Georgia in Israel

Directions Website Contact the organization

Georgia in Israel Welcome to the official page of the Embassy of Georgia in the State of Israel.

24/10/2026
07/10/2026
27/09/2026

GEO/ENG👇

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

On the occasion of the 33rd anniversary of the fall of Sokhumi and in tribute to the memory of those who lost their lives in the war in Abkhazia, the national flags are being flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs of Georgia and Georgian diplomatic representations.

GEO/ENG👇საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ...
18/09/2026

GEO/ENG👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia condemns the so-called presidential elections held in the occupied Tskhinvali region on 18 September 2026.

The holding of these so-called elections is contrary to the fundamental norms and principles of international law. It cannot confer legitimacy on the occupation regime and does not alter the international legal status of the Tskhinvali region as an integral part of Georgia.

The conduct of any so-called elections in the occupied territories of Georgia amid the Russian Federation’s military occupation and effective control, in circumstances where internally displaced persons and refugees are denied the opportunity to return safely and with dignity to their homes, is illegal and cannot produce any legal effect under international law.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia also strongly condemns the decision of the Russian Federation to hold elections to the State Duma of the Federal Assembly of the Russian Federation in the occupied Abkhazia and Tskhinvali regions from 18 to 20 September 2026.

The opening and operation of polling stations of the Russian Federation on the sovereign territory of Georgia without the consent of the Government of Georgia constitute yet another gross violation of Georgia’s sovereignty and territorial integrity and a further clear manifestation of the Russian Federation’s policy directed towards the de facto annexation of Georgian regions.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia calls upon the international community to duly assess and unequivocally condemn the aforementioned unlawful actions of the Russian Federation and to ensure an appropriate international legal and political response.

Georgia continues to call on the international community to firmly uphold Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders and to support the peaceful resolution of the conflict.

https://www.facebook.com/share/p/14qNmVvXmbU/?mibextid=wwXIfr

საქართველოს საელჩო ულოცავს ებრაელ ხალხს ებრაულ ახალ წელს — როშ ჰაშანას!დაე, ახალი წელი იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის წ...
11/09/2026

საქართველოს საელჩო ულოცავს ებრაელ ხალხს ებრაულ ახალ წელს — როშ ჰაშანას!
დაე, ახალი წელი იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი.

The Embassy of Georgia extends its warmest wishes to the Jewish people on the occasion of the Jewish New Year — Rosh Hashanah!

May the New Year be a year of peace and prosperity. שגרירות גאורגיה מברכת את העם היהודי לרגל ראש השנה!

מי ייתן והשנה החדשה תהיה שנה של שלום ושגשוג.

2026 წლის 9 სექტემბერს, ქ. იერუსალიმში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა ისრაე...
09/09/2026

2026 წლის 9 სექტემბერს, ქ. იერუსალიმში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოჰანასთან.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მჭიდრო და მრავალწლიან ურთიერთობებს, რომლებიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მეგობრობასა და ორ ხალხს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს.

საქართველოს ელჩმა და ქნესეთის თავმჯდომარემ გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობასა და საერთო ინტერესის სხვა სფეროებზე.


On 9 September, 2026 in Jerusalem Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to the State of Israel, H.E. Mr. Beka Dvali had a meeting with the Speaker of the Knesset of the State of Israel, Amir Ohana.

During the meeting the Parties discussed the close and longstanding ties between Georgia and the State of Israel, founded on mutual respect, friendship, and strong people-to-people connections.

The Parties also exchanged views on the prospects for further deepening and strengthening bilateral relations, including parliamentary cooperation and other areas of mutual interest.

2026 წლის 7 სექტემბერს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა, ევროკავშირის, ...
07/09/2026

2026 წლის 7 სექტემბერს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა, ევროკავშირის, ინდოეთისა და ეკვადორის ელჩებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ისრაელის ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების კონფერენციაში (National Food Security Conference 2050).

საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების, აგრარული სექტორის მდგრადობის, სასურსათო უსაფრთხოების, სავაჭრო კორიდორების და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების საკითხებისადმი საქართველოს მიდგომებზე.

On 7 September 2026 Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to the State of Israel, H.E. Mr. Beka Dvali participated as a speaker in Israel’s National Food Security Conference 2050, alongside the Ambassadors of the European Union, India, and Ecuador.

Ambassador of Georgia highlighted Georgia’s approaches to addressing climate change, strengthening the resilience of the agricultural sector, ensuring food security, and safeguarding trade corridors and supply chains.

Address

7 Jabotinsky
Ramat Gan
5252007

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Israel posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Israel:

Shortcuts

Share