27/10/2026
GEO/ENG👇
🇬🇪🇯🇵 2026 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ტოკიოში, ორგანიზაციის „მსოფლიო მემკვიდრეობის აკადემია“ (World Heritage Academy, WHA) ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სემინარი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს, რომლის ფარგლებშიც იუნესკოს მიერ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანილია უძველესი „ქვევრის“ ღვინის დაყენების მეთოდი და ქართული მრავალხმიანობა (პოლიფონია). მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხდა კოიჩირო მაცუურას, WHA-ს პრეზიდენტს და UNESCO-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს, მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.
სემინარის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებს ასევე წარედგინათ პრეზენტაცია საქართველოს მდიდარი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.
სემინარზე ასევე მოხსენებით გამოვიდა კოიჩირო მაცუურა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებზე.
ღონსიძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
🇬🇪🇯🇵 On October 27, 2026, a UNESCO Intangible Cultural Heritage seminar was held in Tokyo, organized by the "World Heritage Academy" (WHA) and supported by the Embassy of Georgia.
Notably, at the opening of the event, the Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia, Teimuraz Lezhava, delivered a welcoming speech to the audience. In his address, the Ambassador highlighted Georgia’s rich culture and traditions, noting that UNESCO has inscribed the ancient Qvevri w**e-making method and Georgian polyphony on the Intangible Cultural Heritage list. He also expressed special thanks to Koichiro Matsuura, President of WHA and former Director-General of UNESCO, for his invaluable contribution to the preservation of world heritage.
As part of the seminar, participants were also presented with a presentation on Georgia's rich history, culture, and traditions.
Koichiro Matsuura also gave a report at the event, speaking extensively about the importance of protecting cultural heritage and contemporary challenges.
In the final part of the event, a Georgian w**e tasting was held.