✅ ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან
თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია
საოლქო საარჩევნო კომისია
https://cesko.ge/geo/static/1521/vin-vart-chven
29/05/2026
#ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. მან ასევე დეტალურად ისაუბრა დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საოპერაციო სასაწყობო სივრცეც დაათვალიერეს. მათ პრაქტიკაში გამოსცადეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
აღნიშნული შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
🤝 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University
ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/IWkdN
#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან
28/05/2026
#ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტის სხდომაში. „არჩევნები ციფრულ ეპოქაში: დიგიტალიზაცია და საარჩევნო პროცესის მთლიანობა - რეგულაციები, დაცვის მექანიზმები და საერთო პასუხისმგებლობა“ იყო 26 მაისს, ავსტრიაში გამართული სხდომის მთავარი თემა.
სხდომის განმავლობაში ეუთოს წევრმა ქვეყნებმა დიგიტალიზაციის პროცესსა და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე იმსჯელეს. მხარეებმა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების, კიბერუსაფრთხოების რისკებისა და დეზინფორმაციის გავლენაზე ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, რომ საჯარო უწყებების, პოლიტიკურ აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საარჩევნო პროცესის მთლიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
თავის მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე და 2024-2025 წლების საერთო არჩევნების დროს მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.
ადამიანური განზომილების კომიტეტის სხდომა ალბანეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის (კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა) მიერ იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ დისტანციურად მიიღო.
ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/XZXTY
#ცესკო #ადამიანურიგანზომილებისკომიტეტისსხდომა
❌ დეზინფორმაციაა, თითქოს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით „გაყალბების დამამტკიცებელი მასალები“ არსებობს. შეგახსენებთ, ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მტკიცებულებები არავის წარუდგენია.
გადაამოწმე ინფორმაცია მანამ, სანამ გაიზიარებ ვებგვერდზე 🌐Disinfo.cec.gov.ge
სრული ვიდეო: https://shorturl.at/hgtF2
#ცესკო #დეზინფორმაციისრეესტრი
26/05/2026
🇬🇪 გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
#ცესკო #26მაისი #დამოუკიდებლობისდღე
25/05/2026
#ცესკოს თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
გიორგი კალანდარიშვილი ახალგაზრდებს არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ამომრჩევლის როლზე ესაუბრა, ყურადღება გაამახვილა ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაზე.
გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებზე, მიმოიხილა სხვა ქვეყნების საარჩევნო გამოცდილებაც.
სრულად: https://shorturl.at/dclpF
#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს.
ამჯერად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადიგენში ახალგაზრდებს შეხვდა.
#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან
22/05/2026
#ცესკო ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ადიგენში გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
გიორგი კალანდარიშვილი ახალგაზრდებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მათი ჩართულობასა და როლზე ესაუბრა. ასევე მიაწოდა ინფორმაცია მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა არჩევნების ისტორია, საარჩევნო უფლება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობები, დეზინფორმაციის გავლენები და მისი შედეგები საარჩევნო პროცესში.
საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე, რომელსაც უწყება დეზინფორმაციის წინააღმდეგ იყენებს უფრო დეტალურად ახალგაზრდებს ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა. მან ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ახალი პორტალის disinfo.cec.gov.ge. შესახებ, საიდანაც ყველას შეუძლია მიიღოს სწორი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.
უშუალოდ საარჩევნო პროცესის ორგანიზების, ტექნოლოგიების დანერგვის ისტორიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილმა მიაწოდა.
ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/vrf29
#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან
21/05/2026
📊 საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.
📑 დოკუმენტი 2026 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ინფორმაცია სრულად 👉 https://shorturl.at/d8udw
#ცესკო #დეზინფორმაციისრეესტრი
დამკვირვებლებისთვის არჩევნებზე დაკვირვება აკრძალული არ არის ➡ ამ ვიდეოდან გაიგებ რატომ არის გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია ტყუილი❌.
გადაამოწმე ინფორმაცია სწრაფად და მარტივად ვებგვერდზე🌐Disinfo.cec.gov.ge
სრული ვიდეო: https://shorturl.at/hgtF2
#ცესკო #დეზინფორმაციისრეესტრი
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
ქ. თეთრიწყარო, ჭავჭავაძის ქ. N2
Tetritskaro
