წალენჯიხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება

წალენჯიხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება

Share

ოფიციალური გვერდი

Photos from წალენჯიხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება's post 02/06/2026

#დღესბათუმშიდიდიოლიმპიურიდღეა
🇬🇪2-6 ივნისს ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალური ეტაპი გაიმართება
💫 ფესტივალში მონაწილეობას იღებენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N2 საჯარო სკოლის ორგზის ჩემპიონები მაგიდის ჩოგბურთში გიგი ფიფია და ლუკა ჯანჯღავა
💫წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებსწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality #საჩინოსმეორესაჯაროსკოლა ირმა ლომაიაGiorgi Kvaratskhelia Ika Pipia

01/06/2026

გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
მშვიდობა, ბედნიერება და ნათელი ბავშვობა ყველა პატარს!🌎💥🫶🙏

30/05/2026
26/05/2026

ერთი პატარა ქვეყანა დიდი გულით🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🫶⭐️💫

21/05/2026

#სპორტიწალენჯიხა. 💫დღეს,21 მაისს,ქალაქ ბათუმში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ზონალურ შეჯიბრში ჯვარის N 3 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მიიღო მონაწილეობა🏐🏐🏐 💫გუნდმა, მუნიციპალურ თამაშში საუკეთესოდ იასპარეზა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა🫶 💫 გოგონათა გუნდმა ქალაქ ზუგდიდის სპორტკომპლექსში გამართულ შეჯიბრშიც აღაფრთოვანა მაყურებელი და საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა 💫დღეს,მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში ორი საუკეთესო მოთამაშე გოგონა არ მონაწილეობდა,გუნდმა ძალიან სანახაობრივი თამაში აჩვენა და საპრიზო მეორე ადგილი აიღო 💫 მწვრთნელი: ლადო სალია 💫უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პროექტი ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა -2026” წარმატებულად განხორციელებას წელიწადზე მეტი დრო მოვანდომეთ. (გარდა ჯვარის N3 საჯარო სკოლისა, სამმა საჯარო სკოლამ აიღო სხვადასხვა საფეხურზე საპრიზო პირველი ადგილი.) 💫პროექტი დაფინანსებული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ - რისთვისაც,ახალგაზრდების სახელით დიდ მადლობას ვუხდით მხარდამჭერები: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

20/05/2026

პროექტი ,,ჯარის ბანაკი” მეტად საინტერესო, დროული და მნიშვნელოვანია lX -X კლასის მოსწავლეებისთვის. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებულია 25 ადგილი. ვინ იქნებით პირველები! დაგვიკავშირდით : ტელ:591 91 21 61;

პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.

პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.
“ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:
IX-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;
მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;

მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ან მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის,ახალგაზრდულ საქმეთა ,სპორტისა და ტურიზმის განყოფილებას,ან დარეკოთ ნომერზე-591912161

15/05/2026

#სპორტიწალენჯიხა
#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა
👉20 მაისს,12:00 საათზე,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი🏓🏓🏓
🔹🔹 ტურნირში მონაწილეობას მიიღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი
🔹🔹საჩინოს N2 საჯარო სკოლის გუნდმა, როგორც მუნიციპალიტეტის ,ისე რეგიონული პირველობის ტიტული მოიპოვა, ისინი მზად არიან ახალი გამარჯვებისთვის.
🔹🔹 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს ტურნირში მონაწილე სპორტსმენებს და სჯერა, რომ ისინი კვლავ ღირსეულ გამარჯვებას მიაღწევენ.
🔹🔹 გთხოვთ, უგულშემატკივროთ ახალგაზრდებს!
#ვისწავლოთგამარჯვება
მხარდამჭერები:
#საქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსამინისტროსსაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committeeწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality

Want your business to be the top-listed Government Service in Tsalenjikha?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


Tsalenjikha
5200