კახეთი • ძლიერი საქართველო

კახეთი • ძლიერი საქართველო

Share

ძლიერი საქართველოს კახეთის ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

26/05/2026

“ძლიერი საქართველო ლელოს" სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციამ, გვირგვინით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოს, მერაბ კოსტავას ძეგლი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და მერაბ კოსტავას დაბადების დღის აღსანიშნავად.

26/05/2026
05/05/2026

ზაზა ხოსიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

საკრებულოს წევრის დაინტერესება მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის მდგომარეობით ახმეტის ორი სოფლის - ყვარელწყლისა და მატნის საბავშვო ბაღების მშენებლობის გაჭიანურებამ გამოიწვია. ეს ორი ბაღი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიშშიც მოხვდა: ყვარელწყლის ბაღის მშენებლობა 3 წლით გაჭიანურდა, მატნისა კი - 2 წელზე მეტით.

ასევე, მთელ რიგ სოფლებში არსებული
ბაღები არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. ზაზა ხოსიაშვილი ამ თემითაც დაინტერესდა - როდის ექნებათ ახმეტელ ბავშვებს თანამედროვე და სტანდარტის შესაბამისი ბაღები.

როგორც საკრებულოს წევრის შეხვედრის დროს ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა მატნის და ყვარელწყლის ბაღების მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება. კონკრეტულ ვადებს საკრებულოს წევრს უახლოეს დღეებში აცნობებენ, რის შემდეგაც ვადების დაცვით დასრულების პროცესს ზაზა ხოსიაშვილი
გააკონტროლებს.

რაც შეეხება ახალ ბაღებს , მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, იგეგმება ბაღების მშენებლობა - ქისტაურის- 75 ბავშვზე, ახალშენის - 50 ბავშვზე, მაღრაანის- 50 ბავშვზე, შუა ხალაწანის - 50 ბავშვზე, ქორეთის - 50 ბავშვზე. ამ ბაღების პროექტირება დაწყებულია.

04/05/2026

ხვიჩა კუზიბაბაშვილი : “მიმაჩნია, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან მეტი უნდა იხარჯებოდეს”
ლაგოდეხის საკრებულოს წევრი, “ძლიერი საქართველო -ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხვიჩა კუზიბაბაშვილი საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც ლაგოდეხის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი იხილებოდა, ადგილობრივი ბიუჯეტის განაწილების პრინციპის მძაფრი კრიტიკით გამოვიდა. “მე ბიუჯეტის პირველადი დამტკიცების დროსაც არ მიმიცია ხმა, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ის არ არის მოსახლეობის პრობლემებზე მორგებული. მას შემდეგ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა: გაიზარდა ფასები. ასეთ პირობებში პირველი კვარტლის ბიუჯეტიდან სოციალურ ხარჯებზე ეკონომიის გაკეთება არასწორად მიმაჩნია. სოციალურ პროგრამებზე 347 000 ლარი უნდა დახარჯულიყო და 207 ათასი ლარი დაიხარჯა, ანუ 140 000 ლარით ნაკლები. ეს არანორმალურად მიმაჩნია”.
ხვიჩა კუზიბაბაშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ბიუჯეტის ოპტიმიზაცია. “დანაშაულია, როცა თქვენი პარტიული აქტივის დასაქმებაზე აიპ-ებში ფული იხარჯება, ფულის ფლანგვაა მიუდგომელ ადგილებში, სადაც არავინ ცხოვრობს სკვერების გაკეთება, არასწორია გასართობ ღონისძიებებზე ფულის ხარჯვა, როცა ადამიანებს უამრავი სოციალური პრობლემა აქვთ მოუგვარებელი”- მიამართა კუზიბაბაშვილმა კოლეგებს

Photos from კახეთი • ძლიერი საქართველო's post 04/05/2026

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა - საკითხი კვლავ კონტროლს საჭიროებს

სკოლის პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ადგილზე პარტია „ძლიერი საქართველო ლელოს“ წარმომადგენელი, თელავის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ბერძენაშვილი ჩავიდა.

მან შენობის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

საკითხზე ბერძენაშვილი მანამდეც მუშაობდა, რაზეც შესაბამისი უწყებებიდან საჯარო ინფორმაცია რამდენჯერმე გამოითხოვა.

თემაზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და საკითხი სოციალურ ქსელებში, მათ შორის ვიდეომასალების სახით გააშუქეს. პრობლემაზე აქტიურად საუბრობდნენ მშობლებიც.

რამდენიმე დღის წინ კი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჯარო სკოლების პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა, მათ შორის არის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა.

დეპუტატის შეფასებით, ტენდერის გამოცხადება პრობლემის ავტომატურ გადაწყვეტას არ ნიშნავს, მით უფრო მაშინ, როდესაც სკოლის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ უკვე ჩავარდა.

„ჩვენმა ბრძოლამ როგორც იქნა შედეგი გამოიღო. სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაზე სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შედგება ის და დროულად დაიწყება სამუშაოები. მუდმივ რეჟიმში საჭიროა თვალყურის დევნება და შესაბამისი ორგანოების გამოფხიზლება, რომ სამუშაო დროულად დასრულდეს,“- განაცხადა ბერძენაშვილმა.

ფშაველის საჯარო სკოლაში უკვე მეორე აკადემიური წელია სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. 260 მოსწავლე მეზობელ სოფელ სანიორეში, მეორე ცვლაში სწავლობს. მშობლების განცხადებით, გადაადგილება რთულია, ხოლო სწავლების ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.

01/05/2026

თელავის საკრებულოს სხდომაზე „ძლიერი საქართველო -ლელოს“ დეპუტატმა, ლევან ბერძენაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა კრიტიკულად შეაფასა და რამდენიმე მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

🔘 მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტში ტენდერები ერთმანეთის მიყოლებით ჩავარდა, რაც არასწორ დაგეგმვასა და არაეფექტურ მართვაზე მიუთითებს.

🔘 ამ კუთხით პრობლემები გამოიკვეთა ჭავჭავაძის ჩიხებზე, აკურაში გზის მოასფალტებაზე, წინანდალში თაობათა სკვერზე, ასევე თეთრწყლებსა და კავკასიონის პროექტებზე.

🔘 ბერძენაშვილმა გააკრიტიკა პრივატიზაციის პროცესი და საპრივატიზაციო გეგმის მხოლოდ 33%-ით შესრულება კატასტროფად შეაფასა. რაც მისი განმარტებით მუნიციპალიტეტის ქონების არაეფექტურ მართვაზე მიუთითებს.

🔘 დეპუტატმა სხდომაზე კითხვები დასვა დასუფთავების მოსაკრებლის შესრულებაზე, ჯარიმების ადმინისტრირებაზე და ბიუჯეტში არსებულ თავისუფალ ნაშთზე. მათ შორის 500 ათასი ლარის საკითხზეც, რომელიც თელავში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, თუმცა დღემდე აუთვისებელია.

30/04/2026

არჩილ ხელაშვილი: "წყალი რომ გაკეთდა კარგია, მაგრამ ამას გზა არ უნდა შეეწიროს"

გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე "ძლიერი საქართველო - ლელოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საკრებულოს წევრმა არჩილ ხელაშვილმა სოფლების - ახაშენის, ზედაანის, მუკუზაანის და ველისციხის გზების მდგომარეობის საკითხზე ისაუბრა. ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, რის შედეგადაც სოფლების წყლით მომარაგების სისტემა მოწესრიგდა, მაგრამ ამ სამუშაოების შესრულებას სასოფლო გზების დაზიანება მოყვა. "წყალი კარგია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ სოფლებს პრობლემა მოუგვარდათ, მაგრამ სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის საფარი დაზიანებული დარჩა. უნდა გაირკვეს, ხელშეკრულებით რა იყო გათვალისწინებული და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. წყალი რომ გაკეთდა კარგია, მაგრამ ამას გზა არ უნდა შეეწიროს" - განაცხადა არჩილ ხელაშვილმა. მან დაპირება მიიღო, რომ გაირკვევა რა პირობები იყო ჩადებული ხელშეკრულებაში და მიღებული იქნება ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

16/04/2026

თამარ ყორღანაშვილი მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების საპროტესტო აქციაზე მივიდა და იქიდან პირდაპირი ჩართვა გააკეთა

ადგილზე შეკრებილი მშობლები მანავის საჯარო სკოლის ოთხი წლით დაკეტვას და ამ დრომდე ტენდერის გამოუცხადებლობას აპროტესტებენ.
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარე აქციაზე მივიდა და იქიდან პირდაპირი ჩართვა გააკეთა. მისი ინფორმაციით, ადგილზე მისულმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მშობლებს უთხრეს, რომ სკოლის პროექტზე სატენდერო დოკუმენტაცია დახარვეზებულია და სამი კვირის ვადაში ტენდერი გამოცხადდება. მიუხედავად ამ ინფორმაციისა პროტესტი გრძელდება.
„ოთხი წელია საგარეჯოს სოფელ მანავის საჯარო სკოლა დაკეტილია. დაიკეტა იმ მიზნით, რომ ტენდერზე უნდა გაეტანათ, დაენგრიათ და ახალი აეშენებინათ. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვები ავტობუსებით დაჰყავთ ყოველდღე სოფელ მანავიდან საგარეჯოს მეოთხე საჯარო სკოლაში” - განაცხადა თამარ ყორღანაშვილმა

16/04/2026

თაკო ყორღანაშვილი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეჯოს საკრებულოს წევრი სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოტანის გადაწყვეტილებას ეხმიანება:

„3 წელზე მეტია სოფელ მანავის საჯარო სკოლა გამოკეტილია და სოფლიდან საგარეჯოს სკოლაში მიკროავტობუსებით დაჰყავთ ბავშვები გაკვეთილებზე. თან ზოგს ფეხზე დგომა უწევს ტრანსპორტში... მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს რამდენჯერმე და ქართული ოცნება დაუსრულებლად ცარიელ დანაპირებებს გასცემს.
ახლა მითხარით, ვის სჭირდება ეს სასკოლო ფორმა, სკოლა, გამართული ინფრასტრუქტურა და სათანადო განათლება თუ არ ექნებათ ჩვენს შვილებს?
ან რამდენი ხელი უნიფორმა უნდა შევუკეროთ ჩვენს შვილებს და რა თანხებზე გავა ჩვენი პირადი ბიუჯეტი, იმედია ვიაზრებთ ყველა.“

14/04/2026

ლევან ბერძენაშვილი - თელავის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო - ლელოდან"

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების მაგალითმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიუხედავად ავტორიტარული რეჟიმისა და პოლიტიკურ ველზე შექმნილი არათანაბარი პირობებისა, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი გზაა არჩევნები და მხოლოდ არჩევნები. ამის ღრმად მჯეროდა ყოველთვის და მჯერა ახლაც.

კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ სწორი მიდგომით, ხალხთან უწყვეტი
კომუნიკაციით, მათი პრობლემების ცოდნით და ამ პრობლემებზე საუბრით შეიძლება ძლიერი ბოროტების დამარცხება, თუნდაც ისეთის, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია.
მიმაჩნია, რომ ახლა, ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ოპოზიციური სპექტრის მეტი კონსოლიდაცია, მეტი კოორდინაცია და რაც შეიძლება მეტი ყოფნა ხალხთან.

09/04/2026

37 წლის შემდეგაც, 9 აპრილი გვახსენებს, რომ რუსული ძალადობა და ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულებულა

პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თელავის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.

ლევან ბერძენაშვილი მერაბ ხიზანიშვილთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა. მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალი და სანთლები აანთეს.

„-დღესაც გრძელდება ეს ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და არ უნდა დავნებდეთ, არცერთ შემთხვევაში,”- ლევან ბერძენაშვილი.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა თბილისში მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაშავდა.

Want your business to be the top-listed Government Service in Telavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩა N24
Telavi