Georgia in Korea

Call Directions Website Contact the organization

Georgia in Korea The official page of the Embassy of Georgia in the Republic of Korea for promoting Georgian history, culture and economy.

Every second and fourth Wednesdays of the month, from 12 to 2pm the Embassy is opened for its Diaspora.

🇬🇪🇰🇷GEO/KOR🔹 29 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვე...
29/10/2026

🇬🇪🇰🇷GEO/KOR
🔹 29 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის მრეწველობის ფედერაციის (FKI) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბონგმან კიმთან.

🔹მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება. ამასთან, კორეულმა მხარემ დაადასტურა ფედერაციის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

🔹 10월 29일, 미헤일 티기쉬빌리 주한 조지아 대사대리는 김봉만 한국경제인연합회(FKI) 국제본부장님과 면담을 가졌습니다.

🔹이번 면담에서 양측은 양국 간 경제 투자 협력 확대 방안을 논의하고, 교역 및 경제 관계가 지속적으로 발전하고 있는데 대해 긍정적으로 평가했습니다. 김봉만 본부장은 양국 정부 기관과 경제계 간 협력 강화를 위한 한국경제인연합회의 적극적인 지원 의지를 밝혔습니다.

24/10/2026
🇬🇪🇰🇷GEO/KOR🔹 19 ოქტომბერს, ქ. სეულში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეული მარკეტინგული პლატფორმა W**e21-ის ...
21/10/2026

🇬🇪🇰🇷GEO/KOR
🔹 19 ოქტომბერს, ქ. სეულში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეული მარკეტინგული პლატფორმა W**e21-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა. კერძოდ, Georgia W**e Show 2026-ისა და Georgia W**e Festival 2026-ის ფარგლებში, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქართული ღვინის მასტერკლასი გამართეს, სადაც კორეელ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოებს, მიეღოთ ინფორმაცია მათი იმპორტისა და ქართველ მწარმოებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

🔹სტუმრებს სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა, რომელმაც კორეის ბაზარზე ქართული ექსპორტის გაფართოებისა და ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

🔹აღნიშნული ღონისძიებები 2023 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და საქმიანი კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. წელს ღონისძიებებში ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია მონაწილეობდა, ხოლო დამსწრეთა რაოდენობამ 400 შეადგინა, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივი იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, სომელიეები და ბლოგერები.

🔹10월 19일, 조지아 국립와인청과 한국의 마케팅 플랫폼 와인 21닷컴이 주최하고 주한 조지아 대사관의 지원으로 서울에서 조지아 와인 홍보 행사가 개최되었습니다. 조지아 와인쇼 2026 및 조지아 와인 페스티벌 2026의 일환으로 진행된 이번 행사에서 조지아 국립와인청 관계자들은 조지아 와인마스터 클래스를 열어 한국 수입업체 관계자들에게 조지아 와인의 다양한 매력을 소개하고, 조지아 와인 생산업체와의 수입 및 협력 기회를 모색했습니다.

🔹미헤일 티기쉬빌리 주한 조지아 대사대리는 행사 참석자들을 대상으로 인사말을 전하며, 조지아 와인의 한국 시장 진출 확대 가능성과 양국 간 무역 관계의 지속적인 발전을 강조했습니다.

🔹 2023년부터 매년 개최되고 있는 이번 행사들은 한국 내 조지아 와인에 대한 인지도를 높이고, 양국 간 비즈니스 협력을 촉진하는 것을 목표로 하고 있습니다. 올해 행사에는 조지아 와인 생산업체 10개사가 참여했으며, 한국 수입업체 관계자, 소믈리에, 블로거 등 약 400명이 참석해 자리를 빛냈습니다.

🇬🇪🇰🇷GEO/ENG🔹 7 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედ...
08/10/2026

🇬🇪🇰🇷GEO/ENG
🔹 7 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხეილ თიგიშვილმა გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და რესურსების სამინისტროს სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების მიმართულების დირექტორთან, მინიონგ ლისთან.

🔹 შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ხელმოწერისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

🔹 10월 7일, 미헤일 티기쉬빌리 주한 조지아 대사대리는 산업통상부 이민영 통상협정협상총괄과장과 면담을 가졌습니다.

🔹 조-한 포괄적 경제동반자협정(CEPA)체결을 위한 준비 사항과, 양국 간 무역 및 경제협력과 관련된 주요 현안에 대해 논의했습니다.

27/09/2026
18/09/2026

GEO/ENG👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia condemns the so-called presidential elections held in the occupied Tskhinvali region on 18 September 2026.

The holding of these so-called elections is contrary to the fundamental norms and principles of international law. It cannot confer legitimacy on the occupation regime and does not alter the international legal status of the Tskhinvali region as an integral part of Georgia.

The conduct of any so-called elections in the occupied territories of Georgia amid the Russian Federation’s military occupation and effective control, in circumstances where internally displaced persons and refugees are denied the opportunity to return safely and with dignity to their homes, is illegal and cannot produce any legal effect under international law.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia also strongly condemns the decision of the Russian Federation to hold elections to the State Duma of the Federal Assembly of the Russian Federation in the occupied Abkhazia and Tskhinvali regions from 18 to 20 September 2026.

The opening and operation of polling stations of the Russian Federation on the sovereign territory of Georgia without the consent of the Government of Georgia constitute yet another gross violation of Georgia’s sovereignty and territorial integrity and a further clear manifestation of the Russian Federation’s policy directed towards the de facto annexation of Georgian regions.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia calls upon the international community to duly assess and unequivocally condemn the aforementioned unlawful actions of the Russian Federation and to ensure an appropriate international legal and political response.

Georgia continues to call on the international community to firmly uphold Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders and to support the peaceful resolution of the conflict.

🇬🇪🇰🇷GEO/ENG🔹7-10 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ვიზიტი, რომლის ...
10/09/2026

🇬🇪🇰🇷GEO/ENG
🔹7-10 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, შედგა მისი შეხვედრა კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. მხარეებმა განიხილეს ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე ხელი მოაწერეს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული დოკუმენტი, თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნასა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს - შემდგომი განვითარების მიმართულებით თანამშრომლობას.
🔹ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ასევე ეწვია კორეის სტიქიური უბედურებების მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრსა და ციფრული მმართველობის საგამოფენო ცენტრს, სადაც გაეცნო აღნიშნული ცენტრების საქმიანობას, სამუშაო პროცესებსა და გამოყენებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
🔹საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი და სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

🔹On September 7-10, the Minister of Justice of Georgia, Mr. Paata Salia, visited the Republic of Korea, during which he met with the Minister of the Interior and Safety, Mr. Yun Ho-jung. The two Ministers discussed ways of strengthening cooperation in digital development and signed a Memorandum of Understanding on Cooperation in the Field of Digital Government. The Memorandum covers several areas of cooperation, including the establishment of a Digital Governance Cooperation Center and cooperation on the further development of Georgia’s unified electronic services portal - my.gov.ge.
🔹As part of the visit, the delegation of the Ministry of Justice of Georgia also visited the National Disaster and Safety Status Control Center and the Digital Government Exhibition Center, where they received information on the centers’ activities, operational processes, and technological solutions.
🔹The Georgian delegation included First Deputy Minister of Justice of Georgia, Mr. Beka Dzamashvili; Deputy Minister of Justice of Georgia, Ms. Tamar Zodelava; Chargé d’Affaires of Georgia to the Republic of Korea, Mr. Mikheil Tigishvili; and Chairman of the LEPL Digital Governance Agency, Mr. Sandro Tsirekidze.

🇬🇪🇰🇷GEO/KOR 🔹 8 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გამართა ...
09/09/2026

🇬🇪🇰🇷GEO/KOR
🔹 8 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გამართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
🔹საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა ასევე ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.
🔹შეხვედრის დასასრულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ციფრული მმართველობის სფეროში. თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნასა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს - შემდგომი განვითარების მიმართულებით თანამშრომლობას.
🔹შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი.

🔹 9월 8일, 대한민국을 방문중인 파아타 살리아 조지아 법무부 장관은 윤호중 대한민국 행정안전부 장관과 만나 양국의 디지털 발전과 협력 확대방안을 논의했습니다.
🔹살리아 장관은 인공지능, 혁신 기술, 전자 서비스 및 디지털 정부 발전분야에서 조지아와 대한민국 간 파트너십의 중용성을 강조하였습니다. 또한 조지아가 최근 몇 년간 조지아 디지털 정부, 전자서비스, 사이버 보안 및 정보분야에서 상당한 성과를 거두었다고 강조했습니다.
🔹면담을 마친 뒤, 조지아 법무부와 대한미국 행정안전부는 디지털 정부 분야의 협력 강화를 위한 양해각서를 체결하였습니다. 이번 양해 각서에는 디지털 정부 협력센터 설립을 위한 협력을 비롯해 조지아 전자정부 통합포털인 my.gov.ge의 지속적인 발전과 고도화를 위한 협력 방안 등이 포함됐습니다.
🔹조지아측에서 이날 면담에는 베카 자마쉬빌리 법무부 제1차관, 타마를 조델라바 차관, 산드로 찌레키제 디지털거버넌스청장, 미헤일 티기쉬빌리 주한 조지아 대사대리가 참석했습니다.

Address

Yongsan-gu, Itaewon-ro, 27 Road, N30
Seoul
04349

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+8227927118

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Korea posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Korea:

Shortcuts

Share