Georgia in Moldova

Call Directions Website Contact the organization

Georgia in Moldova Official page of the the Embassy of Georgia to the Republic of Moldova Welcome to the official page of the Embassy of Georgia in Chisinau.

We hope you will find our page engaging and informative. Visitors of the page will stay updated on key issues of bilateral relations, about Georgia's history, culture, tourism, business environment, as well as updates on the ongoing activities by the Embassy.

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“📌პროექტის მიზანი:➡️...
15/04/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📍კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.
🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://moldova.mfa.gov.ge/news/753641-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-dedaenis-dghisadmi-midzghvnil-sagranto-konkurss-chemi-ena-qart

12/04/2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან  დაკავშირებით, მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს ს...
21/03/2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს მოლდოვას საგარეო უწყების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება საქართველო...
19/03/2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება საქართველოს საელჩოში, მისამართზე: 31 აგვისტოს 1989 ქ., 57.
19 და 20 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე.

în legătura cu trecerii în neființă a părintelui spiritual al poporului nostru, Sanctitatea și Preafericirea Sa Ilia al II-lea, Catholicos-Patriarh al Întregii Georgiei, Cartea de Condoleanțe este deschisă la Ambasada Georgiei, pe strada 31 August 1989, nr. 57.

Pe 19 și 20 martie, între orele 12:00 și 18:00.

18/03/2026
18/03/2026

Geo/Ro

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.

მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.

საუკუნოდ იყოს მისი ხსენება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე

Îmi exprim condoleanțe Georgiei pentru trecerea în neființă a părintelui spiritual al poporului nostru, Sanctitatea și Preafericirea Sa Ilia al II-lea, Catholicos-Patriarh al Întregii Georgiei.

Odată cu trecerea în neființă a Sa, o mare epocă din istoria Bisericii Mamă și a Georgiei s-a încheiat. Slujirea pastorală a Sanctității Sale a coincis cu cele mai dificile și importante momente pentru țara noastră. De-a lungul acestei călătorii istorice, el a rămas liderul spiritual al națiunii și un simbol al unității. Cu înțelepciunea, dragostea față de aproapele, răbdarea nemărginită și iertarea Sa, Patriarhul a întărit credința în inimile noastre.

Contribuția Sanctității Sale depășește limitele pur spirituale. Contribuția lui Ilia al II-lea la păstrarea identității naționale, la păstrarea tradițiilor și la consolidarea statalității este neprețuită. Prin slujirea Sa altruistă față de Dumnezeu, Patrie și umanitate, el și-a consolidat pentru totdeauna locul printre cele mai mari figuri ale istoriei noastre seculare.

Îmi exprim sincerele condoleanțe Bisericii Ortodoxe Apostolice Autocefale Georgiene, Sfântului Sinod, ierarhilor, enoriașilor și fiecărui concetățean. Este datoria noastră și a tuturor generațiilor viitoare să păstrăm cu vrednicie marea moștenire a părintelui nostru spiritual.

Fie ca memoria lui să fie veșnică.

Prim-Ministrul Georgiei
Irakli Kobakhidze

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ...
28/02/2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება.

30/01/2026
13/01/2026

GEO/RO

🔈🇬🇪საქართველოში მოგზაურობის მსურველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ქონა.

საქართველოში შემოსვლისას თითოეულმა ტურისტმა უნდა წარადგინოს მოქმედი სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შედგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

სადაზღვევო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის სადაზღვევო კომპანიის მიერ და სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.

დაზღვევის პოლისი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:
დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები;
▫️ დაფარული ტერიტორია;
▫️ დაზღვევის საგანი;
▫️ სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა და დასრულების დრო;
▫️ სადაზღვევო რისკები;
▫️ სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები);
▫️ სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა.

დაზღვევა ძალაში უნდა იყოს ტურისტის საქართველოში შემოსვლის მომენტიდან ქვეყნის დატოვებამდე სრული პერიოდის განმავლობაში.

სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა არ გავრცელდება:
▫️ დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მქონე პირებზე;
▫️ დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მქონე პირებზე;
▫️ საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე ამ თანამშრომელთა აკრედიტებულ ოჯახის წევრებზე;
▫️ პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;
▫️ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.

Atenție tuturor celor care doresc să viziteze Georgia!

Vă informăm că, în conformitate cu Legea Georgiană privind turismul, în vigoare de la 1 ianuarie 2026, toți turiștii care intră în Georgia trebuie să dețină o poliță de asigurare de sănătate și accidente valabilă.

La intrarea în Georgia, fiecare turist trebuie să prezinte o poliță de asigurare valabilă, în format tipărit sau electronic, emisă în limba georgiană sau engleză.

Polița de asigurare poate fi emisă atât de companii de asigurări georgiene, cât și de companii străine, iar suma asigurată trebuie să fie de cel puțin 30.000 GEL.

Polița de asigurare trebuie să conțină următoarele informații obligatorii:
Părțile contractului de asigurare;

▫️ Teritoriul de asigurare;

▫️ Obiectul asigurării;

▫️ Ora de început și de sfârșit a perioadei de asigurare;

▫️ Riscurile de asigurare;

▫️ Suma asigurată (limite);

▫️ Suma primei de asigurare, locul și termenul limită de plată.

Asigurarea trebuie să fie valabilă pe întreaga perioadă de la intrarea turistului în Georgia până la ieșirea din țară.

Obligația de asigurare nu se aplică:
▫️ Persoanelor cu vize diplomatice sau speciale;
▫️ Persoanelor cu pașapoarte diplomatice, de serviciu, oficiale sau speciale;
▫️ Angajaților acreditați ai misiunilor diplomatice, oficiilor consulare, organizațiilor internaționale și reprezentanțelor echivalente din Georgia, precum și membrilor de familie acreditați ai acestor angajați;

▫️ Persoanelor a căror intrare în Georgia este prevăzută de acorduri sau tratate internaționale ale Georgiei;

▫️ Șoferilor care efectuează transporturi rutiere internaționale de mărfuri și pasageri.

Address

31 August 1989 Street 57
Chisinau
2001

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+37322277000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Moldova posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Moldova:

Shortcuts

Share