Georgia in Ireland

Call Directions Website Contact the organisation

Georgia in Ireland Embassy of Georgia
17 Morehampton Road
Donnybrook
Dublin 4
Ireland

02/11/2026
GEO/ENG 👇🇬🇪🇮🇪მადლობას გიხდით თუმანიშვილის თეატრის დასს ქართული მდიდარი თეატრალური ხელოვნების შესანიშნავი წარმოჩენისთვის,...
23/10/2026

GEO/ENG 👇

🇬🇪🇮🇪მადლობას გიხდით თუმანიშვილის თეატრის დასს ქართული მდიდარი თეატრალური ხელოვნების შესანიშნავი წარმოჩენისთვის, ქ. ნიუ როსის წარმომადგენლებს თბილი მიღებისთვის და ფესტივალის ორგანიზატორებს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

The Embassy of Georgia wishes to express its heartfelt thanks to Cathaoirleach John Fleming, the New Ross Municipal District, council officials, and the Eugene O’Neill Festival Committee for such a generous welcome. A special thank you to the Tumanishvili Theatre for a brilliant performance beautifully showcasing Georgia’s rich theatrical heritage.

New Ross Municipal District Council hosted a civic welcome for the Georgian Ambassador to Ireland, Sophie Katsarava, at the Tholsel on Thursday, October 15, during her visit to the Eugene O’Neill International Theatre Festival.

23/10/2026
23/10/2026
Geo/Eng 🇬🇪🇮🇪 2026 წლის 15 ოქტომბერს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ იუჯინ ონილის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგ...
16/10/2026

Geo/Eng

🇬🇪🇮🇪 2026 წლის 15 ოქტომბერს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ იუჯინ ონილის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საპატივცემულოდ მიღებას ისტორიულ გემზე (The Dunbrody Famine Ship) უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ნიუ როსის მერიაში შეხვედრა გამართა, სადაც კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

St’Michael Theatre-ში იუჯინ ონილის ცნობილი შედევრის მიხედვით, თუმანიშვილის თეატრის მიერ ქართულ ენაზე დადგმული სპექტაკლი “გრძელი დღის შემოღამება” გაიმართა.

🇬🇪🇮🇪 On October 15, 2026, as part of the Eugene O'Neill International Festival of Theatre in New Ross, the Embassy of Georgia to Ireland hosted a reception aboard the historic Dunbrody Ship to welcome the Tumanishvili Film Actors Theatre.

During the visit, the Ambassador met with officials at New Ross Town Hall to discuss strengthening cultural, tourism and economic ties.

As a highlight of the festival, the Tumanishvili Theatre presented Eugene O’Neill’s masterpiece, Long Day’s Journey into Night.

თუმანიშვილის თეატრი ირლანდიაში, იუჯინ ონილის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა!მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ განსაკუთრებუ...
15/10/2026

თუმანიშვილის თეატრი ირლანდიაში, იუჯინ ონილის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა!

მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ განსაკუთრებული სიახლე: თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი იუჯინ ონილის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლს წარადგენს. ნიუ როსის სცენაზე, ქართველი მსახიობები პირველად, იუჯინ ონილის ცნობილ შედევრს "გრძელი დღის შემოღამება" ქართულ ენაზე გააცოცხლებენ!

GEO/ENG👇🇬🇪🇮🇪 2026 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა ირლანდიის პარლამენტის წარმოების, ტურიზმისა და დასაქ...
13/10/2026

GEO/ENG👇
🇬🇪🇮🇪 2026 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა ირლანდიის პარლამენტის წარმოების, ტურიზმისა და დასაქმების საკითხთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს ჯეიმს ო'კონორს შეხვდა.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველო-ირლანდიას შორის ურთიერთობათა შემდგომ გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.

🇬🇪🇮🇪
On October 13, 2026 H.E. Sophie Katsarava met with James O’Connor TD, the Cathaoirleach of the Joint Committee on Enterprise, Tourism and Employment.

Special attention was paid to deepening the relations between Georgia and Ireland in the fields of trade, economy and tourism.

07/10/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.

ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

On 7 October 2026, in Geneva, the United Nations Human Rights Council adopted the resolution entitled “Cooperation with Georgia,” addressing the human rights situation in Georgia’s occupied regions.

At the session of the UN Human Rights Council, Georgia’s resolution was presented by Deputy Minister of Foreign Affairs Lasha Darsalia.

As in the previous year, the resolution was adopted by consensus, marking a significant achievement for Georgia and demonstrating the strong support of the international community.

The Human Rights Council once again reaffirms its support for the sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognized borders and expresses concern over various forms of discrimination and human rights violations perpetrated against the ethnic Georgian population in the Abkhazia and Tskhinvali regions occupied by Russia.

The resolution underscores the importance of the Geneva International Discussions established pursuant to the 12 August 2008 Ceasefire Agreement.

The resolution expresses concern over restrictions on access to the occupied territories for international and regional human rights monitoring mechanisms.

In this regard, the Council calls for ensuring the immediate and unhindered access of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights and international and regional human rights mechanisms to the occupied regions.

The resolution also underscores the occupation of the Abkhazia and Tskhinvali regions by Russia and the importance of the judgments of the European Court of Human Rights delivered between 2021 and 2026, and condemns actions undertaken by Russia towards future illegal annexation of Abkhazia and Tskhinvali regions.

Georgia has been submitting this resolution to the Human Rights Council annually since 2017.

27/09/2026

GEO/ENG👇

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

On the occasion of the 33rd anniversary of the fall of Sokhumi and in tribute to the memory of those who lost their lives in the war in Abkhazia, the national flags are being flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs of Georgia and Georgian diplomatic representations.

Address

17 Morehampton Road
Dublin
D04X0D0

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Ireland posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organisation

Send a message to Georgia in Ireland:

Shortcuts

Share