Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy-Mariam Botchorishvili

Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy-Mariam Botchorishvili

Condividi

Informazioni di contatto, mappa e indicazioni stradali, modulo di contatto, orari di apertura, servizi, valutazioni, foto, video e annunci di Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy-Mariam Botchorishvili, Organizzazione governativa, Milan.

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy-Mariam Botchorishvili's post 16/07/2022

2022 წლის 15 ივლის საქართველოში აღინიშნა ვლაქერნობის დღესასწაული.

ყოველ 15 ივლისს, დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს გამოაბრძანებენ და ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ასვენებენ, სადაც მომლოცველებს მასთან მიახლების შესაძლებლობა ეძლევათ.

ვლაქერნობის დღესასწაული მეხუთე საუკუნეში დაწესდა, რომელიც ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადებას ნიშნავს, ხოლო ვლაქერნობა ზუგდიდში, ვლაქერნის სახელობის ხატის სახელობის ტაძარში 1990 წლიდან აღინიშნება. მაშინ დღესასწაულის მასშტაბები ბევრად მცირე იყო, ხოლო დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანდებიან მომლოცველები და ზუგდიდში აღნიშნავენ დღესასწაულს.

ვლაქერნობის დღესასწაული გახლავთ არამარტო რელიგიური, არამედე სახალხო დღესასწაული.
ეს დიდებული დღესასწაული გაიმართა მაღალყოვლადუსამღვდელოესის,ზუგდიდისა და ცაიშის პოტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს დამსახურებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტერის მერიის თანამშრომლობით

🇬🇪🇮🇹აღსანიშნავია, რომ ვლაქერნობის დღესასწაულზე საქართველოს იტალიელ მეგობარს, დონ ფრანკო ჩერუტის ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.
Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
ქალაქ ზუგდიდის მერია

Concerto CA****LA MUSICALE PONTIFICIA “SISTINA” 25/06/2022

📣ხვალ, იტალიის დროით 18:00 საათზე!
🇬🇪🇻🇦უნიკალური კონცერტი სამების საკათედრო ტაძრის გუნდის შესრულებით, უნიკალურ სიქსტეს კაპელაში!
‼️არ გამოტოვოთ პირდაპირი ჩართვა ვატიკანიდან!

Concerto CA****LA MUSICALE PONTIFICIA “SISTINA” CORO PATRIARCALE DELLA CATTEDRALE DELLA SANTISSIMA TRINITÀ DI TBILISIDott. Svimon JangulashviliDirettore artistico, Direttore principale e Maestro del CoroG...

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy-Mariam Botchorishvili's post 10/06/2022

🇬🇪🇮🇹2022 წლის, 9 ივნისს, იტალიაში საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა
ისაუბრა იტალიაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ და აღნიშნა მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ქართველმა ახალგაზრდებმა, რომლებიც იტალიაში სხვადასხვა მიმართულებით სწავლობენ და საქმიანობენ, საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარეს მათი გამოცდილება და უამბეს თავიანთი სამომავლო გეგმების შესახებ.

27/05/2022

⛪️ პატრიარქის მიმართვა ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისადმი

✨ ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ.

მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა; ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში... და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს; ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება... გააცნოთ უცხოელთ.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს.

ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ.

არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც,რომ თითოელი თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ.

ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს.

იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები და თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ქვეყანაში მისი დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქენი.

დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას.

სამშობლოს თქვენ უყვარხართ.

სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით.

ყოვლადწმინდა სამებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოგაკლოთ, ამინ!

⛪️ სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

➡️ 27.05.2022

25/05/2022

ეძღვნება ჩვენს საქართველოს! #26მაისი🇬🇪

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…”

განთიადი/Sunrise
მარიამ ბოჭორიშვილი/Mariam Botchorishvili
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ტექსტის ავტორი: აკაკი წერეთელი
Composer: Revaz Laghidze
Lyrics: Akaki Tsereteli

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy-Mariam Botchorishvili's post 09/05/2022

🇬🇪🇮🇹 2022 წლის 5 მაისს, ქალაქ ვერონაში, გაიმართა იტალიური კოსმეტიკური ხაზის AAAAASIX-ის პრეზენტაცია, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ქართველი თეოანა ალააკა სიხარულიძე. იგი იტალიურ პრესაში ცნობილია, როგორც Teoaana Six.

AAAAASIX-ის ღონისძიება გაიმართა Calzedonia Group-თან თანამშრომლობითა და დაფინანსებით.

ღონისძიების ადგილმდებარეობად შეირჩა Falconeri-ის მაღაზია, რომელიც ასევე ზემოთხსენებულ ჯგუფს მიეკუთვნება და მდებარეობს ვერონის ისტორიულ ცენტრში, ვერონის არენის, რომაული ამფითეატრის წინ.

კომპანიებს შორის თანამშრომლობა განაპირობა მათთვის საერთო ფილოსოფიამ, რომელიც ეფუძნება მდგრადი , ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსთვის უვნებელი პროდუქტის შექმნას.

ღონისძიებას დაესწრო ასევე საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, მარიამ ბოჭორიშვილი.

კოსმეტიკური ხაზის პრეზენტაციისას ხაზი გაესვა საქართველოს როლს. AAAAASIX-ის კოსმეტიკური ბრენდი დაფუძნებიდანვე თანამშრომლობს საქართველოსთან, კერძოდ საქართველოს სამხატვრო აკადემიის პროფესორთან, ნინკა ჯაშთან, რომლის მიერ სპეციალურად შექმნილი ნახატები ამშვენებენ კოსმეტიკური ბრენდის ესთეთიკურ და სარეკლამო მხარეს, რამაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.

დაანონსდა ასევე სამომავლო პროექტები, რომლებიც საქართველო-იტალიას შორის ურთიერთობებს გააღრმავებს, გარდა კოსმეტიკური ინდუსტრიისა, ასევე მოდისა და კულტურის მიმართულებით.

📌კოსმეტიკური ხაზის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლოა შემდეგი ბმულის მეშვეობით:
https://aaaaasix.shop/?v=cea9ee4cc3ce

24/04/2022

ქრისტე აღდგა! გილოცავთ!💫✨

2022 წლის სააღდგომო ლიტურგია, მილანი.
წმ. თამარ მეფის სახელობის სამრევლო

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy-Mariam Botchorishvili's post 01/03/2022

🇬🇪🇮🇹2022 წლის 27 თებერვალს, მილანის სათვისტომო ,,სამშობლო გულით სატარებლის’’ ინიციატივით გაიმართა ყველასათვის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობების იტალიურენოვანი კრებულის პრეზენტაცია. წიგნი წარადგინა იტალიურმა გამომცემლობამ- ,,La Vita Felice”.

🔹,,სამშობლო გულით სატარებლის” მოწვევით მილანს ეწვია საპარლამენტო დელეგაცია, კერძოდ, დიასპორის კომიტეტის წარმონადგენლები, რომელთა მიზანი ღონისძიებაზე დასწრების გარდა, იტალიაში მცხოვრებო ქართველი ემიგრანტების გაცნობა, გასაუბრება და მათი პრობლემების შესწავლა გახლდათ.

🔹ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, იტალიაში საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და როგორც ქართველი, ასევე იტალიელი სტუმრები.

ღონისძიებას გაუძღვა ასოციაცია “სამშობლობლო გულით სატარებლის” პრეზიდენტი, ქალბატონი ნუნუ გელაძე, რომელმაც ისაუბრა სათვიტომოს მრავალწლიან საქმიანობაზე, რომელიც 2005 წლის 27 იანვრიდან იღებს სათავეს და რომლის სახელი დიდ ქართველ ემიგრანტს, ნინო ყაუხჩიშვილს უკავშირდება.

🔹აღსანიშნავია, რომ ,, სამშობლო გულით სატარებელი’’ მრავალი წელია უანგაროდ ეწევა იტალიაში ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას, თუმცა, ასოციაციის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კულტურული საკითხებით, არამედ აქტიურადაა ჩართული ემიგრანტთა დახმარების, ასევე, სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარულ საქმიანობაში.

📖წიგნი იტალიურ ენაზე თარგმნა ჩვენმა თანამემამულემ, იტალიაში უკვე აღიარებულმა მწერალმა რუსკა ჟორჟოლიანმა, ხოლო დიზაინი ეკუთვნის მის დას, ასევე, უკვე აღიარებულ მხატვარს ქეთი ჟორჟოლიანს. წიგნი გამოიცა საქართველოს მწერალთა სახლისა და ნოდარ დუმბაძის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy-Mariam Botchorishvili's post 24/02/2022

2022 წლის, 24 თებერვალს, ქალაქ მილანში, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით გაიმართა უკრაინის სოლიდარობის აქცია.🇬🇪🇺🇦

აქციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს მილანში უკრაინის გენერალურ საკონსულთან და შემდგომ გადაინაცვლეს ქალაქის ცენტრში, სადაც იმართებოდა მასშტაბური სოლიდარობის აქცია.

Il 24 febbraio 2022, a Milano, con la iniziativa della giovane Ambasciatrice della Georgia in Italia, Mariam Bochorishvili, si è svolta una manifestazione di solidarietà a Ucraina.🇬🇪🇺🇦
I manifestanti hanno iniziato la manifestazione davanti al Consolato Generale dell'Ucraina a Milano e poi si sono spostati al centro della città, dove si è svolta una manifestazione di solidarietà su larga scala.
Consolato Generale d'Ucraina a Milano/ГКУ в Мілані

24/02/2022

სოლიდარობა უკრაინას!🇬🇪🇺🇦✊🏻
მილანში და მილანთან ახლოს მცხოვრებო ქართველებო, გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინას!🇬🇪🇺🇦
24 თებერვალი, 20:00.
შეკრების ადგილი: უკრაინის გენერალური საკონსულო მილანში,Via Ludovico di Breme 11.

Vuoi che la tua azienda sia il Servizio Di Governo più quotato a Milan?

Clicca qui per richiedere la tua inserzione sponsorizzata.

Ubicazione

Telefono

Sito Web

Indirizzo


Milan