30/10/2026
🇬🇪🇧🇪2026 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გაცნობითი შეხვედრები გამართა ქ. ბრიუგეს მერთან, დირკ დე ფაუსთან და დასავლეთ ფლანდრიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, კუნ სურდიაკურთან.
🔹შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
🔹საუბარი ასევე შეეხო „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის სამომავლო განვითარების გეგმებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობას, რომლის საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს.
🇬🇪🇧🇪On October 29, 2026 the Ambassador of Georgia held introductory meetings with Mr. Dirk De Fauw, Mayor of Bruges, and Mr. Koen Surdiacourt, Acting Governor of West Flanders.
🔹During the meetings, the parties discussed key areas for future cooperation, including opportunities to bolster cultural and economic ties.
🔹Discussions also addressed the strategic significance of the "Middle Corridor" and plans for developing Georgia’s maritime infrastructure—notably the ongoing construction of the Anaklia Deep Sea Port, where marine construction work is being carried out by the Belgian company Jan De Nul.