Georgia in Portugal

Como chegar Website

Georgia in Portugal Welcome to the official page for the Embassy of Georgia in Lisbon. Official website: www.portugal.mfa.gov.ge

🇬🇪🇵🇹პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა ალენტეჟუს რეგიონის ქალაქ ვიდიგეირას მერ...
26/10/2026

🇬🇪🇵🇹პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა ალენტეჟუს რეგიონის ქალაქ ვიდიგეირას მერთან, რიკარდო ბონიტოსთან.

🔹შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობას.

🔹ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ქ. ვიდიგეირაში, პროფესორ მანუელ ბაიოას წიგნის „ქვევრის ღვინო - ქვემო ალენტეჟუში“ პრეზენტაციაში. წიგნის ერთ-ერთი თავი ქართული ქვევრის ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეძღვნება.

🇬🇪🇵🇹O Embaixador da Geórgia na República Portuguesa, Levan Tsurtsumia, reuniu-se com o Presidente da Câmara Municipal de Vidigueira, na região do Alentejo, Ricardo Bonito.

🔹Durante o encontro, as partes debateram o aprofundamento das relações entre os municípios da Geórgia e de Portugal. A conversa abordou igualmente a cooperação no domínio da vitivinicultura.

🔹No âmbito da visita, o Embaixador da Geórgia participou, em Vidigueira, na apresentação do livro do Professor Manuel Baioa, «O Vinho de Talha no Baixo Alentejo». Um dos capítulos da obra é dedicado à tradição multissecular do vinho de qvevri georgiano.

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზ...
23/10/2026

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრაში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლს ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,შუა დერეფნის”საკითხს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

განხილულ იქნა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

https://www.facebook.com/share/p/19bSaAkTK4/?mibextid=wwXIfr

GEO/ENG👇2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიი...
07/10/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.

ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

On 7 October 2026, in Geneva, the United Nations Human Rights Council adopted the resolution entitled “Cooperation with Georgia,” addressing the human rights situation in Georgia’s occupied regions.

At the session of the UN Human Rights Council, Georgia’s resolution was presented by Deputy Minister of Foreign Affairs Lasha Darsalia.

As in the previous year, the resolution was adopted by consensus, marking a significant achievement for Georgia and demonstrating the strong support of the international community.

The Human Rights Council once again reaffirms its support for the sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognized borders and expresses concern over various forms of discrimination and human rights violations perpetrated against the ethnic Georgian population in the Abkhazia and Tskhinvali regions occupied by Russia.

The resolution underscores the importance of the Geneva International Discussions established pursuant to the 12 August 2008 Ceasefire Agreement.

The resolution expresses concern over restrictions on access to the occupied territories for international and regional human rights monitoring mechanisms.

In this regard, the Council calls for ensuring the immediate and unhindered access of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights and international and regional human rights mechanisms to the occupied regions.

The resolution also underscores the occupation of the Abkhazia and Tskhinvali regions by Russia and the importance of the judgments of the European Court of Human Rights delivered between 2021 and 2026, and condemns actions undertaken by Russia towards future illegal annexation of Abkhazia and Tskhinvali regions.

Georgia has been submitting this resolution to the Human Rights Council annually since 2017.

🔗 https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1700486188744676&id=100063499346449&mibextid=wwXIfr

GEO🇬🇪/POR🇵🇹2026 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „ჩემი ენა ქართული“ ფარგლებშ...
07/10/2026

GEO🇬🇪/POR🇵🇹

2026 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „ჩემი ენა ქართული“ ფარგლებში, საქართველოს საელჩოსთან არსებულ საკვირაო სკოლაში, გამარჯვებული პროექტის - „ქართული სიტყვა ჩემთან“ საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართა.

🔹პროექტის მიზანია, ქართველი მწერლების შემოქმედების, ქართული თხრობის, ისტორიებისა და ღირებულებების გაცნობის გზით, ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველ მოზარდებში ეროვნული იდენტობის გაძლიერება.

🔹ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლისაბონში მცხოვრები ქართველი მოზარდები, საკვირაო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები, სკოლის პედაგოგები და საელჩოს თანამშრომლები.

No dia 4 de outubro de 2026, no âmbito do programa de apoio do Ministério dos Negócios Estrangeiros da Geórgia, intitulado «A Minha Língua é Georgiana», realizou-se, na Escola de Domingo junto da Embaixada da Geórgia, a cerimónia solene de inauguração do projeto vencedor «A Palavra Georgiana Comigo».

🔹O projeto tem como objetivo reforçar a identidade nacional dos adolescentes georgianos residentes no estrangeiro, através do contacto com a obra de escritores georgianos, a narrativa georgiana, as suas histórias e os seus valores.
🔹Na cerimónia participaram adolescentes georgianos residentes em Lisboa, alunos da Escola de Domingo , os seus pais, os professores da escola e os funcionários da Embaixada.

🇬🇪🇵🇹 2026 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ლევან წურწუმია პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის კუბის მუნიციპალიტე...
06/10/2026

🇬🇪🇵🇹 2026 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ლევან წურწუმია პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის კუბის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერთან, ჟოაო დუარტე პალმასთან.

🔹 შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.

🔹 შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 13–15 ნოემბერს ვილა-ალვაში დაგეგმილ ფესტივალს „Provando o Tareco“, სადაც ყვარლის მუნიციპალიტეტის დელეგაციის მონაწილეობით ქართული პავილიონი მოეწყობა.

🇬🇪🇵🇹No dia 1 de outubro de 2026, o Embaixador da Geórgia, Levan Tsurtsumia, visitou o Município de Cuba, na região do Alentejo, República Portuguesa, onde se reuniu com o Presidente da Câmara Municipal, João Duarte Palma.

🔹 Durante o encontro, foram abordadas questões relacionadas com o aprofundamento da cooperação entre o Município de Kvareli, na Geórgia, e o Município de Cuba, na República Portuguesa.

🔹 Foi igualmente dada especial atenção ao Festival “Provando o Tareco”, que terá lugar em Vila Alva, de 13 a 15 de novembro, no âmbito do qual será instalado um pavilhão georgiano, com a participação de uma delegação do Município de Kvareli.

🇬🇪2026 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს საელჩოში, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.ღონისძ...
28/09/2026

🇬🇪2026 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს საელჩოში, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, შედგა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის - „როცა ზღვა მშვიდია“ ჩვენება. ასევე, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“ და მოეწყო აფხაზეთის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენა.

საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს თანამშრომლობისთვის.
GNFC - Georgian National Film Center

26/09/2026
18/09/2026

GEO/ENG👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia condemns the so-called presidential elections held in the occupied Tskhinvali region on 18 September 2026.

The holding of these so-called elections is contrary to the fundamental norms and principles of international law. It cannot confer legitimacy on the occupation regime and does not alter the international legal status of the Tskhinvali region as an integral part of Georgia.

The conduct of any so-called elections in the occupied territories of Georgia amid the Russian Federation’s military occupation and effective control, in circumstances where internally displaced persons and refugees are denied the opportunity to return safely and with dignity to their homes, is illegal and cannot produce any legal effect under international law.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia also strongly condemns the decision of the Russian Federation to hold elections to the State Duma of the Federal Assembly of the Russian Federation in the occupied Abkhazia and Tskhinvali regions from 18 to 20 September 2026.

The opening and operation of polling stations of the Russian Federation on the sovereign territory of Georgia without the consent of the Government of Georgia constitute yet another gross violation of Georgia’s sovereignty and territorial integrity and a further clear manifestation of the Russian Federation’s policy directed towards the de facto annexation of Georgian regions.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia calls upon the international community to duly assess and unequivocally condemn the aforementioned unlawful actions of the Russian Federation and to ensure an appropriate international legal and political response.

Georgia continues to call on the international community to firmly uphold Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders and to support the peaceful resolution of the conflict.

https://www.facebook.com/share/p/19P4RDnuAa/?mibextid=wwXIfr

GEO/ENG👇2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშ...
22/08/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

სხდომის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარიმ გააკეთა მოხსენება და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ლატვიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების - ავსტრიისა და პორტუგალიის წარმომადგენლები.

ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ 18 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებებით.

On 20 August 2026, the United Nations Security Council held a closed meeting to discuss the situation in the Georgian territories occupied by Russia and the Russia-Georgia conflict, on the occasion of the 18th anniversary of the Russia-Georgia war.

During the meeting, Assistant Secretary-General for the Middle East, Europe, the Americas, Asia and the Pacific, Mohamed Khaled Khiari, briefed Council members on the latest developments on the ground and provided an update on the Geneva International Discussions.

Following the meeting, representatives of Security Council members - the United Kingdom, France, Latvia, Denmark and Greece, as well as incoming Security Council members - Austria and Portugal, made a joint statement to the media.

The representatives of the aforementioned countries note in their statement that eighteen years have passed since Russia’s full-scale military aggression and the subsequent illegal occupation of Georgia’s territories of Abkhazia and the Tskhinvali/South Ossetia regions. Russian invasion of Georgia in August 2008 demonstrated the start of Russia's more aggressive stance towards its neighbors. Russia has continued down this path with its unprovoked and unjustified aggression against Ukraine and reckless and dangerous actions against its neighbors.

🌐ვრცლად იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/000647-2026-tslis-20-agvistos-gaeros-ushishroebis-sabtchom-dakhurul-skhdomaze-ruset-saqartvelos-omis-me-18

Endereço

Rua Fernão Soares, 6A
Lisbon
1400-149

Notificações

Seja o primeiro a saber: enviamos-lhe um e-mail quando Georgia in Portugal publicar novidades e promoções. O seu endereço de e-mail não será utilizado para nenhum outro fim e pode cancelar a subscrição a qualquer momento.

Atalhos

Partilhar

Serviços Governamentais nas proximidades