Droa • კახეთი
დროა, დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიურობა!
28/11/2023
🗳️ გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას პროექტი - “საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“
📍გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა იწყებენ პროექტს რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესის მაქსიმალური გამარტივება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
📍პროექტის სახელწოდებაა „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში’ და ითვალისწინებს ახალი საარჩევნო უბნების გახსნას უცხოეთის იმ ქალაქებში სადაც ამჟამად ცხოვრობს ბევრი საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არ არსებობს საქართველოს საკონსულო.
📍საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის მიხედვით, უცხო ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრებ მინიმუმ 50 ემიგრანტს შეუძლია მოითხოვოს საარჩევნო უბნის გახსნა, მიუხედავად იმისა იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. არსებული მონაცემებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი პირია.
📍მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ პროექტში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების იდენტიფიცირებაში, სადაც არსებობს საქართველოს მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობა რათა მოხდეს უბნის გახსნისათვის საჭირო პროცედურის დაწყება.
ასევე, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც დაეხმარება პროექტის ჯგუფს მათთან კომუნიკაციაში, ან დაგვიკავშირდნენ გირჩი - მეტი თავისუფლების ან დროას ფეისბუქ გვერდებზე.
📍საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აქტიურობას 2024 წლის არჩევნებზე, შესაძლოა კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს არჩევნების შედეგების განსაზღვრის თვალსაზრისით.
🔗 შესავსები ფორმის ბმული: https://forms.gle/pXqXW5SKuBG365uV6
23/08/2023
Update: თანხა სრულად შეგროვდა. დიდი მადლობა ყველას♥️🙏🏼
მარინა ჩობანიანი (🇺🇦-ის მოქალაქე) - 2000₾
გენრი დოლიძე - Genri Dolidze - 2000 ₾
თორნიკე კვერენჩხილაძე - 2000 ₾
ლადო ჩიბურდანიძე - 2500 ₾
ეს არის ჯარიმები, რომლებიც ქართულმა სასამართლომ ანტირუსული აქციის მონაწილეებს დააკისრა, რუსული გემის და რუსული მთავრობის გაპროტესტების გამო. ამასობაში, არ დასჯილა არცერთი პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა აქციაზე დაკავებულებს.
ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჯარიმებით შეაშინებს ადამიანებს და დაუკარგავს პროტესტის სურვილს.
თუ თვლით, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ მხარდაჭერას, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ჯარიმების გადახდაში.
თანხის (8500 ლარი) აგროვებას ვიწყებთ "დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გენრი დოლიძის ანგარიშზე.
TBC ბანკი
საქართველოს ბანკი
მიმღები: გენრი დოლიძე
დანიშნულება: ჯარიმა
📸 ფოტო ეკუთვნის "ბათუმელებს"
01/04/2023
🔴 ელენე ხოშტარიას ფეისბუქ გვერდი გატეხეს. წვდომა შეგვეზღუდა. გთხოვთ, არ გახსნათ გაზიარებული ბმულები. არ ენდოთ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას!
07/03/2023
25/02/2023
ელენე ხოშტარია უკრაინის რადაში 🇺🇦
03/04/2022
თელავში, 9 აპრილის მემორიალთან უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეები შეიკრიბნენ | Rustavi2 თელავში, 9 აპრილის მემორიალთან უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეები შეიკრიბნენ. კახეთში მყოფ უკრაინელებს სამოქალაქ....
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
26 მაისის #2
Telavi
2200
