15/05/2026
თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze
Minister of Culture | Government Official | Culturologist | Manager | Media Manager | Producer
15/05/2026
✅საქართველოს პავილიონი ვენეციის 61-ე ბიენალეზე
✅ზაქარია ფალიაშვილის ოპერის - „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა პარმის სამეფო თეატრში
🇬🇪 🇮🇹 ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მსოფლიოში ხმამაღლა ჟღერდეს ქართული მუსიკა და სათანადოდ იყოს წარმოჩენილი ქართული ხელოვნება.
12/05/2026
12/05/2026
11/05/2026
იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა.
საოპერო ხელოვნების სამშობლოში ჩვენ ქართული საოპერო ხელოვნების საუკეთესო ნიმუში წარვადგინეთ.
ქართული მუსიკისა და ქართველი შემსრულებლების მიმართ დამსწრე საზოგადოებამ დიდი პატივისცემა გამოხატა, რაც განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა.
საქართველოს მსოფლიოში ბევრი საოპერო არტისტი წარმოაჩენს, რომლებსაც იტალიაში უდიდეს პატივს სცემენ. ამჯერად საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის დასისა და იტალიელი მუსიკოსებისაგან შემდგარი ორკესტრის წარმატებული კოლაბორაცია ვიხილეთ.
მინდა, მადლობა ვუთხრა პარმის თეატრის დირექციასა და იტალიის მხარეს; ასევე, ბატონ ბადრი მაისურაძეს, გიორგი ანდღულაძეს, გოჩა კაპანაძეს, ზაზა აზმაიფარაშვილს, თბილისის ოპერის სოლისტებსა და გუნდს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში.
უღრმეს მადლობას ვუხდი პარმის სამეფო თეატრს. მადლობა ჩვენს იტალიელ მასპინძლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გულთბილი დახვედრისთვის!
ჩვენ მზად ვართ იტალიის ოპერის თეატრებთან აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ვფიქრობ, რომ მომავალში ბევრი ერთობლივი პროექტი გვექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის.
ქართულ კულტურას მთელ მსოფლიოში უნდა იცნობდნენ!
09/05/2026
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გავხსენით პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“.
თანამედროვე ხელოვნებაში კონცეფციას და ნააზრევს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვენეციის 61-ე ბიენალესთვის, რომლის მთავარი თემაა "მინორულ ტონებში", შევარჩიეთ შალვა ხახანაშვილისა და ნინო მეტრეველის კონცეფცია. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოსა და ახალი არგონავტების იდეა 17 ხელოვანის ნამუშევრებშია წარმოდგენილი.
ვენეციის ბიენალე არის საუკეთესო შესაძლებლობა, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი თანამედროვე ხელოვნება, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების ახლებურად გადააზრებაა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს ეროვნული პავილიონის ღირსეულად წარდგენაში შეიტანა წვლილი - კურატორებს, ავტორებს, ასევე სამინისტროს გუნდს, - ყველას, ვინც ბევრი იშრომა ამ შედეგისთვის.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
4 Sanapiro Str
Tbilisi
0102
