ვაკანსიები - კახეთი

ვაკანსიები - კახეთი

Share

დასაქმება

27/03/2026

🧐გაეცანით სტაჟირების პროგრამას

27/03/2026

🧐გაეცანით სტაჟირების პროგამას

25/02/2026

🧐გაეცანით აქტიურ ვაკანსიებს კახეთში

17/02/2026

🔍თუ ეძებ სამსახურს
👉თუ ხარ დაინტერესებული ანაზღაურებადი სტაჟირებით
📖თუ ხარ დაინტერესებული უფასო ტრენინგ კურსების გავლით
🎓თუ ხარ დაინტერესებული პროფესიული გადამზადებით
🧐თუ ხარ დაინტერესებული მიიღო მეტი ინფორმაცია საკუთარ შესაძლებლობებზე
☝️თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია რა პროფესია შეიძინო
🔍მაშინ გადადი ლინკზე შეავსე კითხვარი და ჩვენ დაგიკავშირდებით https://docs.google.com/forms/d/1uZl6FXHzYKMeu43KI4a0b6YyDAYqdKgTc_Mot2CR9XY/edit

13/11/2025

✨ პირველი სამუშაო დღე ყოველთვის მოტივაციით და ნერვიულობით არის სავსე.
ეს არის ეტაპი, სადაც შენი ახალი პროფესიული ისტორია იწყება. 🌟
📌იმისათვის, რომ ახალი სამსახური წარმატებულად დაიწყოს: 👉 მოემზადე წინასწარ.
გაეცანი კომპანიის ისტორიას, წესებს, სამუშაო განრიგს და შენს უშუალო მოვალეობებს ყურადღებით.
იფიქრე, როგორ შეგიძლია დაეხმარო გუნდს და პირველივე დღიდან გამოიჩინო ინიციატივა.
👉 პოზიტიური დამოკიდებულება შენი საიდუმლო იარაღია.
პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს - იყავი ღიმილიანი, ყურადღებიანი და გახსნილი.
მოუსმინე სხვებს და აჩვენე, რომ მზად ხარ სწავლისა და თანამშრომლობისთვის.
👉 ისწავლე დაკვირვებით.
პირველ დღეებში ბევრ ინფორმაციას მიიღებ - ჩაიწერე მნიშვნელოვანი დეტალები, პროცესები და სახელები.
კითხვების დასმა არ არის სისუსტე - ეს პროფესიონალიზმის ნიშანია.
👉 შენ უკვე გუნდის ნაწილი ხარ.
ეცადე ჩაერთო საერთო საქმეებში, დაიცვა გუნდური ეთიკა და გააზიარო იდეები.
გახსოვდეს - პროფესიონალიზმი მხოლოდ ცოდნა კი არა, პასუხისმგებლობაც არის. 🤝
👉 დაიწყე განვითარებაზე ფიქრი თავიდანვე.
დასახე მოკლევადიანი მიზნები - რა გინდა ისწავლო პირველ თვეში, როგორ შეგიძლია გახდე უკეთესი.
ითხოვე უკუკავშირი ხელმძღვანელისგან - ეს დაგეხმარება სწრაფად პროგრესში. 🚀
💡 დაიმახსოვრე: პირველი სამუშაო დღე მხოლოდ დასაწყისია - მაგრამ სწორედ აქ იწყება შენი კარიერული ტემპი და პროფესიული იმიჯი.
👉 პროფესიული წინსვლა სწორად განსაზღვრული კარიერული გზით იწყება, რაშიც ჩვენი კარიერული კონსულტირება დაგეხმარებათ, გვეწვიეთ სააგენტოს სერვისცენტრებში, თქვენთვის მისაღებ მისამართზე.

#კარიერა #პირველიდღე #პროფესიულიგანვითარება #დასაქმება

04/11/2025

📢 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას თელავში.
მოდი 5-6 ნოემბერს 13:00 საათიდან დასაქმების სააგენტოს თელავის სერვისცენტრში და შეხვდი სათამაშოების მაღაზია ჭიტას წარმომადგენელს

#დასაქმებისშესაძლებლობა
#მასობრივიგასაუბრება
#მოდიდადასაქმდი

02/11/2025

🎯 როდესაც სამსახურს ეძებ, ზუსტად უნდა იცოდე, რა სფეროში გსურს დასაქმება, რა არის შენი ძლიერი მხარე და სად გჭირდება განვითარება!

☑️ სწორედ ამიტომ, კარიერული კონსულტაცია არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი თვითგამორკვევისთვის!

❓ რა არის კარიერული კონსულტირება?
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უფასო სერვისი, რომლის ფარგლებში ჩვენი კარიერის კონსულტანტი დაგეხმარება სწორად შეაფასო შენი უნარები, შესაძლებლობები და ინტერესები, იმისთვის, რომ შეადგინო გეგმა და არ დაკარგო დრო „არასწორი სამსახურის ძიებაში და გასაუბრებებში.“

🔹 ფსიქოლოგიური მზაობა:
👉სამსახურის ძიება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა. სასურველ პოზიციას თუ სწრაფად ვერ იპოვი, არ დანებდე განაგრძე ძებნა.
თუ მიზანი სწორად გაქვს განსაზღვრული ერთი ნაბიჯით წინ ხარ!

🔹 დამსაქმებელისთვის სწორი განწყობის შექმნა.
👉 ჩვენი კონსულტანტის დახმარებით გაიუმჯობესე დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები და შეადგინე ეფექტური რეზიუმე, რომელიც შენს სასურველს სფეროს და ვაკანსიას შეესაბამება.

💡 დაიმახსოვრე:
🚀 ეს მომსახურება ხელმისაწვდომია ყველასთვის, საქართველოს 10 რეგიონში და 16 მუნიციპალურ ერთეულში! მისამართები იხილეთ ბმულზე -
https://sesa.moh.gov.ge/locations.php?lang=1
https://sesa.moh.gov.ge/news.php?lang=1&v=0&id=202509250754583327417705

დასაქმების სახელმწიფო სააგენტო სრულიად უფასოდ გთავაზობს კარიერულ კონსულტაციას, შენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ ვიზიტი სააგენტოს სერვისცენტრში.

#სამსახურისძიება #კარიერა #კარიერულიკონსულტირება

24/10/2025
Want your business to be the top-listed Government Service in Telavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ N 41ა
Telavi
2200

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00