Georgia in South Africa

Directions Website Contact the organization

Georgia in South Africa Embassy of Georgia in the Republic of South Africa

02/11/2026
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით, საქართველო ჩაერთო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკი...
28/10/2026

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით, საქართველო ჩაერთო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის (ETA) სისტემაში. რაც საქართველოს მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წინასწარი ელექტრონული ავტორიზაციის საფუძველზე გამგზავრების შესაძლებლობას აძლევს.

ℹ️ გასათვალისწინებელია, რომ ETA ტრადიციული გაგებით ვიზა არ არის. სისტემა, ელექტრო განაცხადის შევსების მეთოდით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს წინასწარ მიიღონ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შესვლის ავტორიზაცია, ხოლო ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვიზა გაიცემა სასაზღვრო პუნქტზე.

🗓️ ETA-ს სისტემით სარგებლობა შესაძლებელია მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, 90 დღემდე ვადით.

🛬 ამ ეტაპზე სისტემა ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგ საერთაშორისო აეროპორტებში:
📍 OR Tambo International Airport- ქ.იოჰანესბურგი
📍 Cape Town International Airport- ქ. კეიპტაუნი
📍 Lanseria International Airport- ქ.ლანსერია
📍 King Shaka International Airport- ქ.დურბანი

🔜 ეტაპობრივად იგეგმება სისტემის სხვა სასაზღვრო პუნქტებზე გავრცელებაც.

დამატებითი ინფორმაციისა და ავტორიზაციის გავლისთვის ეწვიეთ ETA-ს ოფიციალურ პორტალს:

Apply for an Electronic Travel Authorisation

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყ...
23/10/2026

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ სტუმრებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების საქმიანობა, არსებული სატრანზიტო შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ მნიშვნელობას და ,,შუა დერეფნის” განვითარებაში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურების როლს.
ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომლის განხორციელება გაზრდის საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო შესაძლებლობებს.

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზ...
23/10/2026

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრაში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის”საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.
განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით

🇿🇦🇲🇿 2026 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია), როლანდ ბერიძემ, რწმ...
23/10/2026

🇿🇦🇲🇿 2026 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია), როლანდ ბერიძემ, რწმუნებათა სიგელები გადასცა მოზამბიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დანიელ ჩაპოს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა მოზამბიკის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტმა ჩაპომ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა ენერგეტიკის სფეროში აქტიური თანამშრომლობის, ასევე ბიზნესის წარმოების რეფორმებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიმართ. თავის მხრივ, ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გაღრმავებისთვის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ მოზამბიკის მხარეს რეფორმების წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.

On 22 October 2026, H.E. Mr. Roland Beridze, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia (With resident in Pretoria), presented his Letters of Credence to H.E. Mr. Daniel Chapo, President of the Republic of Mozambique.

Following the ceremony, the Ambassador held a meeting with the President, during which the parties discussed the friendly relations between the two countries and the prospects for further deepening cooperation. The Ambassador conveyed his sincere gratitude to the Mozambican side for its steadfast support of Georgia's sovereignty and territorial integrity.

President Chapo expressed particular interest in active cooperation in the field of energy, as well as in Georgia's experience in business environment reforms and digital transformation. For his part, the Ambassador underscored the importance of exchanging high-level visits to deepen bilateral relations, and expressed Georgia’s readiness to share its successful reform experience with the Mozambican side.

2026 წლის 21 ოქტომბერს, მოზამბიკის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, როლანდ ...
22/10/2026

2026 წლის 21 ოქტომბერს, მოზამბიკის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, როლანდ ბერიძე, შეხვდა მოზამბიკის სავაჭრო პალატის (Câmara de Comércio de Moçambique) წარმომადგენლებს.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მოზამბიკს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება და ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული მოზამბიკში, ანტონიო მუჰაო.

On 21 October 2026, H.E. Mr. Roland Beridze, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia, met with members of the Chamber of Commerce of Mozambique.
The parties discussed opportunities for developing trade and economic relations between Georgia and Mozambique, establishing direct contacts between the business communities of the two countries, and prospects for cooperation in areas of mutual interest.
The meeting was also attended by Antonio Muhao Honorary Consul of Georgia in Mozambique.

🇬🇪🇲🇿 2026 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, როლანდ ბერიძე (რეზიდენციით ქ. პრეტორია), მოზამ...
22/10/2026

🇬🇪🇲🇿 2026 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, როლანდ ბერიძე (რეზიდენციით ქ. პრეტორია), მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, მარია დე ფატიმა სიმაო მანსოს შეხვდა და რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მოზამბიკის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო არსებული კავშირების გააქტიურებას და თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერას. ყურადღება ასევე გამახვილდა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაძლიერებასა და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

On 21 October 2026, H.E. Mr. Roland Beridze, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia , met with Ms. Maria de Fátima Simão Manso, Secretary of State of the Ministry of Foreign Affairs and Cooperation of the Republic of Mozambique, and presented copies of his Letters of Credence.

During the meeting, the parties discussed the prospects for developing relations between Georgia and the Republic of Mozambique. The discussion focused on revitalising existing ties and deepening cooperation in both bilateral and multilateral formats, including mutual support within international organisations. Particular attention was also paid to strengthening the bilateral legal framework and to opportunities for deepening sectoral cooperation.

27/09/2026
GEO/ENG👇საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ...
18/09/2026

GEO/ENG👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia condemns the so-called presidential elections held in the occupied Tskhinvali region on 18 September 2026.

The holding of these so-called elections is contrary to the fundamental norms and principles of international law. It cannot confer legitimacy on the occupation regime and does not alter the international legal status of the Tskhinvali region as an integral part of Georgia.

The conduct of any so-called elections in the occupied territories of Georgia amid the Russian Federation’s military occupation and effective control, in circumstances where internally displaced persons and refugees are denied the opportunity to return safely and with dignity to their homes, is illegal and cannot produce any legal effect under international law.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia also strongly condemns the decision of the Russian Federation to hold elections to the State Duma of the Federal Assembly of the Russian Federation in the occupied Abkhazia and Tskhinvali regions from 18 to 20 September 2026.

The opening and operation of polling stations of the Russian Federation on the sovereign territory of Georgia without the consent of the Government of Georgia constitute yet another gross violation of Georgia’s sovereignty and territorial integrity and a further clear manifestation of the Russian Federation’s policy directed towards the de facto annexation of Georgian regions.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia calls upon the international community to duly assess and unequivocally condemn the aforementioned unlawful actions of the Russian Federation and to ensure an appropriate international legal and political response.

Georgia continues to call on the international community to firmly uphold Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders and to support the peaceful resolution of the conflict.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

მივესალმებით 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას...
29/07/2026

მივესალმებით 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობას.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

Address

270 A Carina Street, Waterkloof Ridge
Pretoria
0181

Opening Hours

Monday 08:00 - 18:00
Tuesday 08:00 - 18:00
Wednesday 08:00 - 18:00
Thursday 08:00 - 18:00
Friday 08:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in South Africa posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in South Africa:

Shortcuts

Share