ჯორჯ ორუელი- "ცხოველების ფერმა''
ATINATI
ქართული ბიბლიოთეკა ნიდერლანდების სამეფოში
ხალიდ ჰოსეინი- "ფრანით მორბენალი".
ჰარპერ ლი- "ნუ მოკლავ ჯაფარას".
22/06/2025
ის ამბავი უნდა გახაროთ, სუნთქვაშეკრული რომ ველოდით მთელი გუნდი 🥳
ჩვენი ალექსანდრე ნარსია ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი”ს გამარჯვებული გახდა და წლის საუკეთესო დებიუტანტის ჯილდო აიღო. 🏆
ვულოცავთ დიდი სიამაყით და ყველა შემოქმედებითი მწვერვალის დაპყრობას ასეთივე წარმატებით ვუსურვებთ! ♥️
07/06/2025
ATINATI ულოცავს ჩვენი ბიბლიოთეკის ერთგულ მეგობარსა და გულშემატკივარს, ალექსანდრე ნარსიას, ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი”ს ფინალისტებში მოხვედრას და წარმატებებს უსურვებს მას!🎉
ალექსანდრეს პირველი პოეტური კრებული “მზე შენს თვალებში” წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაზეა წარდგენილი და ფესტივალის ჟიური გამარჯვებულს 21 ივნისს, თბილისში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 🥇
ჩვენ, კი, ვიდრე გამარჯვებულის ვინაობის გაგებას სულმოუთქმელად ველოდებით, შეგახსენებთ, რომ “მზე შენს თვალებში” წაკითხვა ჩვენი ბიბლიოთეკის საშუალებით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მისამართზე შეგიძლიათ! 📚
მოგვწერეთ და ისიამოვნეთ ალექსანდრეს მინიმებით! 🎈
#ათინათი #იკითხექართულად
29/05/2025
უღრმესი მადლობა ქალბატონო რუსუდან ასეთი საჩუქრისთვის 🙏❤️
07/05/2025
მივიღეთ ახალი წიგნები 🙏🏻
🇬🇪📚📘📙📕📗📖
- კონსტანტინე გამსახურდია-დავით აღმაშენებელი
- ნაირა გელაშვილი-მთვარით განათებული ბაღი
- მიშიკო ერისთავი-სახელად დარჩა თბილისელობა
- ოტია იოსელიანი-დაჩის ზღაპრები
- სერგო კლდიაშვილი-ერთტომეული
- დავით კლდიაშვილი-სამი მოთხრობა
- გიორგი ლეონიძე-ნატვრის ხე
- რევაზ მიშველაძე- ნოველები "ნაკადული"
- რევაზ ინანიშვილი- პატარა ბიჭი გოლგოთაზე
- გიორგი ჯიბლაძე- თანამედროვე, უკვდავი სული.
- ჯოე ჟორდანია- რჩეული ნაწერები
- ოთარ ჩხეიძე- მორჩილი
- ოთარ ჩხეიძე- თეთრი დათვი
- აკაკი წერეთელი- თორნიკე ერისთავი
- ლეო ქიაჩელი- თხზულებანი
- აკაკი წერეთელი- ლექსები. თარგმანი ლექსები
- სერგი ჭილაია- შვილები
- სერგი ჭილაია- ეკატერინე ჭავჭავაძე
- ივანე ჯავახიშვილი- წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა
- ივანე ჯაბახიშვილი- თხზულებანი თორმეტტომეულად.
- თამარ გამსახურდია- მშვენიერებით მოსილი სევდა
🌎📚📘📙📖📕📗
-რეშქდ ნური გიუნთექი- ნარჩიტა
-როჟე მარტინ დიუ მარი- ტიბოს ოჯახი
-ლორენ ვაუსბერგერი- ეშმაკს აცვია პრადა
-ჰენრიკ იბსენი- დრამები
-სიუზენ კოლინზი- შიმშილის თამაშები
-მ.ი.ლერმონტოვი- რჩეული თხზულებანი
-რ.ჯ.პალაციო- საოცრება
-ჩაკ პალანიკი- ძილისპირული
-პლეტარქე- რჩეული ბიოგრაფიები
-შანდორ პეტეფი- ლექსები, პოემები
-ელის სიბოლდი- საყვარელი ძვლები
-მარკ ტვენი- ტომ სოიერის თავგადასავალი
-ჯეფრი ჩისერი- კონტერბერიული მოთხრობები
-ჰენრი ჯეიმზი- მარწუხებში ასპერნის წერილები
-სტივენ პოკინგი- ჩემი მოკლე ისტორია
12/04/2025
Tbilisi Book Fair • თბილისის წიგნის ბაზრობასაც არ ჩაუვლია უჩვენოდ 🤩
გაბრიელ გარსია მარკესის ერთ წიგნად გამოცემული სამი რომანი მოემართება თბილისიდან ამსტერდამისკენ, თან არც მეტი, არც ნაკლები, თავად მთარგმნელის, თეა გვასალიას, გულთბილი მინაწერით. 📚
მოლოდინი რომ კიდევ უფრო გაგირთულოთ, გეტყვით, რომ დავით გორგილაძემ სამიდან ერთის “პოლკოვნიკს არავინ სწერს” დასასრული შემდეგი ფრაზით შეაფასა:
“ღმერთო ჩემო, ამის მსგავსი დასასრული რომ ოდესმე მომაფიქრებინა, დასაწყისს არ დავუწერ.” 🎭
#ათინათი #იკითხექართულად
11/03/2025
ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზიაროთ! 🔊
ჩვენმა არაჩვეულებრივმა მეგობრებმა 𝐴𝑟𝑡 - 𝐷𝑟𝑜𝑛𝑖 • არტ - დრონიდან ასობით წიგნი გადმოგვცეს საჩუქრად 🥳
მათთვის მადლობის გადახდის ვერც ერთი ფორმა ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას, რასაც “ათინათის” გუნდი ვგრძნობთ. 🥰სათითაოდ და საგულდაგულოდ შეგროვებული წიგნებით ეს თეატრალური დასი ჩვენი ბიბლიოთეკის უმსხვილესი შემომწირველი სრულიად უანგაროდ გახდა 🙌
უკვე, აქტიურად ვახარისხებთ მიღებულ საჩუქარს თბილისში, რომ ნელ-ნელა ამსტერდამში დავაბინაოთ. ამ პროცესში, კი, თქვენი აქტიური მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება 🙏
კერძოდ, თუ უახლოეს მომავალში ნიდერლანდებში აპირებთ მოგზაურობას, რამდენიმე წიგნის თან წაღებითაც ძალიან დაგვეხმარებით. 📚
გთხოვთ, არ დაიზაროთ, რომ ნიდერლანდების სამეფოში პირველი ქართული ბიბლიოთეკა ATINATI ერთად შევავსოთ და გავამრავალფეროვნოთ! ❤️
#ქართულიბიბლიოთეკა #იკითხექართულად
🖊ლაშა მარგიანი
შენ მარტო არ ხარ ❤️
მათთვის,
ვისაც არც მიწა ჰყოფნის და არც ცა,
ვისაც მაინცდამაინც ადამიანი სჭირდება.
ATINATI ქართული ბიბლიოთეკა ნიდერლანდების სამეფოში📚
Klik hier om uitgelicht te worden.
Plaats
Type
Adres
Amsterdam
