29/05/2026
მოსახლეობის საყურადღებოდ!
1 ივნისიდან N5 ავტობუსის განრიგში ცვლილება შედის.
კერძოდ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ბაზრიდან N5 ავტობუსის პირველი რეისი განხორციელდება 08:45 საათზე, ნაცვლად 08:55 საათისა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება.
25/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
25 მაისს 19:00 საათიდან 27 მაისს 07:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან იუსტიციის სახლამდე, ასევე ერეკლე მეფის ძეგლამდე მიმავალ მონაკვეთზე(ორმხრივად).
მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნულ მონაკვეთებზე მოქმედი სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
05/05/2026
მგზავრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ №8 ავტობუსის (სოფელი ვარდისუბანი) მოძრაობა 6 მაისიდან აღდგება.
02/05/2026
მგზავრთა საყურადღებოდ!
გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. სხვადასხვა ლოკაციაზე მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვები, რის გამოც ავტობუსები იმოძრავებენ შემოვლითი გზებით.
ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.
29/04/2026
მგზავრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ N8 ავტობუსის (ვარდისუბანი) მოძრაობა დროებით შეჩერებულია. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ N1 ავტობუსით, რომელიც იმოძრავებს ვარდისუბნის სკოლამდე, ასევე N10 ავტობუსით (რუისპირი, იყალთო), რომელიც გაივლის ვარდისუბნის ცენტრალურ გზაზე.
ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.
09/04/2026
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
თელავის სატრანსპორტო სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!
28/02/2026
მოსახლეობის საყურადღებოდ!
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აღდგენილია.
28/02/2026
მოსახლეობის საყურადღებოდ!
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინტენსიური თოვის შედეგად გზებზე შექმნილი მოცურების მაღალი საშიშროებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით სრულად შეჩერებულია.
ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება.
27/02/2026
მგზავრთა საყურადღებოდ!
ა(ა)იპ თელავის სატრანსპორტო სამსახური გაცნობებთ, რომ 2026 წლის 2 მარტიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლის პროცესი მკაცრდება.
შეგახსენებთ, რომ მგზავრობის საფასურის გადახდის დაუფიქსირებლობა, აგრეთვე სხვა პირის სატრანსპორტო ბარათით სარგებლობა, წარმოადგენს მგზავრობის წესების დარღვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის დაწყებისთანავე დააფიქსიროთ გადახდა და გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი კუთვნილი სატრანსპორტო ბარათი, ვინაიდან ზემოაღნიშნული წესების დარღვევა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას იწვევს.
მგზავრობის წესების დაცვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გთხოვთ, თქვენი პასუხისმგებლიანი ქმედებით ხელი შეუწყოთ მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
პატივისცემით,
ა(ა)იპ თელავის სატრანსპორტო სამსახური
09/02/2026
მგზავრთა საყურადღებოდ!
თელავის მუნიციპალიტეტში, დავით რექტორის ქუჩაზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, N1 ავტობუსის გადაადგილებაში ცვლილებაა.
ავტობუსი იმოძრავებს შემოვლითი გზით - კვირიკე დიდისა და გოგებაშვილის ქუჩების მიმართულებით.
29/01/2026
მოსახლეობის საყურადღებოდ!
30 იანვარს, საახალწლო გარე განათებისა და დეკორაციების დემონტაჟთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების გამო, ქალაქში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მონაკვეთებს:
🔹 ქეთევან წამებულის ქუჩაზე
⏰ 10:00 საათიდან 14:00 საათამდე
🔹 შოთა რუსთაველის გამზირზე (მაღაზია ბიმარტიდან)იოსებ დავითაშვილის ქუჩის დასაწყისამდე
⏰ 14:00 საათიდან 17:00 საათამდე
მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა და წინასწარ დაგეგმოთ გადაადგილება.