25/06/2018
ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსია, რომელიც 2015 წელს დაარსდა და დღემდე მასში ათასამდე სკოლამ და ასზე მეტმა პარტნიორმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, კონკურსი მოიცავს გარემოს დაცვითი პროექტების განხორციელებას სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე, მიმდინარე წლის კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონიდან დარეგისტრირებული 700 სკოლიდან, ნახევარფინალურ ეტაპზე 128 სკოლა გადავიდა, ნახევარფინალისტებს შორის მოხვდნენ ვანის მუნიციპალიტეტის პირველი და მეორე საჯარო, ბზვანისა და ზედა ბზვანის საჯარო სკოლები. სხვადასხვა აქტივობებისა და წლის განმავლობაში დაგროვებული ქულების შესაბამისად კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა 5 ფინალისტი გუნდი, მათგან ერთ-ერთი ფინალისტი გახდა ბზვანის საჯარო სკოლა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა პროექტის მონაწილეებისათვის, განახორციელა ექსკურსია აჭარის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
აღნიშნული სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მადლობას უცხადებენ ვანის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილს მხარდაჭერისათვის.
