28/04/2015
ხმა მივცეთ ჩაგათაის და ჰაზალსსს
vote cagatay ulusoy ve hazal kaya plzz
Anket: Yeniden birlikte rol alsın dediğiniz ünlü partnerler kim?
Yeniden birlikte rol alsın dediğiniz ünlü partnerler kim? anketi
18/04/2015
ეს გვერდი იქნება მაგრამ არ იაქტიურებს სანამ მოთხოვნები არ იქნება. დიდი იმედი მაქვს რომ მალე საქართველოც იხილავს ამ უძლიერეს სერიალს
14/04/2015
1 სერია. ნაწილი მეორე.
ფერიჰას მამა რიზა ურეკავს ფერიჰას, მაგრამ ფერიჰა ტელეფონზე არ პასუხობს. რიზა ინერვიულებს და წავა ფერიჰასთან უნივერსიტეტში დახეული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ფერიჰა დაინახავს მამამისს და გაოგნებული გამოვარდება.
ფერიჰა:მამა? აქ რას აკეთებ?
რიზა:მე დილიდან გირეკავ, რატომ არ მპასუხობ? ჩვენ ხომ ვღელავთ,იქნებ რამე მოგივიდა მაინც სტამბულია ეს. და ეს რა გაცვია შენ? ფერიჰა რა ჩაიცვი?
ფერიჰა ისევ იტყუება: მე დილით ცოტათი ჩამეძინა და რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი. ეს ჯანსუს ტანსაცმელია.
რიზა:შენ ბევრი კარგი ტანსაცმელი გაქვს, რათ გინდა შვილო სხვისი ტილოები?ასეთი ტანსაცმელები არ ვნახო შენს თაროებზე. დღესვე ყველაფერს გადაყრი!
ფერიჰა:კარგი მამა მაპატიე. და საწყალი თვალებით შეხედა მამამისს დაგლეჯილ ტუფლებზე.
რიზა:აიღე შენი წიგნები და წავედით სახლში.
ფერიჰა: მაგამ ლექციები ჯერ არ დასრულებულა.
რიზა:და აქ რატომ არ არის სკამები დასაჯდომად, დაგელოდებოდი.
ფერიჰა:მამა...ეზოს ვინდაგვის? დედას ძლივს დასვენება აქვს.მერე წუწუნს დაიწყებს მე კიდე 1 საათში გამოვალ.
რიზა:კარგი მაგრამ არ დაიგვიანო, საღამოს დაგელაპარაკები.კარგი?
ფერიჰა:კარგი.
რიზა:წარმატებებს გისურვებ.
ამ დროს მოვიდა გუნჯე და ფერიჰას ეკითხება.
-ეს ვინ არის?
-ეს...ხომ იცი ტელეფონი გამიტყდა და შესაკეთებლად მაქვს წაღებული... ხოდა მამაჩემი ღელავდა...
გუნჯე: ეს მამაშენი იყო? მე მეგონა შენი მძღოლი იყო.
ფერიჰა:ხო ზუსტად მამაჩემი ღელავდა და მძღოლი გამოუშვა ჩემთან... ამ სიტყვების მერე ფერიჰა ცუდათ გახდა და გაიქცა საპირფარეშოში და დაუყვირა თავის თავს: მატყუარა... საზიზღარო მატყუარა...აქ გაიცნო ჰანდე.
ფერიჰა წავიდა სახლში ყველაფერი კარგად იყო. მეორე დღეს ფერიჰა წავიდა უნივერსიტეტში და შეხვდა ემირი. ემირმა ფერიჰას მობილური უყიდა და უთხრა.
ემირი:ფერიჰა დილა მშვიდობისა,როგორ ხარ?
ფერიჰა: კარგად შენ?
ემირი:არამიშავს. აიღე ეს შენია და აწვდის მობილურს.
ფერიჰა:ეს რა არის?
ემირი:რას ჰგავს მობილურს.
ფერიჰა:მერე?
ემირი:რა თქმა უნდა ის ისეთი კარგი არ არის როგორიც შენი, მაგრამ გამოყენება შეიძლება.
ფერიჰა:შენ რა დამცინი მე? რას გულისხმობ? რას ნიშნავს ისეთი კარგი არ არის როგორიც შენი? ვინ გთხოვა ტელეფონის ყიდვა? რას კადრულობ შენ თავს?
ემირი:მე ხომ გაგეხუმრე.
ფერიჰა წავიდა.
ლექციები მორჩა. ფერიჰა ემირი ქორაი და ჰანდე წავიდნენ კაფეში ფერიჰას სახლის გვერდით... ფერიჰამ უფულობის გამო მხოლოდ წყალი შეუკვეთა და დაიწყო ტყუილის გაგრძელება. ვითომ მამამისი ბიზნესმენია, მისი ძმა კი ამერიკაში სწავლობს იმის მაგივრად რომ ის ავტომობილების ხელოსნად მუშაობს. ამ დროს კაფეში შემოვიდა ლარა, ფერიჰა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა სამაგიეროდ სახლში ემირმა წაიყვანა და ჩუმად მობილური ჩანთაში ჩაუგდო.უკვე საღამოა ფერიჰა ოჯახთან ერთად ვახშმობს. ამ დროს დაირეკა ტელეფონი მაგრამ ვერ ხვდებიან ვისი ტელეფონია. ამ დროს ფერიჰამ ჩანთაში ჩაიხედა და ნახა ემირის ტელეფონი. უპასუხა ტელეფონს და ტელეფონზე კი ემირი იყო.
ემირი: ფერიჰა მაპატიე სხვა გზა არ მომეცი.
მთელი ოჯახი ფერიჰას გაკვირვებული უყურებს..
ფერიჰა: კარგი ხვალ დავილაპარაკებთ. ღამე მშვიდობის.
რიზა წამოდგა და თქვა: ფერიჰა ეს ტელეფონი საიდან გაქვს?
ფერიჰა: ჯანსუმ მათხოვა, მან ახალი ტელეფონი იყიდა და ეს მე მომცა.
რიზა: ჩვენ არ გვჭირდება სხვისი ნივთები ახლავე მომეცი ავუტან.
ფერიჰა:არა იყოს მე თვითონ წავუღებ ხვალ.
ზეჰრა:ფერიჰა მისმა მშობლებმა იციან???? მერე არაფერი არ დაგვაბრალონ.
ფერიჰა: ქალბატონი სანემიც იქ იყო რა თქმა უნდა იციან.
რიზა: მომეცი ახლავე ავუტან.
ფერიჰა:მამა უკვე გვიანია სირცხვილია ხვალ წავუღებ მე თვითონ.
რიზა: კარგი.
ფერიჰა გახარებული შევიდა ოთახში, მობილურს დასცქეროდა. ამოქექა ჟურნალები და დაუწყო ემირს თვალიერება მომღიმარე სახით. ზეჰრა შემოვიდა და შენიშნა ფერიჰას ღიმილი და შეეკითხა: ეს ტელეფონი მართლა ჯანსუმ გათხოვა?
ფერიჰამ უპასუხა: გეფიცები დედა.
გათენდა რიზამ ეგრევე უთხრა ფერიჰას რომ ტელეფონი ჯანსუსთვის აეტანა მაგრამ ფერიჰამ თქვა დროებით მექნებაო და გადაარწმუნა მამა. გზაში მეჰმეთი მიყვება ფერიჰას ამ დროს ურეკავს ემირი და ეუბნება თუ გზაშია გაუვლის და წაიყვანს მაგრამ ფერიჰამ შეშინებულმა უპასუხა, რომ თვითონ მივა.
ჰანდემ ფერიჰა გააბრაზა უთხრა, რომ თავისი თავი ვინმე არ ეგონოს ემირისთვის, რადგან ემირს სერიოზული არაფერი აქვს, ლამაზი გოგოები, მსახიობები და მოდელები მხოლოდ 1დღით ყავს. რაზეც ფერიჰამ უპასუხა ასე: მე არც ემირის სიკეთე არც მისი ტკბილი წინადადებები არ მაინტერესებს, ჰა დაიჭირე ტელეფონი და გადაეცი... ფერიჰა წავიდა.
სტუდენტები ლექციაზე.
გუნჯე: შენ ჰანდეს დაქალი გახდი?
ფერიჰა:ის ჩემი არავითარი დაქალი არ არის... შენ კარგად იცნობ ემირს?
გუნჯე: როგორ გითხრა, როგორც ყველა შორიდან ვიცნობ. მაგრამ ვიცი რომ ის სანდო არ არის.
ფერიჰა: ეს როგორ?
გუნჯე:მექალთანე. ყოველი მისი დღე გადის ღამის კლუბებში. დადის ძვირიანი მანქანებით, მდიდარი ოჯახიდან თან სიმპატიურია ამიტომაც ყველა მისგან გაფრენილია. ნებისმიერი გოგო მზადაა მის მკლავებში მოსახვედრად. მისი ნდობა არ ღირს.
ფერიჰა: და ვისი ნდობა შეიძლება? მაგალითად იმას ვინც ვერაფერი ვერ მიაღწია ცხოვრებაში? იმას ვისაც არაფერი არ გააჩნია? შეიძლება მისი ნდობა?
გუნჯე: სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი, ეს ისეთი ძნელი კითხვაა.
ლექციები მორჩა მოსაღამოვდა. მოდის კოკისპირული წვიმა.
გუნჯე ჩაჯდა ტაქსში და დაემშვიდობა ფერიჰას ორშაბათამდე ფერიჰა კი წავიდა გაჩერებაზე ავტობუსის დასაჭერად მაგრამ ასეთ ამინდში ავტობუსი არ ჩანდა სამაგიეროდ გამოჩნდა ემირი.
ემირი:ფერიჰა მანდ რას აკეთებ?
ფერიჰა: ავტობუსს ველოდები.ტაქსის წვიმაში დაჭერა შეუძლებელია.
ემირი:ჩაჯექი მე წაგიყვან
13/04/2015
1 სერიის შინაარსი. ნაწილი პირველი
ფერიჰა და დედამისი ზეჰრა არიან ჯანსუს სახლში სახლის დასალაგებლად და ოცნებობენ მაღალ სართულზე ცხოვრებას. დედამისს ხელები გაუხეშებული ჰქონდა ამდენი ხსნარისგან ფერიჰა კი ჰპირდება, რომ ძვირიან კრემებს უყიდის როცა კარგ ადგილას იმუშავებს. გათენდა ფერიჰა ელოდება თავის ბავშვობის მეგობარ ჯანსუს. მისი დანახვა გაუხარდება და გაიქცევა მიესალმებიან. ჯანსუსთან ერთად ჩამოვიდა მისი დედინაცვალი სანემიც, ფერიჰა მიუახლოვდება სანემს მაგრამ სანემი არ გადაკოცნის და ცხვირაბზუებული ეტყვის გაციებული ვარო სამაგიეროდ თავის მეზობელ ლარას დიდი სიამოვნებით გადაკოცნის. სანემი ფერიჰას როგორც პირად მოსამსახურეს ექცევა.. ფერიჰას სხვა გზა არ აქვს და ყველაფერს ასრულებს.ფერიჰა და ჯანსუ ელოდებიან გამოცდების პასუხს, ჩააბარებენ თუ არა გამოცდას უნივერსიტეტისთვის. სანემი სახლში გახსნის ჟურნალის შეკვრას და საჩუქრად ამოუვა უბრალო ყელსაბამი და დაცინვით აჩუქებს ფერიჰას. სანემი ეუბნება ჯანსუს გადაყაროს კაბები რომელიც არ მოსწონს. კაბები კი ძვირიანია. ჯანსუ ეუბნება ფერიჰას თუ რომელიმე კაბა მოსწონს თავისთვის აიღოს, ფერიჰა დიდი სიამოვნებით იღებს რადგან უნივერსიტეტისთვის სჭირდება კარგი ტანსაცმელი. ფერიჰას ძმა მეჰმეთი დაინახავს ამ კაბებს არ მოეწონება და დაწვას დაუპირებს, მაგრამ ზეჰრა ამას არ დაუშვებს. დილას ჯანსუ თავისი სახლიდან შეატყობინებს ფერიჰას რომ გაიღვიძა და შეუძლიათ ნახონ გამოცდების პასუხები. ფერიჰა სიხარულისგან ავიდა ჯანსუსთან. ფერიჰამ ჩააბარა ყველა გამოცდა სრულიად კარგად ანუ შემდეგ დღეს ის წავა უნივერსიტეტში აი ჯანსუ კი ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ თავის წარუმატებლობამ გააგიჟა. სანემმა ჯანსუს დაუყვირა ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ამდენ რამეს გასწავლიდნენ და ვერაფერი ვერ ჩააბარეო. მოსამსახურის და მენაგვის შვილმა როგორ უნდა გაჯობოსო. ეს ყველაფერი ფერიჰამ მოისმინა და სახლში გაიქცა,შევიდა თავის ოთახში და დაიწყო ტირილი: მე მოსამსახურის და მენაგვის შვილი არ ვარ ჩემი სახელი ფერიჰაა, ფერიჰა!
დადგა მეორე დღე ფერიჰა თავაწეული მიაბიჯებს უნივერსიტეტის გზას მდიდრულ ტანსაცმელში და გამოპრანჭული. უნივერსიტეტის გოგოები ცდილობენ თავი მოაწონონ ცნობილ ემირ სარაფოღლუს. ერთი გოგო მიუახლოვდება და ემირს ვითომ შემთხვევით ყავას გადააქცევს და დაუწყებს კეკლუცობას და თავის გაცნობას, მაგრამ ემირი ყურადღებას არ მიაქცევს და წავა თავის მეგორბარ ქორაისთან და ჰანდესთან. ფერიჰა დაინტერესდება რატომ იქცევიან გოგოები მასე ამ კითხვაზე პასუხს კი ერთ ერთი სტუდენტი სახელად გუნჯე უპასუხებს- ეს ემირ სარაფოღლუა, ოქროს ბიჭი. მას არ აინტერესებს უბრალო გოგოები.მასთან სულ მოდელები და მსახიობები არიან.ყველაზე მაგარი ღამის კლუბები მის მამას ეკუთვნის. უნივერსიტეტში ემირს ღამის ცხოვრების პრინცს ეძახიან. ის გოგოებს ნასკებივით იცვლის. შეხედე ის ორნი ჰანდე და ქორაია მისი მეგობრები. შორიდან მხიარულები ჩანან, მაგრამ თუ მიუახლოვდები ისინი სიცოცხლეს გაგიმწარებენ.
ფერიჰას დედა ურეკავს ტელეფონზე. ფერიჰა აქეთ-იქით გაიხედება და ნახავს რომ ყველას ძვირიანი ტელეფონი აქვს, სირცხვილისგან ტელეფონს არ უპასუხებს და გათიშავს.ფერიჰა ცოტა მოშორებით წავიდა და უპასუხა ყურმილს დედას კი უთხრა რომ ლექცია ჰქონდა. ყურმილის დაკიდვისას მანქანით გამოვიდა ემირი და ფერიჰას ხელზე დაეჯახა. ფერიჰას ჩანთა, ტელეფონი ყველაფერი ძირს დაუვარდა. აი აქედან დაიწყო დიდი სიყვარულის და დიდი ტყუილის ისტორია. ემირმა მოუბოდიშა ფერიჰას და უთხრა: ,,ვწუხვარ რომ მობილური გაგიტეხეთო,,. ფერიჰამ მოატყუა რომ ეს მისი ტელეფონი არ არის ნათხოვნია, თავისი ტელეფონი კი შემკეთებელთანაა. ემირმა უპასუხა ''მაშინ ტელეფონის ფულს გადავიხდი'' რაზეც ფერიჰა გაბრაზდა და დაუყვირა ''შენ ვის და რის გულისთვის გინდა გადაუხადო ჰა?''
ემირი: კი მაგრამ მე გავტეხე ტელეფონი და ამის კონპენსაცია უნდა გადავიხადო.
ფერიჰა: არ არის საჭირო!
ემირი:მაგრამ მე ხომ რამე უნდა გავაკეთო?
ფერიჰა: ასეთ შემთხვევაში მანქანაზე აღარ დაჯდე! უთხრა და წავიდა.
ფერიჰა გაჩერებაზე ელოდება ავტობუსს, ავტობუსი მოვიდა, მაგრამ ამ დროს ფერიჰასთან გააჩერა მანქანა ემირმა. ფერიჰა ვერ ჩაჯდა ავტობუსში და ბოლო ხურდები გადაიხადა ტაქსში და როგორც კი დაინახა ემირი წავიდა, ჩამოვიდა ტაქსიდან და ისევ წავიდა ავტობუსით.
მეორე დილას ფერიჰამ ჩაიცვა იაფიანი ტანსაცმელი გამოვიდა სახლიდან მაგრამ შუა ქუჩაში შევიდა კაფის საპირფარეშოში და გამოიცვალა ტანსაცმელი რომელიც ჩანთაში ედო. ჩაიცვა მოკლე კაბა და მაღალი ქუსლები, გაიკეთა მაკიაჭი და გაიშალა თმები. წავიდა უნივერსიტეტში.
ემირი მეგობრებს უყურებს რა მოხდა წინა დღეს და როგორ დაუზიანა მანქანით ემირმა ფერიჰას ხელი ამ დროს კი კიბეებიდან ჩამოდის ფერიჰა. ემირმა შენიშნა ფერიჰა დაგაეკიდა, ფერიჰამ კი გაუღიმა. დაიწყეს გაცნობა.
ემირი: გოგონა.ხელი როგორ გაქვთ?
ფერიჰა: უკეთესად ვიდრე ჩემი ტელეფონი.
ემირი: მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე, ნუ ჯიუტობ წამომყევი ახალს გიყიდი.
ფერიჰა:საჭირო არ არის.
ემირი: შანს რატომ არ მაძლევ?
ფერიჰა:ვერ გავიგე რომელი შანსი?
ემირი: გადავიხადო ჩემი ვალი.
ფერიჰა: მე ხომ ვთქვი ვალში არ ხარ.
ემირი:ლექციებზე მიდიხარ?
ფერიჰა: რა თქმა უნდა, მე დავდივარ უნივერსიტეტში იმისთვის რომ ვისწავლო.
ემირი: მე ემირი ვარ.
ფერიჰა: ფერიჰა.
ემირი: ფერიჰა?
ფერიჰა:აჰა, მე ფერიჰა ვარ. კარგი ნახვამდის.
ემირი გაკვირვებული იყურებოდა და გაკვირვებით უთხრა მეგობრებს: გაიგეთ მან ,,ნახვამდის,, მითხრა.
ჰანდე: მერე რა?
ემირი: მან ,,პაკა პაკა,, არ თქვა როგორც ყველა.
ქორაი: შენ მას არ იცნობ?
ემირი: როგორც ჩანს პირველ კურსელია.
პირველი ნაწილის დასასრული
Çağatay Ulusoy Georgian fans Çağatay Ulusoy Georgian Fans Hazal Kaya Georgian Fans
13/04/2015
ემირ სარაფოღლუ. სტამბულის ყველაზე საოცნებო მამაკაცი. ღამის კლუბების პრინცი. გათამამებული. ე.წ. ქალებს იცვლის ნასკებივით. ის იმავე უნივერსიტეტში სწავლობს სადაც ფერიჰა. ყველაფერი იწყება ასე. მოგიყვებით პირველ სერიას☝
Adını Feriha Koydum 1.Bölüm 2.Fragmanı
Adını Feriha Koydum 1.Bölüm 2.Fragmanı http://www.facebook.com/CagatayUlusoyFans
13/04/2015
ახლა მოგიყვებით მოკლედ სერიალზე.
ფერიჰა ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა რომელიც ცხოვრობს პრესტიჟულ ადგილას ერთ-ერთი შენობის პადვალში კორპუსის დამლაგებლად და მოსამსახურედ თავის ოჯახთან ერთად. მისი ოცნებაა ჩააბაროს გამოცდები უნივერსიტეტში და გახდეს დიდი ადამიანი მოახლის მაგივრად. ყავს ძალიან მკაცრი მამა და ძმა. მას არ უნდა დაუძახონ მოსამსახურის შვილი მისი სახელია ფერიჰა!
Adını Feriha Koydum 1.Bölüm Fragmanı
Adını Feriha Koydum 1.Bölüm Fragmanı http://www.facebook.com/CagatayUlusoyFans
12/04/2015
იაღმურ თანრისევსინი - ეჯე.
ემირის ყოფილი შეყვარებული და იავუზის საყვარელი.
12/04/2015
უფუქ თან ალთუნქაია - ჰალილი.
ვაიმე ამის დაწერაც არ მინდა. შემიძლია ვთქვა ყველაზე საზიზღარი პერსონაჟი მთელ სერიალში. ეს დაიწყებს და ესვე დაასრულებს.
ფერიჰას საქმრო. ფსიქოპატი............
12/04/2015
ბარიშ ქილიჩი- ლევენთ სეიმენი
სანემის საყვარელი. სიგიჟემდე შეუყვარდება ფერიჰა. ასევე ლექტორი უნივერსიტეტში.
12/04/2015
ბუქეთ აქშითოგლუ- ნეჰირი.
ჰანდეს დაქალი.
12/04/2015
ნეშემ აქჰანი - სეჰერი.
მეჰმეთის ცოლი.... საზიზღარი 😡
12/04/2015
აიშეგულ უიგუნერ- ჰათიჯე
ფერიჰას მამიდა