ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, Government Organization, Tkibuli.

Photos from ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია's post 03/06/2026

ტყიბულის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ბრინჯაოს მედლის მფლობელი საკალათბურთო გუნდის ტყიბულის „ორბის“ საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ, გუნდს მიღწეული უმნიშვნელოვანესი ისტორიული შედეგი მიულოცეს, მომავალი წარმატებები უსურვეს და მადლობის სიგელები გადასცეს.

მუნიციპალიტეტის მერმა გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებული მადლობა მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ტომარაძეს გადაუხადა. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მადლობის სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდოებიც მიიღო.

ღონისძიებას გულშემატკივრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

02/06/2026

📣 პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!

🔷 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.

📍 პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.

✅ ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

🔷პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.

თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.

✅ “ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:

🔹IX-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;
🔹მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;
🔹მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.

დაინტერესების შემთხვევაში 8 ივლისამდე უნდა მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი #3, ტყიბული მუნიციპალიტეტის მერია, მესამე სართული, ოთახი #310 ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:577 977 192

02/06/2026

3 ივნისს, 15:00 საათზე, ტყიბულის სპორტის სასახლეში, საკალათბურთო გუნდის ტყიბულის ,,ორბის” დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ტყიბულის ,,ორბი,’’ ისტორიაში პირველად, მიმდინარე სეზონის სუპერლიგის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქალაქის სპორტული წარმატება!

Photos from ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია's post 02/06/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,საქნახშირის'' ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტყიბულში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში პატარების განწყობაზე მხიარულმა ანიმატორებმა იზრუნეს. ბავშვებს დღესასწაული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან ჩხიკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ მიულოცეს.

სადღესასწაულო პროგრამა ამფითეატრის სცენაზე კონცერტით გაგრძელდა, სადაც სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფებმა განსხვავებული ქორეოგრაფიული თუ მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

01/06/2026

ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

თქვენ წარმოადგენთ სამყაროს საუკეთესო ნაწილს და ჩვენი ქვეყნის ნათელ, საიმედო მომავალს.
ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, შევქმნათ გარემო, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, გექნებათ განათლების თანაბარი უფლება და შეძლებთ საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევას. ყოველი დღე თქვენთვის იყოს აღმოჩენებისა და დიდი შესაძლებლობების მომტანი.

თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან გარემოში განვითარებას!

დავით კუბლაშვილი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი

01/06/2026
30/05/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,საქნახშირის“ ორგანიზებით მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართება!

1 ივნისი, 18:00 საათი

▫️მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრი

• მხიარული ანიმატორები და საყვარელი გმირები
• სახეზე ხატვა
• სიურპრიზი ყველა პატარას - უფასო ბამბის ნაყინი
• კონცერტი — მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით

ვაჩუქოთ ბავშვებს საუკეთესო ემოციები!

Photos from ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია's post 29/05/2026

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით, იმერეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა და პირველი სამუშაო შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მურმან ვერულაშვილი დაესწრო, მასში ასევე მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელი პირები.

შეხვედრა ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ გახსნა, ხოლო ა.თ.ე.ა-ს ექსპერტებმა მონაწილეებს პლატფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

აღნიშნული პლატფორმა მუნიციპალიტეტებს სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გამოცდილების, ცოდნის, ინფორმაციისა და კარგი პრაქტიკების გაზიარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე ყურადღება ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების მხარდამჭერ მუნიციპალურ პროგრამირებას დაეთმო, სადაც ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს ა.თ.ე.ა-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური გზამკვლევები და მხარდამჭერი ინსტრუმენტები გაუზიარეს.

დღის ბოლოს სტუმრები ა.თ.ე.ა-ს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2025 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ფარგლებში- ტყიბულის „ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლას" ეწვივნენ, სადაც ტყიბულის მერის თანაშემწემ უჩა ჩიტიძემ, მათ მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესი გააცნო, რომელიც ტრადიციულ ხელოვნებასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს აერთიანებს და ახალგაზრდებს პროექტების მართვის, ხელოვნური ინტელექტის, 3D პროტოტიპირების, ვირტუალური რეალობისა და ციფრული დიზაინის მიმართულებებს სთავაზობს.

Photos from ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია's post 28/05/2026

სოფელ კურსებში, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნენ.

მონაკვეთზე, სადაც ორი თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, მდინარის პირას ეწყობა 7 მეტრიანი ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და შეამცირებს მგზავრობის დროსა და ხარჯებს.

პარალელურად, იგეგმება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება, რომელიც გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განხორციელდება.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მაღალი სატრანსპორტო ნაკადის გამო სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

Want your business to be the top-listed Government Service in Tkibuli?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Tkibuli