🎭 სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი
22 მაისს — ერთმოქმედებიანი სევდიანი კომედია მოულოდნელი ფინალით
▫️ ავტორი და რეჟისორი — ავთო ვარსიმაშვილი
▫️ სიუჟეტის ავტორი — ფილიპ ლელუში
▫️ მუსიკალური გაფორმება — ელისო ორჯონიკიძე
▫️ მხატვარი — ლევან როსტომაშვილი
▫️ რეჟისორის თანაშემწე — დავით ნაცვლიშვილი
▫️ მონაწილეობენ:
მანანა აბრამიშვილი
ბექა პაპუნაშვილი
ბექა სონღულაშვილი
დათა ხუნაშვილი
🕖 დასაწყისი — 19:00 საათზე
🎟️ ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე 555 582 323
🏛️მცირე დარბაზი
თელავის თეატრი
ყველაფერი თელავის თეატრის შესახებ
მუდამ ვაჟა-ფშაველა 🎭✨
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — 1760 წლიდან ქართული კულტურის ერთგულ სამსახურში.
სცენა, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთიანდება.
🎭✨
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გულითად მადლობას უხდის ერისთავის თეატრს იმ დაუვიწყარი მასპინძლობისთვის, სითბოსთვისა და უდიდესი სიყვარულისთვის, რომელიც ჩვენი გასტროლის თითოეულ წუთში ვიგრძენით. ❤️
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ერისთავის თეატრის ხელმძღვანელობას,დირექტორ ნიკოლოზ შველიძეს და თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, ყურადღებისთვის, კულისებს მიღმა გაწეული უდიდესი შრომისა და იმ თბილი გარემოსთვის, რომელმაც ეს შეხვედრა მართლაც განსაკუთრებულად აქცია. 🎭
ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან მეგობრობა და შემოქმედებითი კავშირი, რომელიც თეატრს კიდევ უფრო აძლიერებს და აერთიანებს. 💙
მადლობა ემოციისთვის, სიყვარულისთვის და იმ დაუვიწყარი საღამოსთვის, რომელიც დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში!
მომავალ შეხვედრამდე! ❤️
Eristavi Theatre / ერისთავის თეატრი
14/05/2026
კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დრამის ლაბორატორია (DramaLab) თელავის ვაჟა - ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
მადლობა გურჯაანს გულწრფელი ემოცოებისთვის♥️
#თეატრი #თელავისთეატრი
📍გურჯაანი
მზადება საღამოსთვის
დიდი სიყვარულით გელოდებით გურჯაანის კულტურის სახლში! ხვალ 19:00🥳
09/05/2026
8 მაისს
ახლადდაარსებულ დარბაზში ,,ახლოს" გაიმართა შემოქმედებითი ექსპერიმენტი "ვხატავთ შექსპირს" , რომელიც მოიცავს არტისტების მიერ პიესა" მეთორმეტე ღამე, ან რასაც ისურვებთ" კითხვას (reading) და მოზარდების მიერ მოსმენილის სახეებად გაცოცხლებას და ქაღალდზე გადატანას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯადოსნურ სამყაროში!
09/05/2026
თელავის თეატრი დაბადების დღეს ულოცავს თეატრის მსახიობს,დავით ხუნაშვილს.უსურვებს შემოქმედებით წარმატებებს თეატრთან ერთად, ჯანმრთელობას და ბედნიერებას.
08/05/2026
1 მაისს
ახლადდაარსებულ დარბაზში ,,ახლოს" გაიმართა შემოქმედებითი ექსპერიმენტი "ვხატავთ შექსპირს" , რომელიც მოიცავს არტისტების მიერ პიესა" მეთორმეტე ღამე, ან რასაც ისურვებთ" კითხვას (reading) და მოზარდების მიერ მოსმენილის სახეებად გაცოცხლებას და ქაღალდზე გადატანას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯადოსნურ სამყაროში!
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
ერეკლე II მოედანი. № 7
Telavi
2200
