Georgia in Sweden

Ring VĂ€gbeskrivning Webbplats Kontakta organisationen

Georgia in Sweden Embassy of Georgia to the Kingdom of Sweden

Consular Section 📞 + 4686780263 This is the official Facebook profile of the Georgian Embassy in Stockholm, Sweden.

02/11/2026
პრემიერ-მინისჱრის მიერ ინიáƒȘირებული ანაზჩაურებადი სჱაჟირების áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ პროგრამის Ⴠარგლებლი, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒĄáƒáƒ”áƒšáƒ©áƒ ჹვედეთის ...
27/10/2026

პრემიერ-მინისჱრის მიერ ინიáƒȘირებული ანაზჩაურებადი სჱაჟირების áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ პროგრამის Ⴠარგლებლი, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒĄáƒáƒ”áƒšáƒ©áƒ ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ აáƒȘჼადებს 3-თვიანი ანაზჩაურებადი სჱაჟირების კონკურსს. აჩნიჹნული პროგრამა მიზნად ისაჼავს სჱუდენჱებისა და კურსდამთავრებულების მჼარდაჭერას áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒ˜áƒŁáƒšáƒ˜ áƒȘოდნისა და გამოáƒȘდილების áƒšáƒ”áƒ«áƒ”áƒœáƒ˜áƒĄ, áƒžáƒ áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒ™áƒŁáƒšáƒ˜ უნარ-áƒ©áƒ•áƒ”áƒ•áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ გამომუჹავებისა და კვალიჀიკაáƒȘიიქ ამაჩლების მიმართულებით.

საზჩვარგარეთ სამინისჱროს ჄვედანაყოჀლი სჱაჟიორად მიიჩება áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒ„áƒ›áƒ”áƒ“áƒŁáƒœáƒáƒ áƒ˜áƒáƒœáƒ˜ მოჄალაჄე, რომელიáƒȘ áƒ€áƒšáƒáƒ‘áƒĄ áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ ენას, არიქ უმაჩლესი/áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒ˜áƒŁáƒšáƒ˜ საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიაჱის აკრედიჱებული პროგრამის ან სამაგისჱრო/áƒĄáƒáƒ“áƒáƒ„áƒąáƒáƒ áƒ საგანმანათლებლო პროგრამის სჱუდენჱი ან კურსდამთავრებული.

კონკურსჹი მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ დიპლომაჱიური წარმომადგენლობის ოჀიáƒȘიალური áƒ”áƒšáƒ”áƒ„áƒąáƒ áƒáƒœáƒŁáƒšáƒ˜ áƒ€áƒáƒĄáƒąáƒ˜áƒĄ მისამართზე: [email protected] უნდა წარმოადგინონ ჹევსებული განაáƒȘჼადი და ჹესაბამისი დოკუმენჱაáƒȘია.

ვრáƒȘლად იჼილეთ: https://sweden.mfa.gov.ge/news/583573-anazghaurebadi-stazhireba

ბათუმჹი, ვიáƒȘე-პრემიერის, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრის მაკა ბოჭორიჹვილის ინიáƒȘიაჱივით, გაიმართა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და áƒȘენჱრალური აზ...
23/10/2026

ბათუმჹი, ვიáƒȘე-პრემიერის, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრის მაკა ბოჭორიჹვილის ინიáƒȘიაჱივით, გაიმართა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და áƒȘენჱრალური აზიის áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრების პირველი ერთობლივი ჹეჼვედრა. ჹეჼვედრაჹი áƒ—áƒŁáƒ áƒ„áƒ›áƒ”áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ მინისჱრთა კაბინეჱის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრი რაჹიდ მერედოვი, ყაზაჼეთის რესპუბლიკის საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრი, მუჼთარ ჱლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ჱაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრი, სიროჯიდინ მუჼრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრი, ბაჼჱიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.
ჹეჼვედრაზე მინისჱრებმა ისაუბრეს áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და áƒȘენჱრალური აზიის áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ პარჱნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ჼაზი გაესვა პოლიჱიკური დიალოგისა და საერთო ინჱერესებზე áƒ“áƒáƒ€áƒŁáƒ«áƒœáƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ˜ თანამჹრომლობის áƒ’áƒáƒ«áƒšáƒ˜áƒ”áƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საკითჼს. ამ áƒ™áƒáƒœáƒąáƒ”áƒ„áƒĄáƒąáƒšáƒ˜, აჩინიჹნა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ და áƒȘენჱრალურ აზიას ჹორის სჱრაჱეგიული პარჱნიორობის მნიჹვნელობა.
ჼაზი გაესვა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და áƒȘენჱრალური აზიის áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ როლს ევროპასა და აზიას ჹორის კავჹირების áƒ’áƒáƒ«áƒšáƒ˜áƒ”áƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ კუთჼით. განსაკუთრებული ყურადჩება დაეთმო ,,ლუა áƒ“áƒ”áƒ áƒ”áƒ€áƒœáƒ˜áƒĄâ€áƒĄáƒáƒ™áƒ˜áƒ—áƒźáƒĄ და მისი პოჱენáƒȘიალის სრულად გამოყენების მნიჹვნელობას.
განჼილულ იჄნა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და áƒȘენჱრალური აზიის áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒĄ ჹორის სჼვადასჼვა áƒĄáƒ€áƒ”áƒ áƒáƒšáƒ˜ თანამჹრომლობის, მათ ჹორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ჱრანსპორჱისა და ჱურიზმის áƒĄáƒ€áƒ”áƒ áƒáƒ”áƒ‘áƒšáƒ˜ ურთიერთობების გაჩრმავების áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒáƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜.
ჼაზი გაესვა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და áƒȘენჱრალური აზიის áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრების პირველი ერთობლივი ჹეჼვედრის მნიჹვნელობას áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒĄ ჹორის პარჱნიორობის ჹემდგომი áƒ’áƒáƒ«áƒšáƒ˜áƒ”áƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ და გამოითჄვა მზაობა აჩნიჹნულ áƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒąáƒšáƒ˜ თანამჹრომლობის áƒ’áƒáƒ’áƒ áƒ«áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒĄáƒ—áƒáƒœ დაკავჹირებით

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და áƒȘენჱრალური აზიის áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრების ჹეჼვედრის Ⴠარგლებლი, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒšáƒ˜ ვიზიჱით მყოჀი ყ...
23/10/2026

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და áƒȘენჱრალური აზიის áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრების ჹეჼვედრის Ⴠარგლებლი, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒšáƒ˜ ვიზიჱით მყოჀი ყაზაჼეთის, ყირგიზეთის, ჱაჯიკეთის, áƒ—áƒŁáƒ áƒ„áƒ›áƒ”áƒœáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄáƒ და უზბეკეთის საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრები áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ვიáƒȘე-პრემიერ, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრ მაკა ბოჭორიჹვილთან ერთად ბათუმის საზჩვაო ნავსადგურს ეწვივნენ და საჱერმინალო áƒ˜áƒœáƒ€áƒ áƒáƒĄáƒąáƒ áƒŁáƒ„áƒąáƒŁáƒ áƒ დაათვალიერეს.
áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საზჩვაო ჱრანსპორჱის სააგენჱოს áƒ“áƒ˜áƒ áƒ”áƒ„áƒąáƒáƒ áƒ›áƒ ივანე აბალიძემ სჱუმრებს áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საზჩვაო ნავსადგურების áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ˜áƒáƒœáƒáƒ‘áƒ, არსებული საჱრანზიჱო áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒáƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜, მიმდინარე და დაგეგმილი áƒ˜áƒœáƒ€áƒ áƒáƒĄáƒąáƒ áƒŁáƒ„áƒąáƒŁáƒ áƒŁáƒšáƒ˜ áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ˜ გააáƒȘნო.
განსაკუთრებული ყურადჩება დაეთმო áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ, როგორáƒȘ ევროპისა და აზიის დამაკავჹირებელი საჱრანსპორჱო-ლოგისჱიკური áƒ™áƒ•áƒáƒœáƒ«áƒ˜áƒĄ, სჱრაჱეგიულ მნიჹვნელობას და ,,ლუა áƒ“áƒ”áƒ áƒ”áƒ€áƒœáƒ˜áƒĄâ€ განვითარებაჹი áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ საზჩვაო ნავსადგურების როლს.
ჼაზი გაესვა ანაკლიის ჩრმაწყლოვანი ნავსადგურის áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ სჱრაჱეგიულ მნიჹვნელობას, რომლის განჼორáƒȘიელება გაზრდის áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საზჩვაო საჱრანსპორჱო áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒáƒ‘áƒ”áƒ‘áƒĄ.

2026 წლის 21 áƒáƒ„áƒąáƒáƒ›áƒ‘áƒ”áƒ áƒĄ, ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒĄáƒáƒ”áƒšáƒ©áƒáƒĄ ორგანიზებით, სჱოკჰოლმჹი მდებარე áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒš რესჱორან „მარანჹი“,...
22/10/2026

2026 წლის 21 áƒáƒ„áƒąáƒáƒ›áƒ‘áƒ”áƒ áƒĄ, ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒĄáƒáƒ”áƒšáƒ©áƒáƒĄ ორგანიზებით, სჱოკჰოლმჹი მდებარე áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒš რესჱორან „მარანჹი“, დიპლომაჱიური კორპუსისა და ჼელოვნების áƒĄáƒ€áƒ”áƒ áƒáƒĄ წარმომადგენლებისთვის áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ გაიმართა.

საჩამო ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საგანგებო და áƒĄáƒ áƒŁáƒšáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒáƒœáƒ›áƒ ელჩმა, ირაკლი ჟუáƒȘურაულმა მისასალმებელი სიჱყვით გაჼსნა.

áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ Ⴠარგლებლი, მოწვეულმა სჱუმრებმა áƒĄáƒáƒ”áƒšáƒ©áƒáƒĄ მჼრიდან áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ კულჱურის, ისჱორიისა და თანამედროვეობის ჹესაჼებ პრეზენჱაáƒȘია მოისმინეს, ჼოლო áƒȘნობილმა ჹვედმა ჟურნალისჱებმა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒšáƒ˜ მოგზაურობის ჹესაჼებ ისაუბრეს.

Eng.

On October 21, 2026, organized by the Embassy of Georgia to the Kingdom of Sweden, an event for representatives of the diplomatic corps and artists was held at the Georgian restaurant "Marani" in Stockholm.

The evening was opened with a welcome speech by Irakli Khutsurauli, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to the Kingdom of Sweden.

Within the framework of the event, invited guests listened to a presentation by the embassy about the culture, history, and modernity of Georgia, and well-known Swedish journalists spoke about their travel experiences in Georgia.

ჱურიზმის ეროვნულმა ადმინისჱრაáƒȘიამ მარკეჱინგული კამპანიის Ⴠარგლებლი, დანიაჹი, ნორვეგიასა და ჹვედეთჹი მასჹჱაბური როუდჹოუ მ...
06/10/2026

ჱურიზმის ეროვნულმა ადმინისჱრაáƒȘიამ მარკეჱინგული კამპანიის Ⴠარგლებლი, დანიაჹი, ნორვეგიასა და ჹვედეთჹი მასჹჱაბური როუდჹოუ მოაწყო. პრეზენჱაáƒȘიები და B2B áƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒąáƒ˜áƒĄ ჹეჼვედრები სამივე áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ დედაჄალაჄებლი - კოპენჰაგენჹი, ოსლოსა და სჱოკჰოლმჹი გაიმართა.

áƒĄáƒáƒ˜áƒœáƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒȘიო და ბიზნეს ჹეჼვედრებჹი 10 áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ და 50-მდე ადგილობრივი ჱუროპერაჱორი მონაწილეობდა.

ჱურიზმის ეროვნული ადმინისჱრაáƒȘიიქ მარკეჱინგული კამპანიის Ⴠარგლებლი, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სჱოკჰოლმჹი áƒȘენჱრალურ áƒ„áƒŁáƒ©áƒ”áƒ‘áƒ–áƒ”, მეჱროსადგურებსა და მოედნებზე áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ჱურისჱული მიმართულების ამსაჼველი ბანერები განთავსდა.

ჄალაჄ სჱოკჰოლმჹი გამართულ áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒáƒĄ ესწრებოდა ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საგანგებო და áƒĄáƒ áƒŁáƒšáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒáƒœáƒ˜ ელჩი, ირაკლი ჟუáƒȘურაული.

სკანდინავიის რეგიონჹი აჄჹიური მარკეჱინგული კამპანია ჼელს ჹეუწყობს áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒȘნობადობის ამაჩლებასა და ჱურისჱული ნაკადების ზრდას.

ENG.

The National Tourism Administration organized a large-scale roadshow in Denmark, Norway, and Sweden. Presentations and B2B meetings were held in the capitals of all three countries: Copenhagen, Oslo, and Stockholm.

10 Georgian and around 50 local tour operators participated in the informational and business meetings.

As part of the National Tourism Administration's marketing campaign, banners depicting Georgia's tourist destinations were placed on central streets, metro stations and squares in Copenhagen, Oslo, and Stockholm.

The event held in the city of Stockholm was attended by Ambassador of Georgia to the Kingdom of Sweden.

The marketing campaign in the Scandinavian region will help raise awareness of Georgia and increase tourist flows.

2026 წლის 1 áƒáƒ„áƒąáƒáƒ›áƒ‘áƒ”áƒ áƒĄ, ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒĄáƒáƒ”áƒšáƒ©áƒáƒ› მონაწილეობა მიიჩო ჄალაჄ სჱოკჰოლმჹი გამართულ ყოველწლიურ „ევრ...
02/10/2026

2026 წლის 1 áƒáƒ„áƒąáƒáƒ›áƒ‘áƒ”áƒ áƒĄ, ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒĄáƒáƒ”áƒšáƒ©áƒáƒ› მონაწილეობა მიიჩო ჄალაჄ სჱოკჰოლმჹი გამართულ ყოველწლიურ „ევროპული ენების დჩის“ áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒáƒšáƒ˜, რომელიáƒȘ ჹვედეთჹი აკრედიჱებული 20-მდე áƒĄáƒáƒ”áƒšáƒ©áƒáƒĄáƒ და ევროკომისიის წარმომადგენლობის ერთობლივი თანამჹრომლობით áƒ©áƒáƒąáƒáƒ áƒ“áƒ.

áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒáƒ–áƒ” წარმოდგენილი იყო â€žáƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ ენის კუთჼე“, სადაáƒȘ ვიზიჱორებს áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒáƒ‘áƒ ჰჄონდათ გაáƒȘნობოდნენ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒš ენას, ისჱორიასა და კულჱურას. áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ მონაწილეებსა და მოწვეულ სჱუმრებს გადაეáƒȘათ წიგნები და სამაჼსოვრო áƒĄáƒáƒ©áƒŁáƒ„áƒ áƒ”áƒ‘áƒ˜ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ ენის ჹესაჼებ.

ENG.

On October 1, 2026, the Embassy of Georgia to the Kingdom of Sweden participated in the annual "European Day of Languages" event in Stockholm, held through the joint cooperation of nearly 20 embassies accredited in Sweden and the Representation of the European Commission.

A "Georgian Language Corner" was featured at the event, where visitors had the opportunity to learn about the Georgian language, history, and culture. Event participants and invited guests received books and commemorative gifts about the Georgian language.

2026 წლის 29 áƒĄáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ›áƒ‘áƒ”áƒ áƒĄ, ჄალაჄ სჱოკჰოლმჹი, ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საგანგებო და áƒĄáƒ áƒŁáƒšáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒáƒœáƒ›áƒ ელჩმა ირაკლი ჟუáƒȘურა...
30/09/2026

2026 წლის 29 áƒĄáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ›áƒ‘áƒ”áƒ áƒĄ, ჄალაჄ სჱოკჰოლმჹი, ჹვედეთის áƒĄáƒáƒ›áƒ”áƒ€áƒáƒšáƒ˜ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საგანგებო და áƒĄáƒ áƒŁáƒšáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒáƒœáƒ›áƒ ელჩმა ირაკლი ჟუáƒȘურაულმა ჹვედეთის áƒáƒźáƒšáƒáƒ“áƒáƒ áƒ©áƒ”áƒŁáƒšáƒ˜ პარლამენჱის გაჼსნის საზეიმო áƒȘერემონიალჹი მიიჩო მონაწილეობა.

ჱრადიáƒȘიისამებრ, პარლამენჱს სიჱყვით მიმართა ჹვედეთის მეჀემ, მისმა უდიდებულესობა კარლ XVI გუსჱავმა.

áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ Ⴠარგლებლი, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ელჩი ჹვედეთის áƒáƒźáƒšáƒáƒ“áƒáƒ áƒ©áƒ”áƒŁáƒšáƒ˜ პარლამენჱის წევრებსა და სჼვადასჼვა პოლიჱიკური პარჱიის ლიდერებს ჹეჼვდა.

ENG.

On September 29, 2026, in Stockholm, the Ambassador of Georgia to the Kingdom of Sweden, Irakli Khutsurauli, attended the opening ceremony of the newly elected Swedish Parliament.

His Majesty King Carl XVI Gustaf of Sweden addressed the parliament.

The Ambassador of Georgia met with newly elected members of the Swedish Parliament and leaders of various political parties.

26/09/2026

Adress

HollÀndargatan 23
Stockholm
11160

Öppettider

MÄndag 10:00 - 18:00
10:00 - 13:00
Tisdag 10:00 - 18:00
10:00 - 13:00
Onsdag 10:00 - 18:00
10:00 - 13:00
Torsdag 10:00 - 18:00
10:00 - 13:00
Fredag 10:00 - 18:00
10:00 - 13:00

Telefon

+4686780260

Aviseringar

Bli först med att veta: vi skickar ett mejl nÀr Georgia in Sweden publicerar nyheter och kampanjer. Din e-postadress anvÀnds inte till nÄgot annat, och du kan avsluta prenumerationen nÀr som helst.

Kontakta Organisationen

Skicka ett meddelande till Georgia in Sweden:

Dela