05/06/2026
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული მეომარი გმირის, შმაგი სოფრომაძის, დაბადების დღესთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, სერგი ჯიხვაშვილმა, ჯემალ ისაკაძემ, თერჯოლის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ბაზაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გმირის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ძევრში მეომრის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
შმაგი სოფრომაძის სახელობის, ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციები წარადგინეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მამა დავითმა გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღოისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
04/06/2026
დღეს, 4 ივნისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით გოგბერაშვილი და სერგი ჯიხვაშვილი, მერის პირველ მოადგილესთან, ზვიად ბაზაძესთან ერთად, სოფელ რუფოთსა და გოდოგანში მიმდინარე სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ, სადაც გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სოფ. გოდოგანში ხორხის უბანთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი, ორ ლოკაციაზე კი საყრდენი კედელი და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1033000 ლარს.
სოფ. რუფოთში ჭანკვეტაძეების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 179328 ლარს.
გზების მონიტორინგს მაჟორიტარი დეპუტატები: შალვა ჭანკვეტაძე , გრიგოლ გიორგაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები: ზურაბ გოგიაშვილი და გურამ ცირეკიძე დაესწრნენ.
ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით რეაბილიტირდება.
03/06/2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე დღის წესრ...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 3 ივნისს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დ...
03/06/2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 3 ივნის მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
🔗დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebulos-3-ivnisis-morigi-skhdomis-oqmi
02/06/2026
📌 2026 წლის 3 ივნისს, 11:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება მორიგი სხდომა.
👉 დასწრება თავისუფალია.
👉 მისამართი: ქ. თერჯოლა, ჭანტურიძის ქ. №7
🔗დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-morigi-skhdoma-gaimarteba-1780399271
02/06/2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ლაშა ლანჩავა ხელმძღვანელობდა.
დეტალური ინფორმაცია ჩატერებული სხდომების შესახებ იხილეთ: https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-jandatsvisa-da-sotsialur-sakitkhta-komisiis-skhdoma-gaimarta-1780393141
02/06/2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბიძინა ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.
დეტალური ინფორმაცია ჩატერებული სხდომების შესახებ იხილეთ: https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-iuridiul-sakitkhta-komisiis-skhdoma-gaimarta-1780393041
02/06/2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბადრი ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.
დეტალური ინფორმაცია ჩატერებული სხდომების შესახებ იხილეთ: https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-ekonomikis-da-qonebis-martvis-sakitkhta-komisiis-skhdoma-gaimarta-1780392799