24/10/2026
GEO/ENG👇
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრაში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის”საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.
განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
At the initiative of the Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs, Maka Botchorishvili, the first joint meeting of the foreign ministers of Georgia and the Central Asian countries was held in Batumi. The meeting was attended by Rashid Meredov, Deputy Chairman of the Cabinet of Ministers and Minister of Foreign Affairs of Turkmenistan, Mukhtar Tileuberdi, Minister of Foreign Affairs of the Republic of Kazakhstan, Zheenbek Kulubaev, Minister of Foreign Affairs of the Kyrgyz Republic, Sirojiddin Muhriddin, Minister of Foreign Affairs of the Republic of Tajikistan and Bakhtiyor Saidov, Minister of Foreign Affairs of the Republic of Uzbekistan.
During the meeting, the ministers discussed the dynamics of partnership relations between Georgia and the Central Asian countries. Emphasis was placed on strengthening political dialogue and cooperation based on shared interests. In this context, the importance of the strategic partnership between Georgia and Central Asia was highlighted.
Emphasis was placed on the role of Georgia and the Central Asian countries in strengthening connectivity between Europe and Asia. Particular attention was paid to the Middle Corridor and the importance of fully realising its potential.
Opportunities for expanding cooperation between Georgia and the Central Asian countries in various fields, including the economy, trade, transport and tourism, were discussed.
The significance of the first joint meeting of the foreign ministers of Georgia and the Central Asian countries for further strengthening the partnership between the countries was underscored. The participants expressed their readiness to continue cooperation within this format.