussed bilateral relations between Georgia and the United States, as well as prospects for further cooperation. Particular attention was devoted to the Middle Corridor and to Georgia’s role as a regional connector and transportation hub.
The United States’ steadfast support for Georgia’s sovereignty and territorial integrity was highlighted during the meeting.
Both sides reaffirmed their strong readiness to continue efforts aimed at strengthening bilateral cooperation.
26/05/2026
GEO/ENG👇
🇬🇪2026 წლის 26 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მესტიაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
მესტიის მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს ეროვნული დღესასწაული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და მესტიის მერიის წარმომადგენელმა, ლევან კიკვიძემ მიულოცეს.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მოინახულა თემატური საგამოფენო სივრცეები და გაეცნო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა "რიჰო" შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა შემსრულებლებმა.
🇬🇪On 26 May 2026, Georgia’s Independence Day was commemorated in Mestia through a series of ceremonial events organized by the Administration of the Government of Georgia, the Ministry of Foreign Affairs of Georgia, and the Mestia City Hall.
The Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia, Alexander Khvtisiashvili and a representative of the Mestia City Hall, Levan Kikvidze congratulated the residents of Mestia and visitors to the town on the national holiday.
Alexander Khvtisiashvili visited the thematic exhibition spaces and familiarized himself with products presented by local entrepreneurs. It is noteworthy that, within the framework of the event, the local folklore ensemble Riho performed the National Anthem of Georgia.
The ceremonial event dedicated to Independence Day concluded with a concert featuring Georgian performers.