Georgia in Barcelona

Cómo llegar Página web

Georgia in Barcelona საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო ბარსელონაში / Consulado General de Georgia en Barcelona

GEO🇬🇪/ESP🇪🇸ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტოლედოსთან მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადა...
28/10/2026

GEO🇬🇪/ESP🇪🇸

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტოლედოსთან მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას.

Expresamos nuestras más sinceras condolencias por las víctimas del trágico accidente ferroviario ocurrido en Toledo. Trasladamos todo nuestro cariño y solidaridad a las familias y seres queridos de las personas fallecidas y deseamos una pronta recuperación a las personas heridas. En estos momentos tan difíciles, Georgia está al lado de España.

GEO🇬🇪/ESP2026 წლის 24-25 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ,,ჩემი ქართული სკოლა” ფარ...
28/10/2026

GEO🇬🇪/ESP

2026 წლის 24-25 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ,,ჩემი ქართული სკოლა” ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში, ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში, გამარჯვებული პროექტის „აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო და ციფრულ ინიციატივას, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, რელიგიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, სკოლის ციფრული რესურსებით აღჭურვასა და საგანმანათლებლო პლატფორმის — „საქართველოს ინტელექტუალური ციფრული რუკის“ შექმნას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ოთხ ენაზეა წარმოდგენილი და როგორც სკოლის მოსწავლეთათვის, ასევე საქართველოს საფუძვლიანად დაინტერესებული ადამიანებისათვის არის ხელმისაწვდომი (www.geodiscover.ge).

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსმა, ინგა კიკვაძემ და ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ბექა ზარანდიამ.

უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს საგრანტო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ბარსელონაში, საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქში, 2026 წელს 11 პროექტი დაფინანსდა.

El 24 y 25 de octubre de 2026, en el marco del programa de subvenciones del Ministerio de Asuntos Exteriores de Georgia «Mi escuela georgiana», se celebró en la escuela dominical georgiana «San Antimos de Iberia», en la ciudad de Barcelona, el acto de clausura del proyecto ganador «Descubre y ama Georgia».

El proyecto constituye una iniciativa educativa y digital innovadora cuyo objetivo es promover el alfabeto georgiano, profundizar los conocimientos sobre la lengua georgiana, la historia, la geografía, la religión y el patrimonio cultural de Georgia, dotar a la escuela de recursos digitales y crear una plataforma educativa denominada «Mapa digital intelectual de Georgia». Cabe destacar que la plataforma está disponible en cuatro idiomas y está dirigida tanto al alumnado de la escuela como a todas aquellas personas interesadas en conocer Georgia en profundidad (www.geodiscover.ge).

Durante el acto, se dirigieron a los asistentes el archimandrita Luka Palavandishvili, párroco de la iglesia de Santa Nino de Barcelona; Inga Kikvadze, jefa de la División de Relaciones Consulares del Ministerio de Asuntos Exteriores de Georgia; y Beka Zarandia, Cònsul General de Georgia en Barcelona.

El apoyo a nuestros compatriotas residentes en el extranjero y la preservación de la identidad nacional constituyen una de las principales prioridades del Ministerio de Asuntos Exteriores de Georgia. Precisamente a estos objetivos responden los programas de subvenciones del Ministerio, en cuyo marco, durante 2026, se financiaron 11 proyectos en la demarcación consular del Consulado General de Georgia en Barcelona.

GEO🇬🇪/ESP🇪🇸2026 წლის 24 ოქტომბერს, თბილისის ქალთა გუნდის მიერ ქ. ბარსელონას ისტორიულ ტაძარში, საგრადა ფამილიაში პირველად...
27/10/2026

GEO🇬🇪/ESP🇪🇸

2026 წლის 24 ოქტომბერს, თბილისის ქალთა გუნდის მიერ ქ. ბარსელონას ისტორიულ ტაძარში, საგრადა ფამილიაში პირველად შესრულდა ქართული საგუნდო მუსიკა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ქალთა გუნდი საერთაშორისო საგუნდო კონკურსის „Sing for Gold-The world Choral Cup” ოქროს მედლის მფლობელი გახდა. კონკურსში მსოფლიოს 24 ქვეყნის 38 გუნდი მონაწილეობდა.

ღონისძიებას ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი დაესწრო.

საქართველოს გენერალური საკონსულო ბარსელონაში ულოცავს თბილისის ქალთა გუნდს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას!

El 24 de octubre de 2026, el Coro Femenino de Tiflis interpretó por primera vez música coral georgiana en la histórica Basílica de la Sagrada Familia de Barcelona.

Con el apoyo del Ministerio de Cultura de Georgia, el Coro Femenino de Tiflis obtuvo la medalla de oro en el concurso coral internacional Sing for Gold – The World Choral Cup, en el que participaron 38 coros procedentes de 24 países del mundo.

Al acto asistió el Embajador de Georgia en el Reino de España, Alexander Chkuaseli.

GEO🇬🇪/ESP🇪🇸👇ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ც...
24/10/2026

GEO🇬🇪/ESP🇪🇸👇

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრაში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის”საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

A iniciativa de la vice primera ministra y ministra de Asuntos Exteriores de Georgia, Maka Botchorishvili, se celebró en Batumi la primera reunión conjunta de los ministros de Asuntos Exteriores de Georgia y de los países de Asia Central. En la reunión participaron Rashid Meredov, vice presidente del Consejo de Ministros y ministro de Asuntos Exteriores de Turkmenistán; Mukhtar Tileuberdi, ministro de Asuntos Exteriores de la República de Kazajistán; Zheenbek Kulubaev, ministro de Asuntos Exteriores de la República Kirguisa; Sirojiddin Muhriddin, ministro de Asuntos Exteriores de la República de Tayikistán; y Bakhtiyor Saidov, ministro de Asuntos Exteriores de la República de Uzbekistán.
Durante la reunión, los ministros analizaron la evolución de las relaciones de cooperación entre Georgia y los países de Asia Central. Se hizo hincapié en el fortalecimiento del diálogo político y de la cooperación sobre la base de intereses comunes. En este contexto, se destacó la importancia de la asociación estratégica entre Georgia y los países de Asia Central.
Asimismo, se subrayó el papel de Georgia y de los países de Asia Central en el fortalecimiento de la conectividad entre Europa y Asia. Se prestó especial atención al Corredor Medio y a la importancia de aprovechar plenamente su potencial.
Los ministros también examinaron las posibilidades de ampliar la cooperación entre Georgia y los países de Asia Central en diversos ámbitos, entre ellos la economía, el comercio, el transporte y el turismo.
Por último, se puso de relieve la importancia de esta primera reunión conjunta de los ministros de Asuntos Exteriores de Georgia y de los países de Asia Central para seguir reforzando la asociación entre los países participantes. Los asistentes expresaron su disposición a continuar la cooperación en el marco de este formato.

https://mfa.gov.ge/news/847948-batumshi-saqartvelosa-da-tsentraluri-aziis-qveknebis-sagareo-saqmeta-ministrebis-pirveli-ertoblivi-s

16/10/2026

‼️ბასკეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

🇪🇸2026 წლის 31 ოქტომბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ბასკეთის რეგიონის ქ. ვიტორია-გასტეისში მოქალაქეთა საკონსულო მიღება გაიმართება.

🇬🇪გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ საკონსულო მომსახურებას (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ცნობა ნასამართლობის შესახებ, ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, სხვადასხვა სახის ცნობა, თარგმანი, კონსულტაცია).

‼️მოქალაქეთა მიღების საათები: 10:00 -18:00 საათი;
მისამართი: Calle Reyes Católicos N 22, 01013 (ვიტორიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო);

❗️დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ელ.ფოსტა: [email protected]

‼️ ¡ATENCIÓN A LOS CIUDADANOS GEORGIANOS RESIDENTES EN EL PAÍS VASCO!

🇪🇸 El próximo 31 de octubre de 2026, en el marco de la visita consular a la demarcación consular, se celebrará una jornada de atención consular para los ciudadanos georgianos en la ciudad de Vitoria-Gasteiz.

🇬🇪 Los representantes del Consulado General de Georgia en Barcelona ofrecerán atención y servicios consulares a los ciudadanos georgianos, incluyendo la tramitación de pasaportes y documentos de identidad, certificados de antecedentes penales, certificados de capacidad matrimonial, otros tipos de certificados, traducciones y consultas consulares.

‼️ Horario de atención: de 10:00 a 18:00 h.

📍 Dirección: Calle Reyes Católicos, n.º 22, 01013 Vitoria-Gasteiz (Parroquia de San Jorge).

❗️Para más información, pueden ponerse en contacto con el Consulado General a través del siguiente correo electrónico:

📧 [email protected]

¡Feliz Día de la Fiesta Nacional, España!🇪🇸¡Feliz Día de la Hispanidad! 🇪🇸ვულოცავთ ესპანელ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს! 🇬🇪...
12/10/2026

¡Feliz Día de la Fiesta Nacional, España!🇪🇸

¡Feliz Día de la Hispanidad! 🇪🇸

ვულოცავთ ესპანელ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს! 🇬🇪🇪🇸

GEO/ENG👇2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიი...
07/10/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.

ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

On 7 October 2026, in Geneva, the United Nations Human Rights Council adopted the resolution entitled “Cooperation with Georgia,” addressing the human rights situation in Georgia’s occupied regions.

At the session of the UN Human Rights Council, Georgia’s resolution was presented by Deputy Minister of Foreign Affairs Lasha Darsalia.

As in the previous year, the resolution was adopted by consensus, marking a significant achievement for Georgia and demonstrating the strong support of the international community.

The Human Rights Council once again reaffirms its support for the sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognized borders and expresses concern over various forms of discrimination and human rights violations perpetrated against the ethnic Georgian population in the Abkhazia and Tskhinvali regions occupied by Russia.

The resolution underscores the importance of the Geneva International Discussions established pursuant to the 12 August 2008 Ceasefire Agreement.

The resolution expresses concern over restrictions on access to the occupied territories for international and regional human rights monitoring mechanisms.

In this regard, the Council calls for ensuring the immediate and unhindered access of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights and international and regional human rights mechanisms to the occupied regions.

The resolution also underscores the occupation of the Abkhazia and Tskhinvali regions by Russia and the importance of the judgments of the European Court of Human Rights delivered between 2021 and 2026, and condemns actions undertaken by Russia towards future illegal annexation of Abkhazia and Tskhinvali regions.

Georgia has been submitting this resolution to the Human Rights Council annually since 2017.

🔗 https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1700486188744676&id=100063499346449&mibextid=wwXIfr

GEO 🇬🇪 ESP 🇪🇸2026 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ,,ჩემი ქართული სკოლა” ფარ...
05/10/2026

GEO 🇬🇪 ESP 🇪🇸

2026 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ,,ჩემი ქართული სკოლა” ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში, ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში გამარჯვებული პროექტის „აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ პრეზენტაცია და კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.

პროექტი „აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო და ციფრულ ინიციატივას, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდას, კვლევით საქმიანობის ხელშეწყობასა და ოთხენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმის — „საქართველოს ინტელექტუალური ციფრული ცოცხალი რუკის“ შექმნას ითვალისწინებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა და გენერალური საკონსულოს თანამშრომლებმა მიიღეს.

El 4 de octubre de 2026, en el marco del programa de subvenciones del Ministerio de Asuntos Exteriores de Georgia «Mi escuela georgiana», se celebró en Barcelona, en la Escuela Dominical Georgiana, la presentación del proyecto ganador «Descubre y ama Georgia», así como un taller de caligrafía georgiana.

El proyecto «Descubre y ama Georgia» es una iniciativa educativa y digital innovadora que tiene como objetivos promover el conocimiento y la difusión de la escritura georgiana, fomentar una mayor participación de los alumnos en actividades culturales, impulsar las actividades de investigación y crear una plataforma educativa cuatrilingüe: el «Mapa Digital Vivo e Inteligente de Georgia».

En el evento participaron los alumnos de la Escuela Dominical, sus padres, profesores y miembros del personal del Consulado General de Georgia en Barcelona.

GEO🇬🇪 ESP🇪🇸2026 წლის 26 სექტემბერს,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „უცხოეთში მოქმედი ქართულ...
02/10/2026

GEO🇬🇪 ESP🇪🇸

2026 წლის 26 სექტემბერს,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ანსამბლ „გენის" ხელმძღვანელობით გაიმართა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი - „ქართული ცეცხლი ბარსელონაში". ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოდან ჩამოსულმა ანსამბლებმა „მამულიშვილი" და „თორდა”.

ღონისძიებას ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდია დაესწრო. მან მონაწილე ანსამბლებს მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის.

El 26 de septiembre de 2026, en el marco del proyecto ganador del programa de subvenciones del Ministerio de Asuntos Exteriores de Georgia «Apoyo a los conjuntos de danza y canto georgianos que desarrollan su actividad en el extranjero», se celebró en Barcelona el concierto de danza y canto folclórico georgiano «Fuego georgiano en Barcelona», organizado bajo la dirección del conjunto «Gení».

En el evento participaron asimismo los conjuntos «Mamulisvili» y «Thorda», que se desplazaron desde Georgia para participar en el concierto.

Al evento asistió el Cónsul General de Georgia en Barcelona, Beka Zarandia, quien agradeció a los conjuntos participantes sus esfuerzos en la promoción de la cultura georgiana y en la difusión y el fortalecimiento del conocimiento sobre Georgia.

26/09/2026

Dirección

Paseo De Gracia 7, 3
Barcelona
08007

Horario de apertura

Lunes 09:00 - 13:00
Martes 09:00 - 13:00
Miércoles 09:00 - 13:00
Jueves 09:00 - 13:00

Notificaciones

Sea el primero en enterarse: le enviaremos un correo electrónico cuando Georgia in Barcelona publique novedades y promociones. Su dirección de correo electrónico no se utilizará para ningún otro fin y puede darse de baja en cualquier momento.

Atajos

Compartir