01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი და თოჯინების თეატრი.
პატარებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე.
ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
29/05/2026
🎈🎈🎈
გელოდებით 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე
29/05/2026
სოფელ ბრეძაში გზის მოწესრიგება მიმდინარეობს
სოფელ ბრეძაში მიმდინარეობს შიდა გზის მოწესრიგების სამუაშოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა330 გრძ. მეტრი გზის საფარი და გვერდულები ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
ამ ეტაპზე დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, მოეწყო საფუძველი და მიმდინარეობს გზის საფარის დაგება არმირებული რკინა-ბეტონის საფარით.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ნიბელაკომპანი“.
28/05/2026
📣 პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!
🔷 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.
📍 პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.
🎯 ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
🔷პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.
✅ “ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:
🔹IX-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;
🔹მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;
🔹მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.
📋 შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ: მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ, ობოლ ან/და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს.
✅ შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს, ვახტან თურქაძეს.
ტელ: 551 166 221
შერჩეულ კანდიდატებს დამატებით დავუკავშირდებით.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, შეავსონ თანდართული ფორმა მიმდინარე წლის 10 ივნისის ჩათვლით.
https://forms.gle/SRTiwpwgREBtUPcQA
28/05/2026
სოფელ ტახტისძირში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ტახტისძირში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის ასფალტირების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 436 გრძ. მეტრი გზის საფარის დაგება.
ამ ეტაპზე დასრულებულია ხელოვნური ნაგებობებისა და საფუძვლის მოწყობა და მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის დაგება მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023“.
26/05/2026
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 🇬🇪🇬🇪
ქარელის კულტურის სახლში გაიმარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში არსებულმა სალოტბარო სკოლის აღსაზრდელებმა, ქორეოგრაფიულმა და საესტრადო ანსამბლებმა,რომლებიც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.
#26მაისი
#ესდღეჩვენია