04/06/2026
2026 წლის 4 ივნისს გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ -ს სხდომა
დღის წესრიგი:
1. ვანის მუნიციპალიტეტში ,,სურსათის ეროვნული სააგენტო“ - ს სამსახურის ინფორმაციის მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს: მადლენა კორძაძე
2. ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბი,,აიეტის" დირექტორის მიერ 2025 წელში გაწეული მუშაობისა და ახალი სეზონისთვის მზადების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
მომხს: შალვა ლორთქიფანიძე
22/05/2026
2026 წლის 22 მაისს გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგი
1. ფერმერთა სტატისტიკა, მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება. მომხს: ვანო სანადირაძე
2. მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და საჭიროებების ინტეგრირება. მომხს: ნარგიზა ალფაიძე
20/05/2026
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო მხურვალედ გილოცავთ მე-12 კლასელებს ცხოვრების ყველაზე რომანტიული, სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე წლებთან დამშვიდობებას.
ახლა თქვენს ცხოვრებაში შემოდის არანაკლებ საინტერესო, შრომის, ბრძოლის, უამრავ გამოწვევათა და წინააღმდეგობებით აღსავსე ახალი ეტაპი.
ამ გრძელ და უშორეს გზებზე წინ წაიმძღვანეთ დიდი გალაკტიონის სიტყვები:
,, სამშობლო არ დაივიწყოთ, სამშობლო უმთავრესია”
რაკი სამშობლოს მსახურება ადამიანისთვის უმაღლესი პასუხისმგებლობაა მის ღირებულებათა შეცნობაში ყოველთვის გვერდიდან არ მოიცილოთ ბიბლია, ქართლის ცხოვრება, ვეფხისტყაოსანი და დედა ენა.
წარსულის შეცნობაში და მომავლის განჭვრეტაში უკეთეს მეგზურს ვერა იპოვით.
გფარავდეთ დედა ღვთისმშობელი ჩვენო ამაყო, სანდო და ერთგულო გოგო-ბიჭებო.
18/05/2026
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა
მწუხარებას გამოვთქვამთ სოფელ ბზვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის დეკანოზ ნიკოლოზის (კაცაძე) გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ეპარქიასა და სამრევლოს.