Leonidas Pavlidis Lawyer and Translator

Leonidas Pavlidis Lawyer and Translator

Share

Member of Athens Bar Association and official Translator of Georgian language in Hellenic Ministry of Foreign Affairs.

31/01/2024

ინფორმაცია, თუ რა არის დღეისათვის ცნობილი ახალ კანონთან (5038/2023) დაკავშირებით. საბერძნეთში უკვე სამ წელიწადზე მეტი დროის პერიოდში არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ ბინადრობის მოწმობა. ლეგალიზაციის პერიოდი გაგრძელდება 2024 წლის 31 დეკემბრამდე. პირველ ეტაპზე მიგრანტს საბერძნეთში სამი წლის ცხოვრების დამამტკიცებელი საბუთების გარდა დასჭირდება საპასუხისმგებლო განაცხადი დამსაქმებლისაგან, რომელიც თავის თავზე აიღებს მიგრანტის სამსახურში მიღების ვალდებულებას. წინა ლეგალიზაციისაგან განსხვავებით, ამ კანონით გათვალიწინებულია, რომ საბუთებს განიხილავს მიგრაციის ის სამსახური, სადაც იქნება მიგრანტის სამუშაო და არა მისი საცხოვრებელი ადგილი. საბუთების ჩაბარების შემდეგ, მიგრაციის სამსახური ამოწმებს საბუთებს და თუ საბუთები შეტანილია სწორედ და სრულად გასცემს ცნობას, რომლის საფუძველზეც მიგრანტი უკვე ლეგალურად იცხოვრებს საბერძნეთში. მიგრაციის სამსახურს ამ ცნობის გასაცემად კანონით ეძლევა 40 დღე საბუთების ჩაბარებიდან. ლეგალიზაციის მეორე ეტაპზე მიგრანტი, რომელიც მიიღებს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების ცნობას ვალდებულია 60 დღის ვადაში წარუდგინოს მიგრაციის სამსახურს მისი სამსახურში მიღების დამამტკიცებელი საბუთები. სამსახურში მიღების საბუთების არ წარდგენის შემთხვევაში მიგრანტი მიიღებს უარს ბინადრობის მოწმობის მიღებაზე. ასევე კანონით გათვალიწინებულია, რომ თუ მიგრანტი ხანგრძლივად არ იმუშავებს, მისი ბინადრობის მოწმობა გაუქმდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიღებულია და მოქმედებს, ჯერ არ ხდება საბუთების ჩაბარება. გირჩევთ თადარიგი დაიჭიროთ, ბინადრობის მოპოვებისა და სამსახურში გაფორმებისათვის ასევე დაგჭირდებათ საბუთების თარგმნაც. ჩვენი ოფისი დაგეხმარებათ როგორც საბუთების გაკეთებაში, ასევე საბუთების თარგმნაში. ჩვენი ოფისი მდებარეობს ათენის ცენტრში, ომონიის მოედნის მიმდებარედ, უფრო კონკრეტულად კი ათენის მუნიციპალიტეტის შენობის უკან, კლისთენუს (ΚΛΕΙΣΘΕΝΟΥΣ) ქუჩა 15, მე-3 სართული, ოფისი 7. ტელ: 2103236109. ოფისის სამუშაო საათებია 09.00 – 18.00 ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.

12/01/2024

მეგობრებო მოგესალმებით,
გახლავართ ლეონიდას პავლიდისი, ქართულად მოსაუბრე ადვოკატი და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართული ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მთარგმნელი. შეგიძლიათ მომმართოთ საბუთების სათარგმნად, რომლებსაც შემდგომში წარადგენთ საბერძნეთის რესპუბლიკის საჯარო სამსახურებში ან საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში. ჩემი ოფისი მდებარეობს ათენის ცენტრში, ომონიის მოედნის მიმდებარედ, უფრო კონკრეტულად კი ათენის მუნიციპალიტეტის შენობის უკან, კლისთენუს (ΚΛΕΙΣΘΕΝΟΥΣ) ქუჩა 15, მე-3 სართული, ოფისი 7. ტელ: 2103236109. ოფისის სამუშაო საათებია 09.00 – 18.00 ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.

26/03/2021

წინამდებარე პოსტი ეხება საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს! 🇬🇪

მიგრაციის სამინისტროს პრეს-რელიზის თანახმად ბინადრობის მოწმობები (ე.წ. „ადია დიამონის“) და ბინადრობის მოწმობის მისაღებად ან გადასავადებლად განცხადების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობები (ე.წ. „ბლე ვევეოსი“), რომლებსაც მოქმედების ვადა გაუვიდათ 2020 წლის 1 იანვრიდან და რომლებსაც მოქმედების ვადა გაუვა 2021 წლის 30 დეკემბრამდე გადავადდება ავტომატურად 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

აღნიშნული პრეს-რელიზი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

migration.gov.gr

26/03/2021

საბერძნეთის მოქალაქეობის 🇬🇷🇬🇷🇬🇷 მიღების მსურველთა საყურადღებოდ❗️

ამ წლის 1 აპრილიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომელმაც ცვლილებები შეიტანა საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურაში.

ახალი კანონის თანახმად, საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად განცხადების ჩაბარებისათვის არსებობს წინაპირობა, ანუ საჭიროა სპეციალური გამოცდის ჩაბარება წერილიბითი ფორმით და სპეციალური სერთიფიკატის მოპოვება. გამოცდები ჩატარდება წელიწადში ორჯერ მთელი საბერძნეთის მასშტაბით, მაისის და ნოემბრის თვეებში.

ზემოაღნიშნული ეხება ასევე იმათაც, ვინც უკვე ჩააბარა საბუთები და დღემდე არ გაიარა შესაბამისი კომისია. მათი საბუთების განხილვა შეწყდება აღნიშნული სერთიპიკატის წარდგენამდე.

გამოცდების საკითხები შეგიძლიათ მოიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის შემდეგ ბმულზე:
https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/

გამოსულია ასევე წიგნი, რომელშიც მოცემულია საკითხები და მათზე პასუხები. ეს წიგნი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ან გამოიწეროთ შემდეგ ბმულზე:
https://24grammata.com/product/00387/

13/05/2020

წინამდებარე პოსტი ეხება საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს! 🇬🇪

საბერძნეთის რესპუბლიკის სამთავრობო გაზეთში (შესაბამისი საკანონდებლო მაცნე) გამოქვეყნდა ნომერი 4686/2020 კანონი (გაზეთის ნომერი Α’96/12.05.2020) «მიგრაციული კანონმდებლობის გაუმჯობესება, ნომერ 4636/2019 (A΄ 169), 4375/2016 (A΄ 51), 4251/2014 (Α΄ 80) კანონებში ცვლილებების შეტანა და სხვა დებულებები» და აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა მის გამოქვეყნებისთანავე.

ამ კანონის მუხლი 36 დებულების თანახმად მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ბინადრობის მოწმობას საბერძნეთში შვიდი წლის ცხოვრების დამტკიცებით (ე.წ. „ადია დიამონის ღია ექსერეტიკუს ლოღუს“ - άδεια διαμονής για εξαιρετικούς λόγους») შეძლებენ აღნიშნული ბინადრობის მოწმობის გადავადებას იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ მოქმედი ჯანმრთელობის წიგნაკი (ე.წ. „ვივლიარიო იღიას“ – βιβλιάριο υγείας).

ამავე კანონის მუხლი 43 თანახმად „გარდამავალი დებულებები“, მუხლი 36 ახალი დებულებები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა აღნიშნული ბინადრობის მოწმობა გაიცემა ამა წლის 12 მაისიდან.

05/05/2020

📢 წინამდებარე პოსტი ეხება საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 🇬🇪

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბინადრობის მოწმობების მოქმედების ვადის გაგრძელების ახალი განცხადება❗️

საბერძნეთის რესპუბლიკის სამთავრობო გაზეთში (შესაბამისი საკანონდებლო მაცნე) გამოქვეყნდა მიგრაციის და თავშესაფრის საკითხების მინისტრის ნომერი 14119/2020 გადაწყვეტილება (გაზეთის ნომერი B’1654/04.05.2020), რომელიც არეგულირებს ბინადრობის მოწმობების მოქმედების ვადის გაგრძელებას❗️

☑️ ამ გადაწყვეტილების თანახმად, ბინადრობის მოწმობები (ე.წ. „ადია დიამონის“ და „დელტიო დიამონის“), რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე და რომელთა განახლება შესაძლებელი იყო მოქმედი კანონმდებლობის დებულებების თანახმად და ასევე ბინადრობის მოწმობები, რომელთა ვადა იწურება 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისამდე, შეიძლება განახლდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

☑️ ასევე ბინადრობის მოწმობის მისაღებად ან გადასავადებლად განცხადების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობები (ე.წ. „ბლე ვევეოსი“) და ლეგალური ცხოვრების სპეციალური მოწმობები (ე.წ. „იდიკი ვევეოსი“), რომელთა ვადა ამოიწურა 2020 წლის 12 მარტამდე და რომელთა განახლება შესაძლებელი იყო მოქმედი კანონმდებლობის დებულებების თანახმად და ასევე ის ცნობები, რომელთა ვადა იწურება 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისამდე, შეიძლება განახლდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

☑️ ბინადრობის მოწმობების და ცნობების მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება ავტომატურად და ამისათვის არ არის საჭირო გადავადების უფლების დამდგენი აქტის გამოცემა. ახალი ბინადრობის მოწმობების მოქმედების ვადა დაიწყება წინა ბინადრობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან.

☑️ ხოლო რაც შეეხება მოქალაქეების იმ კატეგორიას, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ შესაბამისი ვიზის საფუძველზე ბინადრობის მოწმობის მისაღებად შეეტანათ განცხადება 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 15 მასამდე, შესაძლებლობა აქვთ შეიტანონ აღნიშნული განცხადება 2020 წლის 30 სექტემბრამდე.

14/04/2020

საბერძნეთის ეროვნული ვიზების (კატეგორია D) მოქმედების ვადის გაგრძელება

საბერძნეთის რესპუბლიკის სამთავრობო გაზეთში (შესაბამისი საკანონდებლო მაცნე) 2020 წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა ნორმატიული აქტი (გაზეთის ნომერი Α’84/13.04.2020), რომელიც არეგულირებს კორონავირუსით COVID 19 გამოწვეული პანდემიის შედეგებთან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღებას. აღნიშნული ნორმატიული აქტის მეთერთმეტე თავი შეიცავს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის დებულებებს და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებას.

ეროვნული ვიზების (კატეგორია D) მოქმედების ვადა, რომლებიც გაიცა მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე ნომერ 4251/2014 კანონის დებულებების შესაბამისად და რომელთა ვადა ამოიწურა 2020 წლის 11 მარტის შემდეგ ან ეს ვადა იწურება 2020 წლის 31 აგვისტომდე, ავტომატურად გრძელდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში მესამე ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ ყველა ის უფლება, რომელიც მათ ეძლევა შესაბამისი ვიზით. იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების პერიოდში დატოვებს საბერძნეთის ტერიტორიას, ვიზის მოქმედება წყდება მისი ქვეყნიდან გასვლის მომენტიდან.

მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული რეგულირება ვრცელდება სასწავლო ვიზებზე, ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ ვიზებზე და ა. შ. და არ ეხება საბერძნეთის ტერიტორიაზე შენგენის ვიზებით (კატეგორია C) ან უვიზო რეჟიმით შემოსულ მოქალაქეებზე.

09/04/2020

მიგრაციის და თავშესაფრის საკითხების სამინისტროს ოფიციალური განცხადებით დეცენტრალიზებულ სამმართველოების უცხოელთა და მიგრაციის სამსახურები (ე.წ. “პერიფერიები”) კორონავირუსის ეპიდემიის გამო არ მოემსახურება მოქალაქეებს 2020 წლის 15 მაისამდე. მინისტრის სათანადო გადაწყვეტილება გამოქვეყნდება საბერძნეთის რესპუბლიკის სამთავრობო გაზეთში (შესაბამისი საკანონმდებლო მაცნე).

31/03/2020

ბინადრობის მოწმობების მოქმედების ვადის გაგრძელება

საბერძნეთის რესპუბლიკის სამთავრობო გაზეთში (შესაბამისი საკანონდებლო მაცნე) გამოქვეყნდა მიგრაციის და თავშესაფრის საკითხების მინისტრის ნომერი 12889/2020 გადაწყვეტილება (გაზეთის ნომერი B’1086/30.03.2020), რომელიც ეხება ბინადრობის მოწმობების მოქმედების ვადის გაგრძელებას.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, ბინადრობის მოწმობები, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 11 მარტამდე და რომელთა განახლება შესაძლებელი იყო მოქმედი კანონმდებლობის დებულებების თანახმად და ასევე ბინადრობის მოწმობები, რომელთა ვადა იწურება 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 12 მაისამდე, შეიძლება განახლდეს მათი ვადის ამოწურვიდან ხუთი თვის განმავლობაში.

ასევე ბინადრობის მოწმობის მისაღებად ან გადასავადებლად განცხადების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობები (ე.წ. „ბლე ვევეოსი“) და ლეგალური ცხოვრების სპეციალური მოწმობები (ე.წ. „იდიკი ვევეოსი“), რომელთა ვადა ამოიწურა 2020 წლის 12 მარტამდე და რომელთა განახლება შესაძლებელი იყო მოქმედი კანონმდებლობის დებულებების თანახმად და ასევე ის ცნობები, რომელთა ვადა იწურება 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 12 მაისამდე, შეიძლება განახლდეს მათი ვადის ამოწურვიდან ხუთი თვის განმავლობაში.

ბინადრობის მოწმობების და ცნობების მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება ავტომატურად და ამისათვის არ არის საჭირო გადავადების უფლების დამდგენი აქტის გამოცემა.

ხოლო რაც შეეხება მოქალაქეების იმ კატეგორიას, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ ბინადრობის მოწმობის მისაღებად შეეტანათ განცხადება 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 10 აპრილამდე შესაბამისი ვიზის საფუძველზე, შესაძლებლობა აქვთ შეიტანონ აღნიშნული განცხადება 2020 წლის 10 მაისამდე.

22/03/2020

მიმდინარე წლის 23 მარტის დილის 6 საათიდან კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებით საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო ზომების მიღება და აკრძალულია მოქალაქეების სახლიდან უმიზეზოდ გამოსვლა და გადაადგილება. დართულ ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ პირობებს და მიზეზებს, რომლებიც გაძლევთ უფლებას დატოვოთ სახლი და კანონიერად გადაადგილდეთ, ამასთან თან უნდა იქონიოთ პასპორტი და ბინადრობის მოწმობა.

სახლიდან გამოსვლისათვის შეგიძლიათ მიიღოთ ნებართვა თქვენი მობილური ტელეფონის მეშვეობითაც. ამისათვის საჭიროა გააგზავნოთ SMS წერილი (მესიჯი) ნომერზე 13033 და გაგზავნა უფასოა.
SMS უნდა იყოს შემდეგი ფორმის:
X (გამოტოვეთ მანძილი) თქვენი სახელი და გვარი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
X ნაცვლად უნდა ჩაწეროთ ციფრები 1, 2, 3, 4, 5 ან 6.
თითოეული ციფრი შეესაბამება იმ ექვსი მიზეზიდან თითოს, რომელთა გამოც დაშვებულია სახლიდან გამოსვლა:
1. აფთიაქში წასვლა ან ვიზიტი ექიმთან, რომელიც გადაუდებელია და წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.
2. პირველადი საჭიროების პროდუქციის გაყიდვის მომუშავე ობიექტები (სუპერმარკეტი, მინიმარკეტი).
3. ვიზიტი ბანკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ელექტრონული ოპერაციების განხორციელების საშულება.
4. გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარების მიზნით გადაადგილება.
5. კანონით დაშვებულ შემთხვევებში რიტუალებზე მისვლა (მაგალითად გასვენება, ქორწილი, ნათლობა) და განქორწინებული მშობლების შემთხვევაში გადაადგილება, რომელიც საჭიროა მშობლისა და შვილის კონტაქტისათვის.
6. ფიზიკური ვარჯიში სახლის გარეთ ან შინაური ცხოველის გასეირნება, მარტომ ან მაქსიმუმ ორი პირის მიერ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში მათ შორის დაცული უნდა იქნეს 1,5 მეტრის მანძილი.

SMS წერილის სახით მიიღებთ პასუხს (ნებართვას):
გადაადგილება X (გამოტოვილი მანძილი) თქვენი სახელი და გვარი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

სახლიდან ნებართვის გარეშე გასულები დაჯარიმდენიან 150 ევროს თანხით.

forma.gov.gr

საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი უფასოდ გაიცემა 21/03/2019

აქცია იმოქმედებს მაისის თვეში!

საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი უფასოდ გაიცემა „ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დო....

25/02/2016

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველთა საყურადღებოდ, შეგიძლიათ მიმართოთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს საბერძნეთში მისამართზე: ათენი, ალიმოსი, დოდეკანისუს ქუჩა 6, ტელეფონი: 2109919040 და მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოში დაბრუნების პირობების შესახებ.

Υποστηριζόμενη Εθελοντική Επιστροφή και Επανένταξη | International Organization for Migration Η υποστηριζόμενη εθελοντική επιστροφή και επανένταξη είναι αναπόσπαστο μέρος μίας συνθετικής ανθρωπιστικής προσέγγισης στη μεθοδική διαχείριση της μετανάστευσης, που στοχεύει στην επιστροφή και επανένταξη των μεταναστών που δεν μπορούν ή δεν θέλουν να παραμείνουν στη χώρα υποδοχής και επιθυμούν να ε…

Want your business to be the top-listed Government Service in Athens?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Κλεισθένους 15
Athens
10552