Georgia in the Holy See

Indicazioni Sito Web

Georgia in the Holy See Georgia in Holy See

26/09/2026
25/09/2026
18/09/2026

GEO/ENG👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia condemns the so-called presidential elections held in the occupied Tskhinvali region on 18 September 2026.

The holding of these so-called elections is contrary to the fundamental norms and principles of international law. It cannot confer legitimacy on the occupation regime and does not alter the international legal status of the Tskhinvali region as an integral part of Georgia.

The conduct of any so-called elections in the occupied territories of Georgia amid the Russian Federation’s military occupation and effective control, in circumstances where internally displaced persons and refugees are denied the opportunity to return safely and with dignity to their homes, is illegal and cannot produce any legal effect under international law.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia also strongly condemns the decision of the Russian Federation to hold elections to the State Duma of the Federal Assembly of the Russian Federation in the occupied Abkhazia and Tskhinvali regions from 18 to 20 September 2026.

The opening and operation of polling stations of the Russian Federation on the sovereign territory of Georgia without the consent of the Government of Georgia constitute yet another gross violation of Georgia’s sovereignty and territorial integrity and a further clear manifestation of the Russian Federation’s policy directed towards the de facto annexation of Georgian regions.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia calls upon the international community to duly assess and unequivocally condemn the aforementioned unlawful actions of the Russian Federation and to ensure an appropriate international legal and political response.

Georgia continues to call on the international community to firmly uphold Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders and to support the peaceful resolution of the conflict.

08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

GEO/ENG👇🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფ...
17/07/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“.

ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას.

🇬🇪🇺🇸 The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, is participating in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio.

The event is being held in Washington, D.C., and brings together representatives from approximately 60 countries.

Held as part of the United States’ new strategic framework for countering terrorism, the Ministerial aims to address ways to combat the new wave of political violence and the activities of extremist groups. Particular attention is being paid to strengthening effective international cooperation and further enhancing joint efforts in this area.

🇬🇪🇻🇦საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება 3 ივნისს, რომში, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის (რ...
05/06/2026

🇬🇪🇻🇦საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება 3 ივნისს, რომში, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის (როდოსის ორდენის) რეზიდენციაში გაიმართა. ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დაესწრო, რომლებმაც ქართული კულტურა, მუსიკა და ტრადიციული გასტრონომია გაიცნეს.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა, წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მდივნის მოადგილემ, მონსენიორ მიხაიტა ბლაჟმა და ასევე, ცნობილმა პოეტმა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორმა, დავით მაღრაძემ სიტყვით მიმართეს.
მუსიკალური ნაწილი სანდრო თიგიშვილის კვარტეტმა წარმოადგინა. მათ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ შექმნილი საგალობელი შეასრულეს.

🇬🇪🇻🇦Il 3 giugno, a Roma, presso la residenza del Sovrano Militare Ordine di Malta, nella Casa dei Cavaglieri di Rodi si è svolto un ricevimento solenne dedicato alla Festa dell’Indipendenza della Georgia. All’evento hanno partecipato i capi delle rappresentanze diplomatiche di oltre 50 Paesi, che hanno avuto l’opportunità di conoscere la cultura georgiana, la musica e la tradizionale gastronomia del Paese.
Nel corso della manifestazione hanno rivolto il loro saluto ai presenti l’Ambasciatore Straordinario e Plenipotenziario della Georgia presso la Santa Sede e il Sovrano Militare Ordine di Malta, David Mekvabishvili, il Sottosegretario per i Rapporti con gli Stati e le Organizzazioni Internazionali della Santa Sede, Mihaiță Blaj, nonché il noto poeta, autore del testo dell’Inno Nazionale della Georgia e Cavaliere dell’Ordine della Stella d’Italia, David Maghradze.
La parte musicale è stata curata dal quartetto di Sandro Tigishvili, che ha eseguito opere di compositori georgiani e un inno composto da Sua Santità Ilia II.
L’evento si è svolto in un clima di amicizia e dialogo, contribuendo ulteriormente al rafforzamento delle relazioni tra la Georgia, la Santa Sede e il Sovrano Militare Ordine di Malta.🇬🇪🇻🇦

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
29/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

Indirizzo

Rome

Orario di apertura

Lunedì 09:00 - 18:00
Venerdì 09:00 - 17:00

Notifiche

Lascia la tua email e sarai tra i primi a sapere quando Georgia in the Holy See pubblica novità e promozioni. Il tuo indirizzo email non verrà utilizzato per nessun altro scopo e potrai annullare l'iscrizione in qualsiasi momento.

Scelte rapide

Condividi