25/03/2026
⚜️დღეს, 25 მარტს, საბერძნეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს!
გულითადად გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! ჩვენს ბერძენ მეგობრებს ვუსურვებთ წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას!
⚜️Σήμερα, 25 Μαρτίου, η Ελλάδα τιμά την Ημέρα της Εθνικής της Ανεξαρτησίας.
Με την ευκαιρία της επετείου αυτής, εκφράζουμε τα θερμά μας συγχαρητήρια και τις ειλικρινείς ευχές μας προς τον ελληνικό λαό για διαρκή πρόοδο, ειρήνη και ευημερία.
19/03/2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება საქართველოს საელჩოში, მისამართზე: Argonafton 11, Chalandri 152 32
19 და 20 მარტს, 13:00-დან 17:00 საათამდე.
16/01/2026
📢საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ‼️
✅საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, 2026 წლის 12 თებერვალს გაიმართება საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულის მამუკა ჯამბაზიშვილის ვიზიტი ქ. კალამატაში.
✅კონსული შეხვედრას გამართავს საქართველოს მოქალაქეებთან, გაუწევს კონსულტაციასა და საკონსულო მომსახურებას. მოქალაქეთა მიღება გაიმართება 13:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.
✅მისამართი: ქ. კალამატა სულიუს 30 (Σουλίου 30, Καλαμάτα 241 00);
✅დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე: +306952220000.
10/01/2026
გლობალური პასპორტის სიძლიერის რეიტინგის მიხედვით, 2026 წელს, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 33-ე ადგილს იკავებს.
2012 წელს ქართული პასპორტი მსოფლიო რეიტინგში 73-ე ადგილს იკავებდა.