Georgia in Thessaloniki

Call Directions Website Contact the organization

Georgia in Thessaloniki Consulate General of Georgia in Thessaloniki

02/11/2026
⚜️ საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში საბერძნეთსა და მეგობარ ბერძენ ხალხს ულოცავს 28 ოქტომბრის ეროვნულ დღეს...
28/10/2026

⚜️ საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში საბერძნეთსა და მეგობარ ბერძენ ხალხს ულოცავს 28 ოქტომბრის ეროვნულ დღესასწაულს!

⚜️ Χρόνια πολλά για την Εθνική Εορτή της 28ης Οκτωβρίου εύχεται το Γενικό Προξενείο της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη στην Ελλάδα και στον φίλο ελληνικό λαό!

⚜️ საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში მეგობარ ბერძენ ხალხს ულოცავს თესალონიკის მფრაველის, წმინდა დიდმოწამე ...
26/10/2026

⚜️ საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში მეგობარ ბერძენ ხალხს ულოცავს თესალონიკის მფრაველის, წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს!

⚜️Το Γενικό Προξενείο της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη εύχεται στον φίλο ελληνικό λαό χρόνια πολλά για την εορτή του Αγίου Δημητρίου, πολιούχου της Θεσσαλονίκης!

GEO/ENG👇საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით...
23/10/2026

GEO/ENG👇

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ სტუმრებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების საქმიანობა, არსებული სატრანზიტო შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ მნიშვნელობას და ,,შუა დერეფნის” განვითარებაში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურების როლს.

ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომლის განხორციელება გაზრდის საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს.

The foreign ministers of Kazakhstan, Kyrgyzstan, Tajikistan, Turkmenistan and Uzbekistan, together with Georgia’s Deputy Prime Minister and Minister of Foreign Affairs Maka Botchorishvili, visited Batumi Sea Port and its terminal infrastructure. The visit took place as part of the Meeting of the Foreign Ministers of Georgia and the Central Asian Countries.

Ivane Abashidze, Director of the Maritime Transport Agency of Georgia, briefed the guests on the operations of Georgia’s seaports, existing transit capacities, and ongoing and planned infrastructure projects.

Particular attention was paid to Georgia’s strategic importance as a transport and logistics hub connecting Europe and Asia, as well as to the role of the country’s seaports in the development of the Middle Corridor.

The strategic importance of the Anaklia Deep Sea Port project was underscored, as its implementation will expand Georgia’s maritime transport capacity.

https://www.facebook.com/share/p/1CtFi3JQoU/

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზ...
23/10/2026

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრაში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის”საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

https://www.facebook.com/share/p/1KY4JBEhC9/

23/10/2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე ...
23/10/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 23 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებებს მართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

https://www.facebook.com/share/p/1A1mM2dyGn/

⚜️ 2026 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თესა...
21/10/2026

⚜️ 2026 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თესალიის რეგიონში, კერძოდ, ქ. ლარისაში და ქ. ვოლოსში, სადაც შეხვედრები გამართა თესალიის რეგიონის გუბერნატორთან, დიმიტრიოს კურეტასთან, ქ. ლარისას მერთან, ათანასიოს მამაკოსთან და ქ. ვოლოსის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ელენა ანდონოპულუსთან.

⚜️ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე და ხაზი გაესვა ამ კავშირების უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო თესალიისა და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დაძმობილების შესაძლებლობას. ამასთანავე, აღინიშნა პონტოელი ბერძნების როლი, რომლებიც ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ ორ ქვეყანასა და ორ ერს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში.

⚜️ Στις 16–17 Οκτωβρίου 2026, ο Γενικός Πρόξενος της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη, κ. Gela Japaridze πραγματοποίησε επίσημη επίσκεψη στην Περιφέρεια Θεσσαλίας, και συγκεκριμένα στη Λάρισα και στον Βόλο, όπου είχε συναντήσεις με τον Περιφερειάρχη Θεσσαλίας, κ. Δημήτριο Κουρέτα, τον Δήμαρχο Λαρισαίων, κ. Αθανάσιο Μαμάκο, και την Εντεταλμένη Δημοτική Σύμβουλο του Δήμου Βόλου, κα Έλενα Αντωνοπούλου.

⚜️ Κατά τις συναντήσεις, δόθηκε έμφαση στους ιστορικούς δεσμούς μεταξύ της Γεωργίας και της Ελλάδας και υπογραμμίστηκε η σημασία της περαιτέρω εμβάθυνσης και ενίσχυσής τους. Συζητήθηκε επίσης η δυνατότητα αδελφοποίησης της Περιφέρειας Θεσσαλίας με μία από τις περιφέρειες της Γεωργίας. Παράλληλα, επισημάνθηκε ο ρόλος των Ελλήνων του Πόντου, οι οποίοι αποτελούν γέφυρα φιλίας μεταξύ των δύο χωρών και των δύο λαών.

⚜️ 2026 წლის 6 ოქტომბერს, ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ და დიაგნოსტიკური ცენტრის „პლატ...
08/10/2026

⚜️ 2026 წლის 6 ოქტომბერს, ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ და დიაგნოსტიკური ცენტრის „პლატონი“ (PLATON DIAGNOSIS) პრეზიდენტმა ხრისტინა კარკალიმ ხელი მოაწერეს 2024 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების კიდევ ერთი წლით გაგრძელებას.

⚜️ შეთანხმების თანახმად, თესალონიკის საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ცენტრის ლაბორატორიებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ყოველთვიურად საქართველოს 10 მოქალაქე სრულიად უფასოდ ჩაიტარებს სისხლის ანალიზებს ცენტრის ფილიალებში. შეირჩევიან ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად საჭიროებენ სამედიცინო გამოკვლევებს.

⚜️ მოქალაქეების შერჩევას განახორციელებს თესალონიკის ემიგრანტთა ჯგუფის „SOS“-ის ხელმძღვანელი ლეილა ჯაფიაშვილი.
ტელ.: +30 699 543 6369.

დიაგნოსტიკური ცენტრის ხუთი ფილიალია:
• თემისტოკლი სოფულის ქ. 14 — +30 2310 425 901
• კონსტანტინოს კარამანლის ქ. 64 — +30 2310 805 540
• პილეა, ლეოფოროს კენედის ქ. 37 — +30 2310 425 901
• ეთნიკის ამინის ქ. 32 — +30 2310 425 901
• ალექსანდრუ სვოლუს ქ. 32 — +30 2310 425 901

⚜️ გენერალური საკონსულო მადლობას უხდის დიაგნოსტიკური ცენტრის „პლატონის“ ხელმძღვანელობასა და ლეილა ჯაფიაშვილს თანამშრომლობისთვის.

GEO/ENG👇2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიი...
07/10/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.

ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

On 7 October 2026, in Geneva, the United Nations Human Rights Council adopted the resolution entitled “Cooperation with Georgia,” addressing the human rights situation in Georgia’s occupied regions.

At the session of the UN Human Rights Council, Georgia’s resolution was presented by Deputy Minister of Foreign Affairs Lasha Darsalia.

As in the previous year, the resolution was adopted by consensus, marking a significant achievement for Georgia and demonstrating the strong support of the international community.

The Human Rights Council once again reaffirms its support for the sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognized borders and expresses concern over various forms of discrimination and human rights violations perpetrated against the ethnic Georgian population in the Abkhazia and Tskhinvali regions occupied by Russia.

The resolution underscores the importance of the Geneva International Discussions established pursuant to the 12 August 2008 Ceasefire Agreement.

The resolution expresses concern over restrictions on access to the occupied territories for international and regional human rights monitoring mechanisms.

In this regard, the Council calls for ensuring the immediate and unhindered access of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights and international and regional human rights mechanisms to the occupied regions.

The resolution also underscores the occupation of the Abkhazia and Tskhinvali regions by Russia and the importance of the judgments of the European Court of Human Rights delivered between 2021 and 2026, and condemns actions undertaken by Russia towards future illegal annexation of Abkhazia and Tskhinvali regions.

Georgia has been submitting this resolution to the Human Rights Council annually since 2017.

https://www.facebook.com/share/p/1CKhJmqFAN/

Address

Μητροπολίτου αμβροσιου Μοσχονησίων 11, Θεσσαλονίκης
Thessaloníki
54655

Opening Hours

Monday 09:00 - 13:30
Tuesday 09:00 - 13:30
Wednesday 09:00 - 13:30
Thursday 09:00 - 13:30

Telephone

+306936840912

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Thessaloniki posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Thessaloniki:

Shortcuts

Share