თურქეთში საქართველოს საელჩო/Gürcistan Ankara Büyükelçiliği

თურქეთში საქართველოს საელჩო/Gürcistan Ankara Büyükelçiliği

Share

Kılıç Ali Sk. No:12
06450 Çankaya/Ankara
(0312) 491 8031

Embassy of Georgia to the Republic of Türkiye
Accredited to the Republic of Albania, Algeria, Bosnia and Herzegovina, Mauritania and Sudan
Gürcistan Ankara Büyükelçiliği

Oran Mh. Embassy of Georgia to the Republic of Türkiye

ცხელი ხაზი საქართველოს მოქალაქეებისათვის: +90 539 220 82 80

11/05/2026

ხმა მიეცი საქართველოს 🇬🇪

Gürcistan’a oy vermeyi unutmayın 🇬🇪

https://vote.eurovision.com/

04/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=625&info_id=96170

Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze, Avrupa Siyasi Topluluğu 8. Zirvesi’ne katılarak “Bağlantısallığın Güçlendirilmesi ve Ekonomik Güvenlik” konulu yuvarlak masa toplantısında yer aldı.

Başbakan konuşmasında, Gürcistan’ın bağlantısallığın sağlanmasındaki stratejik rolüne dikkat çekerek, hükümetin bu rolü desteklemek amacıyla hayata geçirdiği Bakü–Tiflis–Kars demiryolu, otoyol projeleri ve Anaklia Derin Deniz Limanı başta olmak üzere diğer büyük altyapı projelerine değindi.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

Photos from საქართველოს მთავრობა's post 04/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=625&info_id=96164

Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze, Avrupa Siyasi Topluluğu 8. Zirvesi’ne katılım sağlamaktadır.

Kobakhidze, yaptığı açıklamada zirve kapsamında ikili görüşmeler gerçekleştireceğini, ayrıca yapacağı konuşmalarda Avrupa ile bağlantısallık açısından Gürcistan’ın stratejik rolüne değineceğini ifade etti

Photos from საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia's post 22/04/2026
Photos from თურქეთში საქართველოს საელჩო/Gürcistan Ankara Büyükelçiliği's post 22/04/2026

🇬🇪🇹🇷 2026 წლის 21 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს მწერალთა კავშირის მხარდაჭერით, გაიმართა ღონისძიება “ქართული ლიტერატურა საზღვარგარეთ”.

✅ მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოს ელჩმა, ხაზი გაუსვა ქართული ლიტერატურის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ქართველი ავტორების წიგნების თურქულ ენაზე თარგმნას. არჩილ კალანდიამ, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის ლიტერატურულ საზოგადოებას შორის მჭიდრო კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

🔷 თავის მხრივ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა და მწერალმა, გურამ ოდიშარიამ საქართველოს ელჩს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიას.

✅ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტერატურული და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები.

🇹🇷🇬🇪 21 Nisan 2026 tarihinde, Gürcistan Ankara Büyükelçiliği’nin organizasyonu ve Gürcistan Yazarlar Birliği’nin destekleriyle “Gürcü Edebi Eserleri Yurtdışında” etkinliği düzenlendi.
Etkinliğin açılış konuşmaları Gürcistan Ankara Büyükelçisi Archil Kalandia, Yazarlar Birliği Başkanı Makvala Gonashvili ve yazar ve köşe yazarı Guram Odisharia tarafından gerçerkleştirildi.

✅ Açılış konuşmasında Büyükelçi Archil Kalandia, Gürcü dili ve kültürüne yönelik farkındalığın artırılmasında Gürcü yazarların eserlerinin Türkçeye çevrilmesinin önemini kaydetti. Ayrıca Gürcistan ile Türkiye arasındaki iyi komşuluk ilişkilerinin güçlendirilmesi ve iki ülkenin edebiyat çevreleri arasında daha yakın bağlar kurulmasının gerekliliğine dikkat çekti.

🔷 Makvala Gonashvili ve Guram Odisharia ise Türkiye’de Gürcü edebiyatının tanıtılmasının halk diplomasısı açısından önem taşıdığını belirterek bu konuda desteklerinden dolayı Büyükelçi’ye teşekkürlerini sundular.

✅ Etkinliğe edebiyat ve eğitim alanından temsilciler katılım sağladı.

Photos from საქართველოს მთავრობა's post 17/04/2026

🇬🇪🇹🇷 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

✅შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

🔷 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტ ერდოღანს 15 აპრილს, თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=625&info_id=95956

🇹🇷🇬🇪 Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı Recep Tayyip Erdoğan ile bir araya geldi.

✅ Taraflar, Gürcistan ile Türkiye arasında çeşitli alanlarda mevcut olan başarılı işbirliği değerlendirip bölgede gelişen olaylara ilişkin fikir alışverişinde bulundular.

🔷 Gürcistan Başbakanı, Türkiye Cumhurbaşkanı’na 15 Nisan tarihinde Türkiye’de bir okulda yaşanan trajedi nedeniyle taziye ve başsağlığı dileklerini iletti.

Photos from საქართველოს მთავრობა's post 17/04/2026

🇬🇪🇹🇷 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

✅ ფორუმი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მისასალმებელი სიტყვით გახსნა. თურქეთის პრეზიდენტმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დიპლომატიის როლს მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=625&info_id=95948

🇹🇷🇬🇪 Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze, Antalya Diplomasi Forumu’nun resmî açılışına katıldı.

✅ Forumun açılış konuşmasını yapan Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı Recep Tayyip Erdoğan, barışın sağlanması yönünde diplomasinin rolüne dikkat çekti.

Photos from საქართველოს მთავრობა's post 17/04/2026

🇬🇪🇹🇷 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ლიდერთა პანელურ დისკუსიაში თემაზე - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.

🔷 პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლის დროს, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზი გაუსვა დიალოგის, დიპლომატიისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

✅ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული კონფლიქტები გავლენას ახდენს სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია არსებითი გამოსავლის პოვნა.

ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=625&info_id=95946

🇹🇷🇬🇪 Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze, Antalya Diplomasi Forumu kapsamında düzenlenen “Geleceği Belirleme ve Risklerin Yönetimi” konulu Liderler Paneli’nde yer aldı.

🔷 Başbakan, yaptığı konuşmada dünyada gelişen olaylara dikkat çekerek diyalog, diplomasi ve ekonomik iş birliğinin güçlendirilmesinin önemini vurguladı.

✅ Irakli Kobakhidze, mevcut çatışmaların ticari güzergâhları, enerji güvenliğini ve ekonomik sürdürülebilirliği etkilediğini ifade ederek, temel sorunlara çözüm bulunmasının önemine dikkat çekti.

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 17/04/2026

🇬🇪🇹🇷 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

✅ შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო.

🔷 ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, მადლობა გადაუხადა ნუმან ქურთულმუშს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის წარმატებით ორგანიზებისთვის.

✅ შეხვედრის დროს, მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი მეგობრობის მნიშვნელობა.

ვრცლად იხილეთ: https://parliament.ge/media/news/shalva-papuashvili-turketis-didi-erovnuli-asambleis-tavmjdomares-shekhvda-3

🇹🇷🇬🇪 Gürcistan Parlamento Başkanı Shalva Papuashvili TBMM Başkanı Numan Kurtulmuş ile bir görüşme gerçekleştirdi.

✅ Papuashvili, TBMM Bașkanına son günlerde Türkiye’de okullarda yaşanan trajik olaylar nedeniyle taziye ve başsağlığı dileklerini iletti.

🔷 Ayrıca Meclis Başkanı, Numan Kurtulmuş’a, Parlamentolar Arası Birlik 152’nci Genel Kurulu’nun başarıyla organize edilmesi nedeniyle teşekkürlerini iletti.

✅ Görüşme sırasında taraflar, iki ülke arasındaki başarılı ve verimli iş birliği ile halklar arasındaki dostane ilişkilerin önemini vurguladılar.

14/04/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📍კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://turkey.mfa.gov.ge/news/055174-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-dedaenis-dghisadmi-midzghvnil-sagranto-konkurss-chemi-ena-qart

Want your business to be the top-listed Government Service in Ankara?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Oran Mahallesi , Kılıç Ali Sokak 12
Ankara
06550

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30