05/06/2026
🌐 GEO/ITA
🇬🇪🇮🇹 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონინო მინარდოს შეხვდა.
🔹 შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
🇬🇪🇮🇹 Il Presidente della Commissione Difesa e Sicurezza del Parlamento della Georgia, Alexander Tabatadze, ha incontrato il Presidente della Commissione Difesa della Camera dei Deputati della Repubblica Italiana, On. Antonino Minardo.
🔹 Durante l'incontro, le parti hanno discusso le questioni relative alla cooperazione tra Georgia e Italia, il contesto di sicurezza internazionale e regionale, le sfide esistenti nell'ambito della sicurezza informatica e le tematiche legate alle minacce ibride. È stata inoltre posta attenzione sulle opportunità di approfondire la collaborazione tra i due Paesi nel settore della difesa.
🔗 ვრცლად იხილეთ:
https://parliament.ge/media/news/aleksandre-tabatadze-italiis-deputatta-palatis-tavdatsvis-komitetis-tavmjdomares-shekhvda?fbclid=IwZnRzaASPe1lleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZAo2NjI4NTY4Mzc5AAEejkKzoQ40mtKQS9fS-tuoX8Ov40JN9m5HU713px7MneTZwuKokwtL_1EmfUk_aem_bZofj25U9PVZr7v4EPAEfw
საქართველოს პარლამენტი
05/06/2026
🌐 GEO/ITA
🇬🇪🇮🇹 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მაურიციო გასპარის შეხვდა.
🔹 შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
🔘 „შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველო-იტალიის მტკიცე პარტნიორობის დასადასტურებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება საერთო ინტერესების სფეროებში“, - განაცხადა მაურიციო გასპარიმ იტალიურ გამოცემა „Agenzia Nova“-სთან საუბრისას.
🇬🇪🇮🇹 Il Presidente della Commissione Difesa e Sicurezza del Parlamento della Georgia, Aleksandre Tabatadze, insieme alla delegazione al seguito, ha incontrato il Presidente della Commissione Affari Esteri e Difesa del Senato della Repubblica Italiana, On. Maurizio Gasparri.
🔹 Durante l'incontro, le parti hanno discusso delle relazioni bilaterali tra i due Paesi, delle prospettive di rafforzamento della cooperazione e delle sfide di sicurezza nella regione.
🔘 "L'incontro è stata una occasione importante per ribadire il rapporto tra Italia e Georgia, che è storicamente solido e si fonda su un consolidato partenariato politico ed economico. Ho inoltre espresso l'auspicio che la cooperazione bilaterale tra i due Paesi possa ulteriormente rafforzarsi nei settori di comune interesse", ha dichiarato l'On. Maurizio Gasparri ad "Agenzia Nova".
🔗 ვრცლად იხილეთ: https://www.parliament.ge/media/news/aleksandre-tabatadze-italiis-senatis-sagareo-da-tavdatsvis-komitetis-tavmjdomares-shekhvda
საქართველოს პარლამენტი
02/06/2026
Auguri ai nostri amici italiani per l’80° anniversario della Festa della Repubblica! 🇮🇹
ჩვენს იტალიელ მეგობრებს ვულოცავთ იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს! 🇮🇹
28/05/2026
📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://italy.mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola
28/05/2026
🌐 GEO/ITA
🇬🇪🇮🇹 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა, იტალიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის LUISS Guido Carli-ის მოწვევით, Country Day-ის ფარგლებში შეხვედრა გამართა სტუდენტებთან.
🔹 შეხვედრის ფარგლებში თამუნა ლილუაშვილმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც საქართველოსა და ევროპას აერთიანებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონული დაკავშირებადობის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების, ასევე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერების მიმართულებით.
🔹 ელჩმა სტუდენტებს გააცნო საქართველოს მიმდინარე რეფორმები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ.
🇬🇪🇮🇹 Su invito della prestigiosa università romana LUISS Guido Carli, l’Ambasciatore Straordinario e Plenipotenziario della Georgia, Tamuna Liluashvili, ha tenuto un incontro con gli studenti nell’ambito del "Country Day".
🔹 Durante l’evento, l’Ambasciatore Liluashvili ha illustrato il significato storico della Giornata dell'Indipendenza georgiana, ribadendo l'orientamento europeista del Paese e i valori fondamentali che accomunano la Georgia e l'Europa. Un’attenzione particolare è stata dedicata al ruolo strategico della Georgia nel rafforzamento della connettività regionale, nello sviluppo dei corridoi energetici e logistici, nonché nel consolidamento dell’architettura di sicurezza europea.
🔹 Nel corso dell'incontro, l’Ambasciatore ha presentato le riforme attualmente in atto nel Paese, il percorso di integrazione europea ed euro-atlantica, ponendo l'accento sulla ricchezza del patrimonio culturale e storico georgiano. L’evento, svoltosi in un formato interattivo, ha offerto agli studenti l'opportunità di approfondire, attraverso un proficuo scambio di opinioni, le priorità della politica estera georgiana e le sfide geopolitiche che caratterizzano l'attuale scenario regionale.
28/05/2026
🌐 GEO/ITA
🇬🇪🇮🇹 იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქ. რომის მუნიციპალიტეტისა და კულტურული პროექტის „Zètema Progetto Culturale“ მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტის „მუზეუმების ღამე 2026“ (Notte dei Musei) ფარგლებში, საქართველო კაპიტოლიუმის პროტომოთეკის დარბაზში (Sala della Protomoteca) საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
🔹 საღამოს ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ქართული კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტის შესრულებით. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა განსაკუთრებულ შესაძლებლობას ფართო საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ქართული კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების წარმოსაჩენად.
🔹 „მუზეუმების ღამე“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული ინიციატივაა, რომლის დროსაც მთელი ღამის განმავლობაში მუზეუმები და კულტურული სივრცეები დამთვალიერებლებისთვის ღიაა. ღონისძიება ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობს და მათ შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას.
🇬🇪🇮🇹 Organizzato dall'Ambasciata di Georgia nella Repubblica Italiana, con il sostegno del Ministero della Cultura della Georgia, del Comune di Roma e del progetto culturale "Zètema Progetto Culturale", nell'ambito del progetto internazionale "Notte dei Musei 2026", la Georgia è stata presentata come ospite d'onore nella Sala della Protomoteca del Campidoglio.
🔹 Nel corso della serata, il pubblico ha avuto l'opportunità di ascoltare brani di musica classica georgiana eseguiti dal quartetto d'archi del Teatro dell'Opera e del Balletto Statale di Tbilisi. Questo evento ha rappresentato un'occasione straordinaria per presentare la cultura e le tradizioni musicali georgiane a un vasto pubblico internazionale.
🔹 La "Notte dei Musei" è una delle iniziative culturali più importanti, durante la quale i musei e gli spazi culturali rimangono aperti ai visitatori per l'intera notte. L'evento accoglie ogni anno migliaia di ospiti, offrendo loro l'opportunità di scoprire la cultura e l'arte di diversi paesi.
25/05/2026
🌐 GEO/ITA
🇬🇪🇮🇹 იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კულტურის სამინისტროსა და მეღვინეობა “ნიმბის” მხარდაჭერით, ქ. რომის ისტორიულ Casina Valadier-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
🔹 საზეიმო მიღების საპატიო სტუმარი გახლდათ საქართველოს პირველი ლედი, ქალბატონი თამარ ბაგრატიონი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს, ბიზნესწრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
🔹 დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, თამუნა ლილუაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, გერარდო ამადუციმ და იტალიის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მეღვინეთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა და ცნობილმა ენოლოგმა, რიკარდო კოტარელამ.
🔹 საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ ფასეულობებზე, რომლებზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო დგას. თამუნა ლილუაშვილმა იტალიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები, არამედ რეგიონალური და გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში.
🔹 საღამო მუსიკალურად გააფორმეს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, კონსტანტინე ყიფიანმა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანმა კვარტეტმა. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები.
🇬🇪🇮🇹 Su iniziativa dell'Ambasciata di Georgia nella Repubblica Italiana, con il patrocinio del Ministero della Cultura e con il sostegno della casa vinicola "Nimbi", si è svolto presso la storica cornice di Casina Valadier a Roma il ricevimento ufficiale in occasione della Giornata dell'Indipendenza della Georgia.
🔹 L'evento ha visto la partecipazione, in qualità di ospite d'onore, della First Lady di Georgia, la Signora Tamar Bagrationi. All'incontro hanno preso parte alti rappresentanti delle istituzioni locali, del corpo diplomatico accreditato, del mondo della cultura, dell'imprenditoria e della comunità georgiana residente in Italia.
🔹 Hanno rivolto un indirizzo di saluto ai presenti l'Ambasciatore Straordinario e Plenipotenziario di Georgia nella Repubblica Italiana, S.E. Tamuna Liluashvili, l'Inviato Speciale del Ministero degli Affari Esteri e della Cooperazione Internazionale della Repubblica Italiana per il Caucaso Meridionale, il Consigliere Gerardo Amaduzzi, e il Presidente dell'Associazione Enologi Italiani, nonché Presidente Onorario dell'Unione Internazionale degli Enologi, il rinomato enologo Riccardo Cotarella.
🔹 Nel corso del suo discorso, l'Ambasciatore di Georgia ha posto l'accento sul profondo significato storico della Giornata dell'Indipendenza e sui valori fondanti dello Stato georgiano contemporaneo. S.E. Tamuna Liluashvili ha espresso formale gratitudine alle autorità italiane per il fermo e costante sostegno alla sovranità e all'integrità territoriale della Georgia, sottolineando la rilevanza del trentennale della cooperazione tra le due nazioni. L'Ambasciatore ha evidenziato i successi conseguiti sia nell'ambito delle relazioni bilaterali, con particolare riferimento ai legami economico-commerciali, culturali ed educativi, sia nel più ampio contesto della connettività regionale e globale.
🔹 Il programma culturale della serata è stato affidato al Maestro Nika Nikvashvili, a Iano Alibegashvili, a Konstantine Kipiani e al Quartetto d'archi del Teatro Statale dell'Opera e del Balletto di Tbilisi, i quali hanno eseguito una selezione di opere di rilievo del repertorio classico georgiano e internazionale.
საქართველოს კულტურის სამინისტრო
Nimbi · ნიმბი
23/05/2026
🌐 GEO/ITA
🇬🇪🇮🇹 2026 წლის 19 მაისს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს “კოლხეთის” ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი საღამო, რომლის ფარგლებშიც საქართველოდან სპეციალურად მოწვეულმა ხელოვნებმა მრავალფეროვანი შემოქმედება წარმოადგინეს.
🔹 საღამოს საპატიო სტუმარი გახლდათ საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი.
🔹 ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იტალიის კულტურული წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
🇬🇪🇮🇹 Il 19 maggio 2026, su iniziativa congiunta dell’Ambasciata della Georgia nella Repubblica Italiana e della comunità georgiana “Colchide”, si è svolta una serata dedicata alla cultura e all’arte georgiana, nell’ambito della quale artisti appositamente invitati dalla Georgia hanno presentato un programma ricco e diversificato.
🔹 Ospite d’onore della serata è stata la First Lady della Georgia, Tamar Bagrationi.
🔹 All’evento hanno inoltre partecipato rappresentanti degli ambienti culturali italiani e della diaspora georgiana.