სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა

Share

სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა

20/05/2026

♻️ ჩემო ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას, რომელსაც თან სდევდა სიხარული, ცოდნის დაუფლება, სირთულეების გადალახვა და მომავლის მიზნების დასახვისათვის მზაობა.
♻️ სკოლა მოსწავლეს უქმნის პასუხისმგებლობის, ცოდნის , გამოცდილების, ადამიანური ღირებულებების ჩამოყალიბების სარბიელს...
♻️ გახსოვდეთ არსებული თეორიული ცოდნა უნდა იქცეს ქმედითად.
♻️სიკეთე აქციეთ მრავალი წარმატების საფუძვლად, არ შეუშინდეთ გააზრებულ თამამ ნაბიჯებს, ყოველ ჯერზე ახალ გამოწვევებს შეხვდით ინტერესით და საქმე აკეთეთ სიყვარულით, რომ ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს .ყოველთვის დაიხარჯეთ თქვენი და ჩვენი ქვეყნის საქართველოს კეთილდღეობისთვის. მხოლოდ წინ ღირსებით, განათლებით, სიყვარულით!!!
პატივისცემით,
სკოლის დირექტორი:
მაკა გაბელაშვილი .

Photos from სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა's post 19/05/2026

✅სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექცია, /IIIა - IVა/ კლასის ხელმძღვანელები: მაგული მინდიაშვილი და ფატიმა რობაქიძე ულოცავენ, ამავე კლასების მოსწავლეებს გიორგი ონიანს /I ადგილი / და გოჩა ონიანს /III ადგილი / ,ჭადრაკის უმაღლესი ლიგის დელეგატის ადგილობრივ ჯგუფში მოპოვებულ გამარჯვებას. ✅ვუსურვებთ მათ წარმატებებს მომავალ ასპარეზობებში!

Photos from სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა's post 19/05/2026

✅17 მაისს სსიპ ქ. ტყიბულის #6 საჯარო სკოლის VI ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლელა სილაკაძე) იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე, რომელის სამ მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავდა: საგურამო- ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი, მცხეთა- სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი.
✅მოსწავლეებმა მოინახულეს ილიასეული კარ-მიდამო, რომელიც ნათლად გადმოსცემს იმ ეპოქის სულს, სადაც იბადებოდა თანამედროვე ქართული აზროვნება. იხილეს ილიას პირადი ნივთები, ხელნაწერები და ის გარემო, სადაც ქმნიდა თავის უკვდავ ნაწარმოებებს. ეს ადგილი ყოველთვის შეახსენებს მოსწავლეებს მის მთავარ დევიზს: "მამული, ენა, სარწმუნოება".
✅მცხეთაში გადასვლამ ექსკურსიას განსაკუთრებული სულიერი დატვირთვა შესძინა. მოსწავლეებმა მოინახულეს XI საუკუნის დიდებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი-სვეტიცხოველი, რომელიც უფლის კვართის სამყოფელი და საქართველოს უმთავრესი სულიერი ცენტრია.
ჯვრის მონსტერი არის ადგილი, სადაც წმინდა ნინომ ქრისტიანობის გავრცელების ნიშნად პირველი ხის ჯვარი აღმართა.
✅აღნიშნულმა ექსკურსიამ კიდევ ერთხელ დაანახა მოსწავლეებს მჭიდრო კავშირი ჩვენს ინტელექტუალურ მემკვიდრეობასა (ილია ჭავჭავაძე) და რელიგიურ-ისტორიულ ფესვებს (სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი) შორის.

Photos from სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა's post 18/05/2026

✅ა/წ 16 მაისს, სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII ბ კლასის მოსწავლეები, ( დამრიგებელი ირმა ქარქაშაძე) სასწავლო - შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ჩარგალსა და მცხეთაში.
✅მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს ვაჟა- ფშაველას სახლ - მუზეუმი, გულისყურით მოისმინეს ინფორმაცია მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ასევე მოინახულეს მცხეთის დედათა მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და შიო მღვიმეს მამათა მონასტერი.
✅მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ შინ.
✅კლასის დამრიგებელი და მოსწავლეთა მშობლები უღრმეს მადლობას უხდიან სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელს, ბატონ ავთანდილ ჩხიკვაძეს თანადგომისა და ბავშვებისათვის ამ ლამაზი დღის ჩუქებისათვის.

13/05/2026

✅სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II ა კლასის მოსწავლემ ალექსანდრე საღარეიშვილმა იასპარეზა კინგსის ოლიმპიადის მათემატიკის ლიგის ტურზე და მოიპოვა წარმატება.
✅ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

Photos from სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა's post 13/05/2026

✅სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექცია, მოსწავლეთა მშობლები, მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ნინო რიჟამაძე , ულოცავს ამავე სკოლის III-ბ კლასის მოსწავლეს ანდრია ქუძიაშვილს კინგსის ლიგაში, ინგლისური ენის ტურში (მასწავლებელი თამარ გვენეტაძე) პირველ ადგილს და ოქროს მედალს.
✅Ასევე ვულოცავთ კინგსის ლიგაში,
Მათემატიკის ტურში(მასწავლებელი ნინო რიჟამაძე )მეორე ადგილს და ვერცხლის მედალს.
✅წარმატებები იყოს ანდრიას ცხოვრების მეგზური.

11/05/2026

სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექცია, მოსწავლეთა მშობლები, მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი მაგული მინდიაშვილი, ულოცავს ამავე სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეს დემეტრე აბულაძეს კინგსის ლიგაში, ინგლისური ენის ტურში პირველ ადგილს და ოქრო მედალს.

წარმატებები იყოს დემეტრეს ცხოვრების მეგზური.

Photos from სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა's post 08/05/2026

✅სსიპ ქ. ტყიბულის N 6 საჯარო სკოლაში პროექტის ,, პოლიტიკური აპრილის" კვირეულის მეხუთე დღეს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
✅ პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს ქ. ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწია მუზეუმის ხელმძღვანელმა ქალმატონმა ლუიზა ლაფერაძემ.
✅ ოკრიბის უმნიშვნელოვანესი და უძველესი ექსპონატები იხილეს მოსწავლეებმა. ინტერესით უსმენდნენ ინფორმაციას მუზეუმში განთავსებული წინაპრებისგან შემორჩენილი ქმნილებების შესახებ, რომელთაც დიდი ძალისხმევითა და რუდუნებით მოაღწიეს ჩვენამდე.
✅ საოცარ განწყობას ქმნის საკუთარი კუთხის წარსულზე საუბარი და არტეფაქტების დათვალიერება.
✅ მუზეუმში მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვება პროექტის კვირეულში მონაწილეთა და დასმწრეთა მეხსიერებას.

Photos from სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა's post 07/05/2026

✅სსიპ ქ. ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, ა/წ 30 აპრილს ჩატარდა პროექტის ,, პოლიტიკური აპრილის" მეოთხე დღის ღონისძიება.
✅გუნდები ,, სეპტემვირატი" და ,, კონგრესი " დასხდნენ სადებატოდ , რომელიც კარლ პოპერის წესებით გაიმართა. თემად არჩეული იყო ,, გეორგიევსკის ტრაქტატი ერეკლე მეორეის პრაგმატული, თუ მცდარი გადაწყვეტილება'..
თუ რომელი გუნდი იქნებოდა მტკიცებითი ან უარმყოფელი ეს საკითხი დებატების დაწყებამდე კენჭისყრით გადაწყდა.
✅ სანამ მოდებატე გუნდების წევრები ერთმანეთთან ბჭობდნენ, აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ უფროსკლასელი ლიდერები ლილე გაბრიაძე და ანანო ბოჭორიშვილი. მათ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე ერეკლე მეორის მოღვაწეობა და ქართლ- კახეთის პოლიტიკური ვითარება გააცნეს აუდიტორიას.
✅დებატები წარიმართა ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად. რიგრიგობით იცვლებოდა არგუმენტები და კონტრარგუმენტები, მიმდინარეობდა მონაწილეთა მიერ გამოთქმული აზრების ურთიერთდაპირისპირება.
სპიკერები ცდილობდნენ სწორ არგუმენტებთან ერთად ჟიურის მიერ დაწესებული კრიტერიუმების დაცვას.
✅საბოლოოდ, ,,კონგრესი" გამოვლინდა დებატებში გამარჯვებულ გუნდად, ხოლო საუკეთესო მოდებატედ, ჟიურის გადაწყვეტილებით, დასახელდა ანდრია ხუჯაძე( სეპტემვირატი) და გეგა კირკიტაძე ( კონგრესი).
✅ღონისძიების ბოლოს გაიმართა კვირეულის ფარგლებში ჟიურისა და თანაგულდელების მიერ დასახელებული ინტელექტითა და უნარებით გამორჩეული მოსწავლეების დაჯილდოვება, ჩვენი სკოლის დირექტორის ქალბატონ მაკა გაბელაშვილისა და პროექტის ხელმძღვანელის ნანა მაისურაძის მიერ, ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.
✅პროექტის მონაწილეებს კიდევ ერთი საჩუქარი ელოდებათ, ისინი ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მოინახულებენ

Photos from სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა's post 06/05/2026

✅სსიპ ქ. ტყიბულის N 6 საჯარო სკოლაში, 29 აპრილს გაიმართა პროექტის ,, პოლიტიკური აპრილის" მესამე დღის ღონისძიება.
✅ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მე 9 ა კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს დამუშავებული თემები და ვიზუალური მასალა საქართველოში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებების ღვაწლისა თუ მათთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების შესახებ - ალექსანდრე ამილახვარი ,, ბრძენი აღმოსავლეთისა" ( მარიამ გვენცაძე) , ილია II საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის მოღვაწეობა( ბარბარე გამთენაძე), ქაქუცა ჩოლოყაშვილი და 1922- 24 წლების აჯანყება( დეა გიორგაძე), გიორგი მაზნიაშვილი ( ანამარია ჭელიშვილი), გიორგი კვინიტაძე ( ანამარია კბილაძე) .
✅კონფერენცია დაიწყო მე 6 კლასელთა გამოსვლით( ანამარია ბარბაქაძე, ბარბარე ქათამაძე, ლუკა ლოთუაშვილი, ნიკოლოზ ცირეკიძე, ლილე აბესაძე, ანა ბოჭორიშვილი, საბა დალალიშვილი) . ასაკთან შესაბამისად მათ ისაუბრეს თამარ მეფის , დავით აღმაშენებლის, 26 მაისის, 1921 წლის 25 თებერვლის, 9 აპრილის, აფხაზეთის ომის შესახებ .
✅ღონისძიება გამოვიდა საინტერესო , ინფორმაციული და ინტერაქტიური. თემის წარმდგენი მოსწავლეები აუდიტორიას მიმართავდნენ .კითხვებით და იღებდნენ პასუხს.
✅ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ მე 11 კლასელთა( ნინი მახვილაძე, ნინო კობახიძე, დავით ჩიხრაძე) შემადგენლობით წინასწარ მომზადებული კრიტერიუმების მიხედვით, მონაწილეთა გამოსვლა ქულებით შეაჯამა . მაღალი შეფასება დაიმსახურა დეა გიორგაძის გამოსვლამ.
✅ წარმატებები ღონისძიების ყველა მონაწილეს.

Photos from სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა's post 05/05/2026

✅სსიპ ტყიბულის N 6 საჯარო სკოლაში, ა/წ 28 აპრილს , პროექტის ,, პოლიტიკური აპრილის" ( პროექტის ხელმძღვანელი ნანა მაისურაძე) მეორე დღეს, გაიმართა ,, რა,? სად? როდის? " მოპაექრე გუნდების თითოეულ წევრთან.
✅ღონისძიება საინტერესო და დაძაბული იყო . თითოეულ წევრს უნდა გამოევლინა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ფართო აუდიტორიის წინაშე, დიდი იყო მათი პასუხისმგებლობა, რადგან , ამჟამად, ინდივიდუალურად უნდა შეეტანათ წვლილი საკუთარი გუნდის დაწინაურებაში.
✅მეტი ქულა მოიპოვეს გუნდი ,, სეპტემვირატის" წევრებმა და მეორე დღის გამარჯვებულებიც ისინი გამოვიდნენ.
✅ასევე დასახელდა მოსწავლეები, რომლებმაც სხვებზე მეტი ქულა შესძინეს თავიანთ გუნდს : - ,, სეპტემვირატიდან" გუნდის კაპიტანი ანდრია ხუჯაძე .
, ,, კონგრესიდან"- კაპიტანი მარიამ ჯიშიაშვილი.
პროექტის მეორე დღის შეჯამება გააკეთეს ჟიურის წევრებმა, დამსწრე პედაგოგებმა და ინტელექტუალურ თამაშში მონაწილე გუნდების კაპიტნებმა.
✅წინ კიდევ დაგვრჩა ,, პოლიტიკური აპრილის" საინტერესო ღონისძიებები. წარმატებები ,, სეპტემვირატსა" , ,, კონგრესს" და სხვა მონაწილეებს.

Want your business to be the top-listed Government Service in Tkibuli?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


ქ. ტყიბული, თაყაიშვილის ქ. 1
Tkibuli
4300